Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ქართველებისთვის ტოპ-ტექ.კომპანიებში მოხვედრა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა“ – Google-ის თანამშრომელი დავით თვალჭრელიძე

by თინათინ ინაური
July 21, 2021
in ინტერვიუ, ქართულად
0
„ქართველებისთვის ტოპ-ტექ.კომპანიებში მოხვედრა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა“ – Google-ის თანამშრომელი დავით თვალჭრელიძე
0
SHARES
0
VIEWS

2021 წლის მონაცემებით, Google-ი 139 995 ადამიანს ასაქმებს. ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა მუშაობის ახალი სტანდარტი დანერგა და თანამშრომლებს განსხვავებული სამუშაო პირობები შესთავაზა, რამაც Google-ი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სასურველ დამსაქმებლად აქცია. კომპანიაში მუშაობაზე ოცნებობენ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ადამიანები ყველა ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდანაც. ეს ოცნება ზოგისთვის რეალობადაც იქცა. მათ შორის კი ერთ-ერთი დავით თვალჭრელიძეა, ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის სწავლა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში დაიწყო და უკვე მესამე წელია,  Google-ის თანამშრომელია. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

დავით, საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ამას თქვენ ალბათ ყველაზე უკეთ გრძნობთ, ვინაიდან მსოფლიო ტექ-ინდუსტრიის შუაგულში იმყოფებით. რა პოტენციალი და შესაძლებლობები აქვთ ქართველებს ამ მიმართულებით?

ტექნოლოგიები არ არის ჩაკეტილი ინდუსტრია, წარმატების მიღწევა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. შესაბამისად, ქართველებსაც ბევრად უფრო მეტი საშუალება აქვთ წარმატების მისაღწევად, ვიდრე ნაკლებად გლობალურ სფეროებში. მაგალითად, თუ დღეს საქართველოში ხარ წარმატებული ადვოკატი, ხვალ ვერ წახვალ ამერიკაში ზუსტად იმავე საქმის საკეთებლად. ასევე, ამერიკელი კლიენტი ადვოკატის ძებნას საქართველოში არ დაიწყებს. ტექნოლოგიები ბევრად უფრო სტანდარტიზებულია ყველგან და გამოცდილება უფრო მარტივად კვეთს სახელმწიფო საზღვრებს.

მეორე მხრივ, ძალიან სწრაფად ცვალებადი სექტორია. 30 წლის წინ ლიდერი კომპანიების დიდი ნაწილი უკვე მნიშვნელოვნად ჩანაცვლდა ბაზარზე, ზოგიერთი აღარც არსებობს. ეს შანსია ქართული სტარტაპებისთვის, რომ კონკურენციაში შევიდნენ მათზე დიდ გლობალურ მოთამაშეებთან. შეიძლება ახლა ბევრი საერთაშორისო მასშტაბის კომპანია არ გვყავს, მაგრამ სტატუს-კვო მუდმივად იცვლება. ჩვენი შიდა ბაზარიც უნიკალურია, გარედან შემოსასვლელად დაცულია ენის ბარიერით, რაც ადგილობრივ კომპანიებს კონკურენტუნარიან გარემოს უქმნის. რეგულაციების სიმარტივე აჩქარებს პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას, რასაც საზღვარგარეთ შესაძლოა გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს.

საქართველო რამდენად მიჰყვება ტექნოლოგიურ განვითარებას და რა არის საჭირო ტექნოლოგიებთან კომპანიების მეტი ადაპტაციისთვის?

რთულია, შეაფასო მთლიანი ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება საქართველოში. მაგალითად, საბანკო ან გემბლინგის სფეროში ჩვენი ტექნოლოგიების ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს შეშურდებოდა, მაშინ როცა ზოგიერთი სხვა სფერო ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაშია. თუმცა ვხედავ, რომ ბოლო წლებში ახალკურსდამთავრებული ინჟინრების დონე საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატიდან ტექნოლოგიურ გიგანტებში მოხვედრა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ქართველი კოლეგების მიერ მთავარ პრობლემად კადრების ნაკლებობა სახელდება. მოთხოვნა ძალიან მაღალია, გამოცდილ ინჟინრებს მუდმივად ახალი, გაუმჯობესებული შემოთავაზებები აქვთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებისგან, რაც, ცხადია, დასაქმებულისთვის კარგია, თუმცა დამსაქმებლებს უჭირთ გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრი. კომპანიებმა ალბათ ადრეულ ეტაპზევე უნდა სცადონ ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და შემდეგ მათ განვითარებაზე ზრუნვა. არ ვიცი, რომელიმე ქართულ კომპანიას თუ აქვს წარმატებული ინტერნშიპების პროგრამა, მაშინ როცა ეს დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. ასევე, ალბათ არც სხვა ქვეყნებიდან კადრების ემიგრაცია უნდა გამოვრიცხოთ. ეს ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ კომპანიების, ასევე იქ მომუშავე პროფესიონალებს, რომლებიც ადგილზე მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას.

