Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართულენოვანი “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
ქართულენოვანი “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში უკვე ხელმისაწვდომია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში, საზოგადოებას “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს. “ფინანსური ფეხბურთი” ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მიზანსაც მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს. თამაშის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმროში “ბილტმორი” გაიმართა, ესწრებოდენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მემორანდუმს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, და VISA-ს CEMEA რეგიონის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოან მარკესმა, მოაწერეს ხელი.

“ფინანსური ფეხბურთი” “ფიფას” მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და, ამავე დროს, Visa-ს ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია,  რომლის მიზანსაც მოზარდებსა და ზრდასრულ მოსახლეობაში პირადი ფინანსების მართვის შესახებ ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ვიდეოთამაში აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს – ფეხბურთს – და ფინანსური განათლების არაერთგზის დაჯილდოებულ საერთაშორისო კურიკულუმს.

“ფინანსური ფეხბურთი” სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. თამაშში სამი დონის სირთულის შეკითხვებია მოცემული: შეკითხვები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის. ვიდეოთამაშის ფორმატიდან გამომდინარე, მასში შეიძლება ჩაერთოს ერთი მოთამაშე, ან მოხდეს გუნდების დაპირისპირება. თამაშის განმავლობაში მოთამაშეები შეისწავლიან დაზოგვის, პასუხისმგებლიანი ხარჯვის, ბიუჯეტირებისა და გონივრული სესხების ძირითად პრინციპებს.

ვიდეოთამაშს თან ერთვის სასწავლო მოდულები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რჩევები, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური განათლების ეს პროექტი საგაკვეთილო პროგრამის ნაწილი გახდეს. თითოეული მოდული შეიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც მოთამაშეთა ცოდნის შემოწმებას ემსახურება.

“ფინანსური განათლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს აუცილებელ ნაწილსა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში ფინანსური განათლება ერთ-ერთ არსებით ცხოვრებისეულ უნარად მიიჩნევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობაში ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ფინანსური განათლების რესურსების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, 2018 წელი “ფინანსური განათლების წლად” გამოცხადდა. ციფრული თამაშები ფინანსური განათლების გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ არხს წარმოადგენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში. ამრიგად, Visa-სთან თანამშრომლობით ქართულ ბაზარზე მორგებული “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის განვითარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დაზოგვის, პირადი ფინანსების მართვის, სესხების, ფინანსური მომსახურებებისა და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ცოდნის ამაღლების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ფინანსური განათლების ფარგლებში Visa-სთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

“უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, Visa კერძო სექტორის ლიდერია ისეთი ინოვაციური და უფასო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ეფექტურად შეისწავლონ პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ბიუჯეტირების, დაზოგვის, პასუხისმგებლიანი ხარჯვისა და გონივრული სესხების კუთხით. ფინანსური წიგნიერების ამაღლებისკენ მიმართული პროგრამები საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასარგებლოა, რამდენადაც ეს პროგრამები მათ იმ ცოდნას, უნარებსა და თავდაჯერებულობას სძენს, რაც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. მოხარულები ვართ რომ მოგვეცა საშუალება ვითანამშრომლოთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ერთობლივი ძალებით ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების პლატფორმის შექმნას. ამავე დროს ვიმედოვნებთ, რომ “ფინანსური ფეხბურთი” ადგილობრივი სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებთან ფინანსური განათლების საკითხებზე მუშაობენ, მნიშვნელოვანი რესურსი გახდება”, – განაცხადა დიმიტრო კრეპაკმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში.

დღეისათვის, “ფინანსურ ფეხბურთს” 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს, და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი. ქართულენოვანი “ფინანსური ფეხბურთის” თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ge.financialfootball.com 

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის წარდგენის ღონისძიების ოფიციალური მედია-პარტნიორები –  BMG ბიზნეს მედია საქართველო და The FINANCIAL.

Previous Post

საინვესტიციო ჯგუფის “ბიჯეო” გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა

Next Post

Forbes Georgia Interview with James Blunt

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes Georgia Interview with James Blunt

Forbes Georgia Interview with James Blunt

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

QuickWin Casino: Η Mobile‑First εμπειρία slots

აგვისტო 13, 2026

Fairgo77: Quick‑Hit Slots & Lightning Roulette for Fast‑Play Gamblers

აგვისტო 13, 2026

HeroSpin Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Instant Thrills

აგვისტო 12, 2026

Recent News

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

QuickWin Casino: Η Mobile‑First εμπειρία slots

აგვისტო 13, 2026

Fairgo77: Quick‑Hit Slots & Lightning Roulette for Fast‑Play Gamblers

აგვისტო 13, 2026

HeroSpin Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Instant Thrills

აგვისტო 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result