Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართულმა სტარტაპმა „Payze“ გაიმარჯვა გლობალურ კონკურსში „Visa Everywhere Initiative  2021“

by Forbes.ge
June 11, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, საქართველო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ქართულად, ყველა სიახლე
0
ქართულმა სტარტაპმა „Payze“ გაიმარჯვა გლობალურ კონკურსში „Visa Everywhere Initiative  2021“
0
SHARES
0
VIEWS

Fintech-სტარტაპების გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდა.

CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა ქართულ სტარტაპს Payze-ი. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც  Payze  მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.

გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია,   Payze,  რომელიც დსთ-ს  ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტრონული ტრანზაქციების  მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას  35%-ით ზრდის ყოველთვიურად.

„მოხარული და ამაყები ვართ, რომ Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულია ქართული კომპანია. ის ფაქტი, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ Visa, როგორც უნაღდო ეკონომიკის განვითარების ლიდერი საქართველოში და კავკასიის რეგიონში,   ამგვარი პროგრამების აქტიური ინიციატორია და მიისწრაფვის, იდეებისა და მათ რეალიზაციას შორის მჭიდრო კავშირის შექმნით ხელი შეუწყოს  ფინტექ კომპანიებსა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას.   წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზის კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“  – დიანა კიღურაძე, ვიზას რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში. 

9 ივნისს, კონკურსის ფინალისტად გამოვლინდა და აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სტარტაპმა Safepay, პაკისტანიდან. პრიზის სახით გამარჯვებულს 10 000 აშშ დოლარი გადაეცა.

Visa Everywhere Initiative გლობალური პროგრამის ფარგლებში, CAMEA-ს რეგიონული ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლა TechCrunch–მა. TechCrunch, ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა, და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტარტაპების გლობალურ ეკოსისტემაში. მისი დახმარებით, კონკურსის ფინალისტებმა, კუთვნილი კომპანიები და ელექტრონული გადახდების პროდუქტები ექსპერტებს და ჟიურის წევრებს  ვირტუალურ რეჟიმში წარუდგინეს.

ჟიურის წევრების შემადგენლობა:

  • ტად ტილაჰანი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პროდუქტებისა და სოლუშენ მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CAMEA
  • ოტტო ვილიამსი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პარტნიორობის, ინოვაციების და ციფრული მიმართულებების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
  • ნილ კალდველი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, გაყიდვებისა და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
  • შერინ აბდულა, უფროსი მენეჯერი – DIFC Fintech Hive
  • რენა ზუაბი, ინვესტირების მიმართულება – Mubadala
  • ინეს როშა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორი, EBRD

„მოხარული ვართ, რომ  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, VISA– თან, სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტს  ციფრული სერვისების სფეროში მოღვაწე სტარტაპ კომპანიების, ახალგაზრდა მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის  მხარდაჭერა წარმოადგენს.   მოხარული ვარ, რომ CEMEA-ს რეგიონის გამარჯვებული Payze საქართველოდან, ჩვენი საქმიანობის განხორციელების არეალიდან არის”. აღნიშნა ინეს როშამ, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორმა.

„Visa Everywhere Initiative CAMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვება, ჩვენი გუნდის გაწეული შრომის დასტურია და ამ მიღწევით ძალიან ვამაყობთ.  ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია  რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს CIS-ის რეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გადახდების მიღებისა და მართვის პროცესში.  მადლიერებას გამოვხატავთ Visa-ს მიმართ იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მან მისცა ყველა 760 აპლიკანტს CEMEA-ს რეგიონში  და გვჯერა, რომ იმ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომელსაც Visa რეგიონს სთავაზობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული გადახდების ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის“, განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას  ექსპერტების წინაშე, წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.

კონკურსი განკუთვნილია  სტარტაპებისთვის და ფინტექებისთვის, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ბაზარზე და უფრო დიდი მასშტაბების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ისეთ გლობალურ და სანდო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Visa.

საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონულ ფინალში. ჟიურიმ,  პირველ ადგილზე გასული Payze-სა  და აუდიტორიის ფავორიტი კომპანიების Safepay-იის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია:

  • ჰაბტამუ ტადესე, დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, Arifpay, ეთიოპიიდან
  • ალექსანდერ გრიშინ, აღმასრულებელი დირექტორი, კორპ ბანკი, რუსეთიდან
  • მაიკლ ფემი სიმეონ, თანა დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, VPD Money, ნიგერიიდან

წლევანდელი კონკურსზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებსა და ბიზნესს გადახდების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. აღნიშნული ეხება ისეთ საბაზრო სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული სერვისის ინსტრუმენტების შემქმნელები და მიმწოდებლები, მწარმოებლები; სავაჭრო და/ან მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების დაწესება; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.  კონკურსში, მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.

გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა  ფეიზი, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება. 

„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ 

„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პროგრამა,  რომელიც ფინტექებსა  და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას  სთავაზობს.  პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაპებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრამა ექვს კონტინენტზე და – 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა.  დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს –  visa.com.

Previous Post

უზბეკეთის ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიები

Next Post

Payze of Georgia is 2021 Winner of Visa Everywhere Initiative for CEMEA Region

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ქართულმა სტარტაპმა „Payze“ გაიმარჯვა გლობალურ კონკურსში „Visa Everywhere Initiative  2021“

Payze of Georgia is 2021 Winner of Visa Everywhere Initiative for CEMEA Region

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Recent News

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result