Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

by იზა გვარამაძე
სექტემბერი 25, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
0
SHARES
0
VIEWS

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისის შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სესხი EBRD-ის Women in Business (WiB) პროგრამის ნაწილია და გამიზნულია ქალი მეწარმეების დაფინანსებისა და ინკლუზიური ფინანსირების ხელშეწყობისთვის. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი. ხელმოწერა ლონდონში, EBRD-ის ოფისში შედგა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების ჩართულობას ეკონომიკაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით. პროექტს ევროკავშირი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის (EFSD+) საგარანტიო პროგრამის ფარგლებშიც უჭერს მხარს, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად.

„ვამაყობთ, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას EBRD-თან. ამ დროის განმავლობაში, EBRD-ის მხარდაჭერით, თიბისიმ გენდერულ დაფინანსებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში. სესხი საშუალებას მისცემს თიბისის, გააძლიეროს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე, და ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნას. თიბისი WiB პროგრამას ჯერ კიდევ 2017 წელს წარმატებით შეუერთდა, რაც ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს, ევროკავშირსა და შვედეთს თიბისისთვის ამ საჭირო დაფინანსების გამოყოფისთვის.“ – გიორგი მეგრელიშვილი, თიბისის ფინანსური დირექტორი.

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შენება EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას სწორედ მეწარმე ქალები წარმოადგენენ. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტ ქალ ლიდერს, რომლებიც თავიანთ ბიზნეს იდეებს განახორციელებენ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თიბისის, ევროკავშირსა და შვედეთს პარტნიორობისთვის.’’ – ფრანსის მალიჟი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორი.

„ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური დახმარების სინერგია, EFSD+ გარანტიებისა და Women in Business პროგრამის მეშვეობით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოში ქალი მეწარმეების მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების გაძლიერებაში. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოში.“ – ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოში. S

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 287 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის. 

Previous Post

თამაზ გიორგაძის Raisin-ის აქტივების მოცულობამ €50 მილიარდს მიაღწია | კომპანიის მრჩეველთა საბჭოს აქსელ ვებერი შეუერთდა

Next Post

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა

იზა გვარამაძე

Next Post
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას 42 ახალი ძეგლი შეემატა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result