Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული ფული და ამერიკული ლობი

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in სტრატეგიები
0
ქართული ფული და ამერიკული ლობი
0
SHARES
0
VIEWS

ქართულ საარჩევნო ციკლებს აშშ-ში, ვაშინგტონის K STREET-ზე არსებულ კომპანიებზეც აქვთ გავლენა. ამ ქუჩაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი პოლიტიკური საკონსულტაციო და ლობისტური კომპანიების ოფისებია განლაგებული.

მართალია, სტრატეგიული კომუნიკაციების ასეულმილიონიან ინდუსტრიაში საქართველოს ბიუჯეტის მიერ ან უმდიდრესი მოქალაქის მიერ გადახდილი რამდენიმე მილიონი დოლარი შეიძლება დიდ თანხად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ კონტრაქტების მომრავლება მიანიშნებს, რომ თბილისში სულ უფრო მეტად ფიქრობენ არჩევნების ბედზე და ახლად დაქირავებული პარტნიორების მეშვეობით ცდილობენ, დასავლეთს აუხსნან, რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების რელსებიდან სულაც არ გადაუხვევია. 

$4,845,074 აშშ დოლარი – საქართველოს მიერ დაფინანსებული აშშ- ში არსებული ლობისტური კონტრაქტების ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს რეგულირებას ექვემდებარება. ინფორმაცია კონტრაქტებისა და მათი ძირითადი მიზნების შესახებ FARA-ს მონაცემთა ბაზაში ქვეყნდება. ყოველწლიური და შუალედური ანგარიშების მიხედვით კი საჯარო ხდება ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოს მოცულობის, განხორციელებული აქტივობისა თუ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია. ლობისტური საქმიანობა ბევრ მიმართულებას შეიძლება მოიცავდეს, მათ შორისაა კომუნიკაცია (პირადი შეხვედრები, სატელეფონო ზარები თუ ელექტრონული წერილები) წარმომადგენლობითი ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, კომუნიკაცია ჟურნალისტებთან – მათთვის პოტენციურად საინტერესო ინფორმაციის მიწოდება (თუმცა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები თავად წყვეტენ, რას დაბეჭდავენ და რას – არა, ისევე როგორც არჩეული თანამდებობის პირები თავად წყვეტენ, რა პოლიტიკა უნდა გაატარონ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ). FARA-ს მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული მიმდინარე კონტრაქტი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” აქვს, რომელმაც 2019 წლის განმავლობაში იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანია Hogan Lovells US LLP-ის, 2,495,074 დოლარი გადაუხადა. Hogan Lovells-ის ანგარიშის (Supplemental Statement) მიხედვით, ხელშეკრულების ძირითად მიზანს მიმდინარე დავაში „ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის” იურიდიული მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური სახის აქტივობები არ განხორციელებულა.

„ქართული ოცნების“ 1,200,000- იანი კონტრაქტები ვაშინგტონში 2020 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ აშშ- ში ორი ლობისტური კონტრაქტი გააფორმა. ეს ხელშეკრულებებია: 1. 2020 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულება კომპანია Hogan Lovells-თან, რომლის ყოველთვიური ღირებულებაც $75,000-ია, კონტრაქტის მთლიანი ღირებულება $900,000 დოლარს შეადგენს; 2. 2020 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა ხელშეკრულება DCI Group-თან, რომლის ყოველთვიური მოსაკრებელიც $33,333 დოლარია. კონტრაქტი 2020 წლის თებერვალ-ოქტომბერში იქნება მოქმედი და მისი ჯამური ღირებულება $300,000-ს შეადგენს. „რეგისტრანტი იმუშავებს, რათა წარმოაჩინოს პარტია „ქართული ოცნება“, როგორც სანდო და პრაგმატული პარტნიორი დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რომ ის ერთგულია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის იდეებისა და რჩება საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ერთგული”, – წერია „ქართულ ოცნებასა“ და DCI Group-ს შორის ხელმოწერილ კონტრაქტში.

საქართველოს მთავრობის $900,000-იანი ლობისტური ხელშეკრულებები 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ განაახლა ხელშეკრულებები ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან – StrateVarious LLC-სა და Chartwell Strategy Group-თან. FARA-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ქირაობს, რათა მიიღოს დახმარება აშშ- საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის. „რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ- ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვარს არის გაფორმებული და ის 2019 წელს გა ფორმებული ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას წარმოადგენს. კონტრაქტის წლიური ღირებულება $780,000 დოლარია. 2020 წლის 28 იანვარს კი განახლდა მთავრობის ადმინისტრაციის კონტრაქტი StrateVarious LLC-თან. დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აწერს, მის მიხედვით, StrateVarious-ი მთავრობისგან ყოველთვიურად $10,000 დოლარს მიიღებს. შესაბამისად, მისი წლიური ღირებულება $120,000-ია. „დამკვეთი ქირაობს ფირმას, რომელიც დაეხმარება დამკვეთს, აშშ- საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების და აშშ- დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე მედიასა და გავლენიან წრეებთან ურთიერთობების, შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მხარდაჭერისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ- ის ლიდერების ინფორმირების კუთხით”, – ნათქვამია კონტრაქტში. ხელშეკრულების ვადები 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის განსაზღვრული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ $250,000-იანი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება” ერთადერთი არაა, ვისაც, საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, აშშ- ში ლობისტების სერვისი აქვს დაქირავებული. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2019 წლის ბოლოს გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება Orion Strategies LLC-თან, რომელიც 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ხელშეკრულების ღირებულება $250,000 დოლარია. „რეგისტრანტი იმუშავებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა აშშ- ის კონგრესისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ასევე გააცნოს მათ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ღია და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”,- ნათქვამია კონტრაქტში.

Previous Post

ახალი სუნთქვა

Next Post

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

მაგდა დოლიძე

Next Post
Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

Recent News

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result