Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართულ-ჰოლანდიური ტრაქტორი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ანტრეპრენიორები
0
ქართულ-ჰოლანდიური ტრაქტორი
0
SHARES
0
VIEWS

Traktor-ი, რომელიც ფერმერებს მომმარაგებლებთან აკავშირებს, მათ ექსპერტულ ინფორმაციასა და მოსავლის დაგეგმვას სთავაზობს. ჭკვიან ალგორითმზე დაფუძნებულ აგროტექნოლოგიურ სტარტაპს წარმატების ყველა პირობა აქვს: მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი საშუალო და წვრილი ფერმერია, დასაქმებულ ქართველთა თითქმის ნახევარი კი სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული.

პრაქტიკულად, ბილიკზე ვატარებთ მანქანას. საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში, დუშეთსა და ხევსურეთს შორის, 80 კილომეტრის სავალზე, ციცაბო კლდეებზე დაკლაკნილ გზას უკანაფშავში მივყავართ. ამ პატარა სოფელში 50-ოდე ადამიანი ცხოვრობს. მზე ზენიტშია, ძროხები ლაღად ძოვენ 2,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, ფერმერი ნოდარი – მაღალი, გამხდარი, მუქთმიანი 25 წლის კაცი, სმარტფონს ჩასცქერის და თან ნარგავებს რწყავს.

თითქმის 300 კილომეტრის მოშორებით, დასავლეთისკენ, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლო, გურიაში, ოზურგეთის გარეუბანში, მეფუტკრე ლალი ფუტკრების 100 ოჯახს შორის დადის. ლალიც, ნოდარის მსგავსად, სმარტფონს ჩაჰკირკიტებს და ყურადღებით კითხულობს ინფორმაციას, რაღაც ვარიანტებს ირჩევს და სკების მოვლას განაგრძობს.

ეს ჩვეული სურათი როდია, ღვთისგან მივიწყებულ ადგილას გლეხი რომ სმარტფონში ან ტაბლეტში იცქირებოდეს და პარალელურად მიწაზე მუშაობდეს. მაგრამ სტარტაპ Traktor-ის ანტრეპრენიორები იმედოვნებენ, რომ სწორედ ასეთი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მომავალი: მიწაზე მუშაობის პროცესში მყისიერად მოხდება ინფორმაციის მოპოვება, მარაგების შეკვეთა და მოსავლის დაგეგმვა.

Traktor-ის დამფუძნებლებს, ჰოლანდიელ ჯონ კატშეკს, მარკ ვან ემბდენ ანდრესსა და ქართველ ნინო ნანიტაშვილს მათი ოფისის მეპატრონის ეზოში შევხვდი – შუაგულ თბილისში, ვერაზე, ძველი, აყვავებული ხეებისა და ტრადიციული ქართული ქვევრის პატარა ვერსიების გარემოცვაში.

“მივხვდით, რომ ინფორმაციის მოპოვებაზე როცა მიდგება საქმე, ქართველი ფერმერები დიდ დაბრკოლებებს აწყდებიან”, – ამბობს ჯონი იმ პერიოდის შესახებ, როცა წინა პროექტის ფარგლებში ფერმერების ფოკუს- ჯგუფებთან მუშაობდნენ, და როცა გააცნობიერეს, რომ ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობა ფერმერების მოსავალზე ცუდად აისახება. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე.

და სწორედ ასე დაიწყეს მარკმა და ჯონმა იმ შესაძლო გზებზე ფიქრი, რითაც ფერმერების დახმარებას შეძლებდნენ. “სოფლის მეურნეობა განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე ხელშესახები, მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განმარტავს ჯონი.

თუმცა დიდი პოტენციური ჩავარდნა ორმა ჰოლანდიელმა კაცმა მხოლოდ მაშინ გაისიგრძეგანა, როცა 2015-ში ონლაინვიდეო ნახეს, მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მიერ შექმნილი, კივის ლერწმების დაჩამიჩების შესახებ. მიხვდნენ, რომ ამ ჩავარდნის ამოვსების მიზნით, ონლაინპლატფორმა უნდა შეექმნათ, რომელიც უფასოდ, ხარისხიანი ინსტრუქციული ვიდეობითა და ონლაინ აგროკონსულტაციით, ფერმერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.

საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც ჯონი 2009 წლიდან, მარკი კი 2011-დან სამშობლოს უწოდებს – ინტერნეტის კარგი შეღწევადობაა. და ანტრეპრენიორებისთვის, რომელთაც მანამდე მონაცემებზე დაფუძნებული და თემის შექმნაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია დაეარსებინათ თბილისში (მსოფლიოს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონისთვის პრობლემების მოგვარება ჰქონდათ განზრახული), პატარა, თუმცა ნაყოფიერი საქართველო პლატფორმის ჩასაშვებად იდეალური ადგილი იყო.

გუნდის შეკრებისა და სიღრმისეული კვლევის ჩატარების პროცესში მიხვდნენ, რომ ნედლეული, რომლებსაც ფერმერები ამუშავებდნენ, უხარისხო იყო. “ფერმერებს მომარაგების პრობლემა აქვთ, – ამბობს ნინუცა, რომელიც ჰოლანდიელებს 2013 წელს, ინოვაციური პროექტების ღონისძიებაზე შეხვდა და Traktor-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების უფროსის რანგში შეუერთდა. – ამიტომ გადავწყვიტეთ, პლატფორმისთვის “Marketplace”-იც დაგვემატებინა – ჩვენი საკუთარი ელ- ვაჭრობის სივრცე ფერმერებისთვის, სადაც მარაგების, მაგალითად, თესლისა და ნერგების, შეძენას შეძლებდნენ”. ნინუცა ამატებს, რომ შუამავლის ჩამოცილებით, ფერმერს საუკეთესო ფასი ექნება გარანტირებული.

და, როგორც მარკი განმარტავს, სწორედ ესაა მათი გამარჯვების მომტანი ლატარიის ბილეთი. “რეალურად, ოფლაინბაზარი ონლაინ გადაგვყავს”.

ელიან, რომ გუნდი მომდევნო რამდენიმე თვეში უკვე მოგებაზე გავა. ეს, პირველ რიგში, სავაჭრო სივრცის დამსახურება იქნება, რომელიც პლატფორმას გააძლიერებს და დამატებითი განვითარებისთვის ფულს მოიტანს. ამჟამად პლატფორმას საერთაშორისო დონორები ეხმარებიან, მაგრამ გუნდი კაპიტალის სხვა წყაროებსაც ეძებს და გლობალურ გაფართოებას გეგმავს.

მცირე და საშუალო ფერმერების სანდო, პერსონალიზებული ინფორმაციით, რჩევებითა და საქონლით უზრუნველყოფას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი როლი იკისროს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამიზნე აუდიტორია, მსოფლიო მასშტაბით, სულ ცოტა, 500 მილიონი ფერმერისაგან შედგება, ამ ფერმერებს კი, როგორც ჯონი მიხსნის, ყველგან ერთი რამ სჭირდებათ: აუცილებელი პროდუქტები, სტაბილური სიხშირითა და სტაბილური ოდენობით მოწოდებული.

ჰოდა, სწორედ ამისთვისაა Traktor-ი. ფერმერთა ონლაინაქტიურობისთვის თვალის მიდევნებით, ჭკვიანური ალგორითმების საშუალებით, Traktor-ს შეეძლება, ზუსტი და ინდივიდუალიზებული ონლაინგამოცდილებით უზრუნველყოს ფერმერები.

მაგრამ მხოლოდ ფერმერებს როდი შეუძლიათ საქართველოში უნიკალური მომსახურებით – ონლაინშეკვეთებით – სარგებლობა. Traktor-ის ადგილზე მიტანის სერვისი მთელ საქართველოზე ვრცელდება. თუმცა, ჯონის თქმით, ამის აწყობა არცთუ იოლი გამოდგა. და სხვა დაბრკოლებებმაც იჩინა თავი.

