Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული მეღვინეობა ციფრებში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
ქართული მეღვინეობა ციფრებში
0
SHARES
0
VIEWS

ამბავი, თუ როგორ დაავადა მეცხრამეტე საუკუნის რუსულმა ბიუროკრატიამ ქართული მეღვინეობა ევროპული სენით.

რუსეთის იმპერიის ეკონომიკური ზრდა არ იყო თანაბრად გადანაწილებული სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ზოგადმა ფონმა მაინც შეუწყო ხელი საქართველოში ნელი ტემპებით საწარმოო ძალების განვითარებას. უდავოა ისიც, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად ქვეყანაში შედარებით სტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარება იყო საჭირო. გარკვეულწილად რუსეთმა ეს როლი ითამაშა – პირდაპირი თურქული და ირანული შემოსევები საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

ვაჭრობას ასევე ხელს უწყობდა საქართველოსთან ოსმალეთის იმპერიისა და სპარსეთის ახლო მდებარეობა; რუსეთის იმპერიის ეკონომიკური ინტერესები, ამ ორ დიდ სახელმწიფოსთან გაეზარდა ეკონომიკური თანამშრომლობა და მეტი ნაწარმი გაეგზავნა ევროპულ (ბრიტანულ და ფრანგულ) პროდუქციასთან ეფექტიანი კონკურენციისთვის. შესაბამისად, საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვე სპარსეთსა და ოსმალეთის იმპერიასთან, პირველ რიგში, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე აისახებოდა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიის პერიოდში სხვადასხვა დარგი განსხვავებული გზით ვითარდებოდა. განვიხილოთ მეღვინეობა: თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად რომანოვები დაინტერესებულები იყვნენ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით, თუმცა რუსული იმპერიული მმართველობა ეჭვქვეშ აყენებდა ადგილობრივი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის განვითარების უნარს და ვაზის ქართულ ჯიშებსაც იწუნებდა .

მაგალითად, უკვე მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს (საკუთრივ მისი მითითებით) საქართველოში შემოიტანეს ვაზის მრავალი ევროპული ჯიში. ამან მკვეთრად ვერ შეცვალა ღვინის წარმოება/ხარისხი, რადგან ევროპული ჯიშების საქართველოში შემოტანის რეალური საჭიროება არ არსებობდა. მიზეზი მარტივი იყო: ვაზის ადგილობრივი (ქართული) ჯიშები უცხოურზე ბევრად უკეთესი ხარისხის იყო.

რუსული ბიუროკრატიის მიერ ევროპული ყურძნის ჯიშების გაფეტიშებამ საქართველოს მევენახეობას დიდი ზარალი მიაყენა. სწორედ ყირიმიდან შემოტანილ ევროპულ ჯიშებს შემოჰყვა XIX ს-ის 50-იან წლებში ვაზის ავადმყოფობა ოიდიუმი (ობი), უფრო გვიან მილდიუ (ნაცარა) და ფილოქსერაც.

გურია-სამეგრელოში, ხელშემწყობი პირობების წყალობით (სინესტე და სითბო ერთდროულად), ოიდიუმი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მაღლარი ვენახის მკურნალობა შეუძლებელი გახდა და მოსავლიანობა დიდად შემცირდა. თითქმის მთლიანად განადგურდა ძველი კარგი ჯიშები ოჯალეში და ჩხავერი, რომელთა ადგილი თანდათან დაიკავა გაცილებით მდარე იზაბელამ. მეღვინეობის მნიშვნელობამ გურია-სამეგრელოს მოსახლეობის ეკონომიურ ცხოვრებაში უკანასკნელ ადგილზე გადაინაცვლა. სოკოვანმა დაავადებებმა გარკვეული ზარალი მიაყენა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობასაც, მაგრამ ამ სენის გავრცელების მომენტში იქ უკვე სჭარბობდა დაბლარი ვაზის კულტურა და მოსახლეობამ მოახერხა მისი გადარჩენა.