თქვენ როგორ მოხვდით აშშ–ში და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში?

ბავშვობიდან ოლიმპიადებში ვიყავი ჩართული. ისე დაემთხვა, რომ ოლიმპიადები სწორედ იმ უნარებს ავითარებს, რაც გასაუბრების დროს მოწმდება: კოდის სწრაფად წერა, ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, სტრესულ სიტუაციაში მუშაობა და ა.შ. სკოლის დამთავრების მერე ჩავირიცხე თსუ-ში ინფორმატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტიდან დამაკავშირეს სილიკონის ველზე არსებულ გიგანტ VMware-თან, სადაც მქონდა ინტერნშიპი. ამას მოჰყვა კიდევ ორი მსგავსი გამოცდილება Dropbox-სა და პატარა სტარტაპ imo.im-ში. ინტერნშიპის დროს კომპანიას ჩაჰყავხარ თავის ოფისში და მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობ შენთვის გამოყოფილ პროექტზე სხვა გამოცდილ ინჟინრებთან ერთად. ამ დროს კომპანია შენს მუშაობას აკვირდება, შენ კი ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებ. მსგავსი პროექტების  სრული ანაზღაურება სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ზაფხულში თანხები დააგროვონ მომავალი სასწავლო წლისთვის.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე მუშაობა დავიწყე მაშინ სტარტაპ და ახლა უკვე საჯარო კომპანია Palantir Technologies-ის ლონდონის ოფისში. ვმუშაობდი შიდა დისტრიბუციულ მონაცემთა საცავში ინდექსირებისა და ძებნის სერვისზე. წელიწად-ნახევარში გადავედი HQ-ში სილიკონ-ველიზე. ჩემი ოთხწლიანი  მუშაობა Palantir-ში 2019 წელს დასრულდა. მას შემდეგ Google-ის თანამშრომელი ვარ. ვმუშაობ Google-ის ვირტუალურ მობილურ ოპერატორზე.

ყველაზე რთული, ალბათ, ამ გარემოში მოხვედრაა, მერე უკვე კომპანიების შეცვლა ჩვეულებრივი პროცესის ნაწილია. რას გვეტყვით Google-ზე, როგორც დამსაქმებელზე?

Google-ი და მისი მფლობელი კომპანია Alphabet Inc.-ი მუდმივად სახელდებიან ტოპ-დამსაქმებელთა შორის. თავს მეც საკმაოდ კარგად ვგრძნობ. Google–ის სამუშაო გარემოზე ბევრი დაწერილა და ფართოდ არის ცნობილი. მართალია, პანდემიამ გარკვეული ცვლილებები მოახდინა, თუმცა სექტემბრიდან ისევ ვბრუნდებით ოფისებში და ვნახოთ, ახლა რას დაგვახვედრებენ.

ჩემში გაკვირვება გამოიწვია იმან, თუ რამდენად გრძელვადიანი მიდგომა აქვთ თანამშრომლების მიმართ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროდუქტიულობა მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. სწორად ამას ემსახურება მთელი ის ინფრასტრუქტურა, რაც კამპუსში არის. მუდმივად მიმდინარეობს საუბარი გადაღლის თავიდან აცილებაზე. გვთხოვენ, არასამუშაო საათებში შევზღუდოთ კავშირზე ყოფნა და ეს დრო განტვირთვას დავუთმოთ.

ალბათ ინჟინრისთვის Google-ში მუშაობა პირველ რიგში ზრდის შესაძლებლობასთან ასოცირდება. საკმაოდ დახვეწილი დეველოპერული გარემოა, ირგვლივ ბევრი უაღრესად გამოცდილი ინჟინრით, რაც საშუალებას გაძლევს ისწავლო, როგორ გადაჭრა პრობლემები სწორი გზით.

რამდენად რეალური ოცნებაა ქართველებისთვის Google-ში მუშაობა? რა საფეხურების გავლაა საჭირო იქ მოსახვედრად?

ქართველებისთვის ტოპ-ტექ.კომპანიებში მოხვედრა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ერთი მხრივ, საქართველოში განვითარდა განათლების სისტემა, გაიხსნა უნივერსიტეტები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე შეუძლიათ საკმარისი განათლების მიცემა, თუნდაც გასაუბრების წარმატების გასავლელად. მეორე მხრივ, ახალგაზრდები ინგლისურ ენას ადრეული ასაკიდანვე ეუფლებიან, რაც მათ შემდგომ თვითგანვითარებაში ეხმარება. ინტერნეტში უამრავი რესურსია იმისთვის, რომ თუნდაც თვითნასწავლი ინჟინერი ტექნოლოგიურ გიგანტში მოხვდეს. სტატისტიკასაც თუ დავაკვირდებით, ქართველები წამყვან კომპანიებში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით მიდიან.