“ყოველ კვირას ახალი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, – მეუბნება ჯონი. – პლასტიკატების ქარხანაში მოგვიწია წასვლა, ჩვენი მიტანილი პროდუქტებისთვის პლასტიკატის ჩანთები რომ დაგვემზადებინა, ვინაიდან ჩანთები ან სტანდარტულ ზომებზე დიდია, ან ზედმეტად მძიმე”.

საუბარში მარკი ერთვება და ამბობს, რომ ამჟამად იმის გარკვევას ცდილობენ, თუ როგორ უნდა მოახერხონ, რომ პროდუქტებისთვის ნაკლები გადაიხადონ იმ ფერმერებმა, რომელთაც არა აქვთ ფასდაკლებებზე წვდომა და არ შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ მომმარაგებლები. “უამრავი იმპროვიზაციაა საჭირო… ფასები, ადგილზე მიტანა, ლოგისტიკა”, – განმარტავს მარკი. მაგრამ ამ გზით, როგორც მარკი შენიშნავს, პლატფორმა საკომუნიკაციო ხიდს აგებს ფერმერებსა და მომმარაგებლებს შორის. “მომმარაგებლებსაც უჭირთ ფერმერებთან კომუნიკაცია, ხოლო ეფექტიანი კომუნიკაცია ფერმერების საჭიროებათა უკეთ გაგებას ნიშნავს”.

ამ მომენტისთვის პლატფორმა, დიდწილად, საქართველოში არსებული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გრანტებით ფინანსდება. ამან სტარტაპს საშუალება მისცა, პლატფორმის განვითარებაზე იმუშაოს, იმ ბაზრის საჭიროებები და ჩავარდნები შეისწავლოს, რომელშიც ცდილობს შეღწევას, და პირველი ნაბიჯები გადადგას, რომ პლატფორმა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი გახდეს.

მომდევნო ნაბიჯი ინვესტორების მოძიებაა, საქართველოს მიღმა რომ გაფართოვდნენ.

“საქართველო პატარა ბაზარია, მაგრამ, რადგან გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის გამოცდილება გვაქვს, დარწმუნებულები ვართ, რომ ამასაც შევძლებთ”, – ამბობს მარკი.

12 აგროექსპერტის, მომხმარებელთა ინტერფეისის/ მომხმარებელთა გამოცდილების მქონე დიზაინერების, მარკეტოლოგებისა და გაყიდვების პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, პლუს სასოფლო- სამეურნეო კონსულტანტების ფართო ქსელი ერთიანი ჯგუფია, რომელსაც წარმატების მიღწევა აქვს განზრახული.

ზრდის მაჩვენებლებიც თავის სათქმელს ამბობს. პლატფორმის წევრების რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება და აქედან გამომდინარე, შემოსავლის ზრდას გუნდი მომდევნო რამდენიმე თვეში პროგნოზირებს.

“ჩვენ, შესაძლოა, სოციალური ანტრეპრენიორები გვიწოდონ, – ამბობს ნინო, – მაგრამ გვჯერა, რომ სოციალური ანტრეპრენიორობა ისაა, რასაც ნებისმიერი ბიზნესი უნდა აკეთებდეს”. ჯონი და მარკი ენერგიულად ეთანხმებიან ამ კომენტარს.

“სექტორისთვის რაიმე კარგის გაკეთება, პარალელურად კი მდგრადობის შენარჩუნება, გლობალური მასშტაბების სწრაფად მოპოვება და მოგების მიღება – სწორედ ის არის, რასაც ბიზნესები უნდა აკეთებდნენ”, – ამბობს ჯონი. “ერთი მეორეს არ გამორიცხავს”, – ამაყად დასძენს მარკი. 

Previous Post

“ბიზნეს კაფეს” რიგით მეთერთმეტე შეხვედრა

Next Post

The Identity Solution

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
The Identity Solution

The Identity Solution

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result