XIX საუკუნის 70-იან წლებში ვენახების ფართობი დასავლეთ საქართველოში (აჭარა-აფხაზეთის გამოკლებით) 38,144 დესეტინას უდრიდა (დესეტინა რუსული საზომი ერთეულია და 1,08 ჰექტარს უდრის). აქედან იმერეთში იყო 19,570 დეს. ლეჩხუმში – 1,800 დეს. რაჭაში – 1,274 დეს. გურია-სამეგრელოში – 15,500 დესეტინა. იმერეთში წლიურად აყენებდნენ საშუალოდ 1,907,000, რაჭა-ლეჩხუმში – 767 800, გურია-სამეგრელოში – 250,100 ვედრო ღვინოს. 1,878 წელს ქუთაისის გუბერნატორი წერდა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში დაცემულია, ხოლო იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ეს დარგი საკმაოდ სწრაფად ვითარდებაო.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კერა კახეთი იყო. რეფორმის მომდევნო ხანაში ამ დარგის აღმავლობა შეიმჩნეოდა ქართლშიც. 70-იან წლებში ვენახების ფართობი შეადგენდა: შიდა კახეთში 12 ათას დეს., გარე კახეთსა და ქართლში – 6 252 დესეტინას. აღმოსავლეთ საქართველოში წლიურად საშუალოდ აყენებდნენ 2,500,000 ვედრო ღვინოს.

XIX საუკუნის 70-90-იან წლებში მევენახეობა-მეღვინეობის გეოგრაფიულ გადაადგილებაში გარკვეული ცვლილებები ხდება. ვაზის ავადმყოფობამ ეს დარგი დასცა გურია-სამეგრელოში. იმერეთსა და ქართლში მევენახეობა-მეღვინეობის აღმავლობას ხელი შეუწყო რკინიგზამ. ღვინის გადაზიდვის ხარჯების შემცირებამ იმერელ და ქართლელ მეღვინეებს საშუალება მისცა, გასულიყვნენ ახალ ბაზარზე და წარმატებით გაეწიათ კონკურენცია კახელებისათვის. კახეთი დიდხანს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალს მიღმა რჩებოდა და საურმე გზებიც არ ჰქონდა კეთილმოწყობილი, გადაზიდვის ხარჯები მნიშვნელოვნად ზრდიდა კახური ღვინის თვითღირებულებას და ამცირებდა მის კონკურენტუნარიანობას.

მიუხედავად ამისა, მეღვინეობა მაინც რჩებოდა მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთ თუ არა, ყველაზე დიდ სფეროდ. მასში ჩაბმული იყო მოსახლეობის ყველა ფენა. მაგალითისთვის, 1898 წლის ცნობით, საქართველოში 120,347 მეურნეობა ფლობდა 46,497 დეს. ვენახს., ხოლო მეღვინეობის წლიური პროდუქცია 5-6 მლნ ვედროს შეადგენდა.

ვაზის დაავადებების მიუხედავად, მევენახეობა-მეღვინეობა აგრძელებდა განვითარებას. პროდუქტიულობა იზრდებოდა და XIX საუკუნის ბოლოს 55%-60% მიაღწია. მატულობდა საქართველოდან ექსპორტიც. ასე, საუკუნის ბოლოს (1894 წ.) დასავლეთ საქართველოდან 2,362,000 ვედრო, შიდა ქართლიდან – 660,000, თბილის-ბორჩალოს ბაზრებიდან – 590,000, კახეთიდან – 1,500,000 ვედრო ღვინო გავიდა.

ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიაზე მოდიოდა და 1883–1893 წლების მონაცემებით ყოველწლიურად რუსეთში დაახლოებით ნახევარ მილიონ ვედრო ღვინომდე გადიოდა, ხოლო უკვე XX საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოდან რუსეთის ბაზრებზე ღვინის საშუალო წლიურმა გატანამ 1 მლნ ვედროს გადააჭარბა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა მეღვინეობამ დიდი დატყმა მიიღო XIX საუკუნის განმავლობაში. შემოტანილმა სენებმა შეამცირა მევენახეობისთვის გამოსადეგი მიწების რაოდენობა და ზოგადად ქართულ კულტურაში ღვინის წარმოების პოპულარობა. ამიტომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე პერიოდში პირველი ქართველი მეღვინეების – ივანე მუხრანბატონისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმიანობა, რომლის შედეგად ქარხნულ დონეზე ტრადიციული ქართული ჯიშებისა და ევროპული ტექნოლოგიების შერწყმით ცნობილი ქართული ბრენდები ჩამოყალიბდა.

Previous Post

იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 71 პროცენტით გაიზარდა

Next Post

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 2.3 პროცენტით გაძვირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result