Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქალაქები, სადაც მუშაობასა და პირად ცხოვრებას საუკეთესოდ აბალანსებენ

by Salo Papalashvili
ივნისი 16, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
ქალაქები, სადაც მუშაობასა და პირად ცხოვრებას საუკეთესოდ აბალანსებენ
0
SHARES
0
VIEWS

მიუხედავად სამუშაოს სპეციფიკისა და სირთულისა, პირადი ცხოვრებისა და მუშაობის შეთავსება არცთუ ისე მარტივია. სამსახურის დაკარგვის შიში ბევრს ზეგანაკვეთური მუშაობისკენ უბიძგებს, ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივება კი სამუშაოსა და პირად დროს შორის არსებულ საზღვრებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

თუმცა, როგორც Forbes Advisor 2023-ის მონაცემებზე დაყრდნობით რეიტინგის შედგენისას აღმოჩნდა, მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებს შორის განსხვავებული მდგომარეობაა. მეტიც, რეიტინგის სათავეში მოხვედრილ ქალაქებში წარმოდგენილი კომპანიები, დასაქმებულებს მუშაობა-ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ბენეფიტს, მათ შორის კარგ ჯანდაცვასა და ხანგრძლივ შვებულებებს სთავაზობენ. რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 128 ქალაქის მონაცემების გათვალისწინებითაა შედგენილი და ქალაქებს 100-ქულიან სკალაზე აფასებს – რაც უფრო მაღალია ქულა, მით მაღალია ცხოვრება-მუშაობის ბალანსის ხარისხი.

საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველი 25 ქალაქიდან ოცი ევროპაში მდებარეობს. ევროპის ქალაქებში კულტურისა და ცხოვრების სტილის მრავალფეროვანი სპექტრი მოქალაქეებისთვის პირად ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს. რეიტინგის ლიდერი 70.5/100 ქულით კოპენჰაგენი გახდა. დანიის დედაქალაქში უმუშევრობის დაბალი, ხოლო ცხოვრების ხარისხის მაღალი დონეა, დეკრეტული შვებულება 52 კვირით განისაზღვრება, ქალაქი კი, თავის მხრივ, მდგრადობასა და მწვანე სივრცეების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

ჯანსაღი ცხოვრების წესით, გრძელვადიანი შვებულებებითა და კარგი დეკრეტული პოლიტიკით გამოირჩევა სხვა სკანდინავიური ქალაქებიც, მათ შორის ჰელსინკი, სტოკჰოლმი და ოსლო, რომელთაც რეიტინგის ხუთეულში მოახერხეს თავის დამკვიდრება. ფაქტობრივად, ამ ქალაქებში დასაქმებულთა სამუშაო კვირა 30 საათს არ აღემატება, ჰელსინკიში კი დისტანციური მუშაობის წილი 50%-ს აჭარბებს.

ევროპის თითქმის სრული დომინირების მიუხედავად, რეიტინგის ტოპ-25-ში მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მაღალი ხარისხი ოკეანეთის რამდენიმე ქალაქსაც გამოარჩევს. მაგალითად, მეხუთე პოზიციას ახალი ზელანდიის ოკლენდი იკავებს, სადაც დასაქმებულები კვირაში საშუალოდ მხოლოდ 26.3 საათს მუშაობენ, დეკრეტული შვეულება კი ერთი წლით განისაზღვრება.

ოკლენდის გარდა, ოკეანეთის სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, ბრისბენში (53.3), მელბურნსა (53.1) და სიდნეიში (51.4) სამუშაო კვირა საშუალოდ 32.4 საათიდან 38 საათამდე მერყეობს. აღნიშნული ქალაქების მაღალ ქულაზე მათთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდებიც დადებითაც მოქმედებს.

აზიის რეგიონს რეიტინგის წამყვან ოცდახუთ ქალაქს შორის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჰყავს. მართალია აბუ-დაბიში უძრავ ქონებაზე მაღალი ფასებია და რეიტინგის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შვებულებისთვის განკუთვნილი დღეებიც ცოტაა, ქალაქის მაღალ ქულას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა: უსაფრთხოება, მზიანი ამინდები და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

ცნობისთვის, Forbes Advisor-ის მიერ შედგენილი რეიტინგი რამდენიმე ძირითად ინდიკატორს ეყრდნობა, ესენია: მსოფლიო ბედნიერების ინდექსი, გენდერული თანასწორობის ინდექსი, სამუშაო საათები, კანონით გათვალისწინებული მინიმალური წლიური შვებულება, ქონების ფასის შეფარდება შემოსავალთან, დისტანციური სამუშაო ვაკანსიების რაოდენობა, დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, უმუშევრობის დონე, პარკებისა და ნაკრძალების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და მზიანი პერიოდები.

მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის მიხედვით საუკეთესო ქალაქების 2023 წლის რეიტინგი:

  1. კოპენჰაგენი, დანია – 70.5
  2. ჰელსინკი, ფინეთი – 65.1
  3. სტოკჰოლმი, შვედეთი – 64.8
  4. ოსლო, ნორვეგია – 63.2
  5. ოკლენდი, ახალი ზელანდია – 62.7
  6. გოტებურგი, შვედეთი – 60.7
  7. რეიკიავიკი, ისლანდია – 58.7
  8. ვენა, ავსტრია – 58.5
  9. ედინბურგი, შოტლანდია – 57.1
  10. ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია – 57
  11. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი – 56.7
  12. ამსტერდამი, ნიდერლანდები – 55.6
  13. ციურიხი, შვეიცარია – 55
  14. პრაღა, ჩეხეთი – 53.6
  15. მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო – 53.4
  16. გლაზგო, შოტლანდია – 53.3
  17. ბრისბენი, ავსტრალია – 53.3
  18. მელბურნი, ავსტრალია – 53.1
  19. დუბლინი, ირლანდია – 52.8
  20. როტერდამი, ნიდერლანდები – 52.7
  21. მადრიდი, ესპანეთი – 51.9
  22. სიდნეი, ავსტრალია – 51.4
  23. ბარსელონა, ესპანეთი – 51.3
  24. ვალენსია, ესპანეთი – 50.6
  25. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროები – 50.4
Previous Post

Netflix-ი პირველ რესტორანს ხსნის

Next Post

უკრაინას „მარშალის მწვანე გეგმისთვის“ $40 მილიარდის მოძიება სურს

Salo Papalashvili

Next Post
უკრაინას „მარშალის მწვანე გეგმისთვის“ $40 მილიარდის მოძიება სურს

უკრაინას „მარშალის მწვანე გეგმისთვის“ $40 მილიარდის მოძიება სურს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result