საზღვარგარეთ ტექ.კომპანიაში მოსახვედრად, ქართველებისთვის ყველაზე რთული, ალბათ, საწყისი გადარჩევის გავლაა. რადგან ჩვენი უნივერსიტეტები ახლა იხვეჭენ სახელს, რეკრუიტერებისთვის რთულია ქართველი კანდიდატის რეზიუმეს გამორჩევა, მაშინ როცა იმავე ვაკანსიაზე სტენფორდის ან MIT-ის სტუდენტები განიხილება. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობით დაკავება, რომელიც რეზიუმეს გამორჩეულს გახდის.  სასკოლო და სტუდენტური ოლიმპიადები ამის კარგი საშუალებაა, თუმცა არა ერთადერთი. იმავე open source და კლასგარეშე პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად წაადგება კანდიდატს. ასევე ვურჩევ, თავიდანვე რაც შეიძლება მეტი ხალხი გაიცნონ ამ სფეროში. რეფერალები ძალიან კარგად მუშაობს და თუ ვინმეს იცნობენ კომპანიის შიგნით, ვისაც შეუძლია მათ კანდიდატურას მხარი დაუჭიროს, გამოადგებათ საწყისი ეტაპის გადასალახავად.

პარალელურად მუშაობთ ტექ–თოქებზე. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ..

Google-ის ყოფილ ინტერნ, სანდრო დოლიძესთან ერთად Facebook Live-ის საშუალებით ვაკეთებ საუბრების სერიას ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართველებთან. ერთი მხრივ, ეს ხალხი გვეხმარება იმის გაგებაში, რა გზით ვითარდება სხვადასხვა სფერო და მარტივი ენით გვიხსნის საკმაოდ რთულ კონცეფციებს. მეორე მხრივ, ამ პროცესში ბევრი წარმატებული ადამიანი გავიცანით. მაგალითად, საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა ვაქცინებზე და mRNA ტექნოლოგიაზე. მაშინ როცა ირგვლივ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ტრიალებს, მნიშვნელოვანია, მოუსმინო ხალხს, ვისაც ცოდნა და პირადი გამოცდილება აქვს.

რა არის საჭირო ტექნოლოგიებში წარმატების მისაღწევად? როგორ უნდა მოიქცენენ ახალგაზრდები, რომლებსაც ამ მიმართულებით სწავლა და საქმიანობა სურთ?

ძალიან მნიშვნელოვანია საფუძვლების კარგად ცოდნა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი  მათემატიკის კარგად სწავლით იწყება. სკოლაში ყოფნისას ეს მთავარი საგანია, რომელიც მომავალში კარიერის განვითარებაში დაგეხმარებათ. ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და ფეხის აწყობა რთულია ძლიერი საბაზისო ცოდნის გარეშე. სწორედ ამიტომ კომპანიების დიდი ნაწილი ალგორითმების მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვს, იმის მიუხედავად, რამდენად გამოსაყენებელია ეს ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე, უმნიშვნელოვანესია უცხო ენების, კერძოდ კი ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა. ყველა რესურსი სწორედ ამ ენაზეა და დიდი კომპანიებიც შიდა სამუშაო ენად სწორედ ინგლისურს იყენებენ.

ზოგადად, ტექნოლოგიებს ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია. სწორედ ამიტომ ახალი რამის ათვისებისა და გამოყენების დიდი მოტივაცია არსებობს. ცხადია, ეს ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ საფრთხეებსაც გავეცნობით, როცა რამე ახლის გამოყენებას ვიწყებთ.

ასევე მნიშვნელოვანია, მეტი შანსი მივცეთ ადგილობრივ ტექნოლოგიურ პროდუქტებს. როგორც ქართულ ხილს ვყიდულობთ ფერმერის დასახმარებლად, ასევე შეგვიძლია მივუდგეთ ქართულ ტექნოლოგიებს. ბაზარზე ბევრი მომხმარებელი გაუმარტივებს საინტერესო პროექტებს საწყისი ეტაპის გადალახვას და ზრდის მეტ სტიმულს მისცემს.

Previous Post

Apple-ი  „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სერვისის დანერგვას გეგმავს

Next Post

ესპანეთის საზაფხულო ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელი პერიოდის 65%–ს მიაღწევს – Exceltur

თინათინ ინაური

Next Post
ესპანეთის საზაფხულო ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელი პერიოდის 65%–ს მიაღწევს – Exceltur

ესპანეთის საზაფხულო ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელი პერიოდის 65%–ს მიაღწევს - Exceltur

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result