Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პოპულარულთა 100-ეული

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in რეიტინგი
0
პოპულარულთა 100-ეული
0
SHARES
0
VIEWS

Neflix-იდან Yeezy-მდე: როგორ აქციეს ამ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა პოპულარულმა ადამიანებმა ვარსკვლავობის ბიზნესი $6.1 მილიარდად – სიმდიდრედ, რომელიც $200 მილიონით ჩამოუვარდება შარშანდელ მონაგარს. 

 

ამ ნოემბერს ინვესტიციის ფულად გარდაქმნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქცია დაფიქსირდა პოპულარულ ადამიანთა ისტორიაში: კაილი ჯენერმა თავისი Kylie Cosmetics-ის 51% სილამაზის პროდუქტთა გიგანტ Coty-ს მიჰყიდა. სანაცვლოდ, Forbes-ის შეფასებით, მას $40 მილიონი ერგო (გადასახადებამდე), რაც იმაზე მეტია, ვიდრე Wall Street-ი ვარაუდობდა, და საკმარისზე მეტი, ჯენერს ამ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავის გვირგვინი რომ დაედგა თავზე. მის ქვემოთ, მეორე ადგილს მისი სიძე, კანიე ვესტი იკავებს, რომელმაც, გადასახადებამდელი მოგების სახით, დაახლოებით $10 მილიონი დაუმატა თავის $170-მილიონიან ქონებას ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის, Yeezy-ს წყალობით.

მაგრამ ამ ფულის ჩამჯიბავ კლანს, “მილიონების“ ნაცვლად, ურჩევნია, საკუთარ “მილიარდერებზე“ ილაპარაკოს. “სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი, რასაც კარდაშიან-ჯენერების ოჯახი აკეთებს, მეტისმეტად დიდია… ბრენდის იდენტობის შესანარჩუნებლად, ის უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე არის“, – ამბობს სტეფანი ვისინკი, სამომხმარებლო პროდუქტის ანალიტიკოსი Jefferies-ში. სწორედ ამის გამო გადაუშალა კანიემ თავისი საბუღალტრო წიგნი Forbes-ს აპრილში… რათა დაემტკიცებინა, რომ მილიარდერია. ამერიკის ჰიპ-ჰოპ გენიოსმა გამოგზავნა დოკუმენტები, სადაც საავტორო ჰონორარების მსხვილ-მსხვილი ჩეკების შესახებაა ინფორმაცია მოცემული, Adidas-ი რომ უგზავნის მას, პლუს მისი აქტივების ბუღალტერიაც, რაც ჯამში, მის ვაიომინგის რანჩოებზე $297,050-ის ტოლფასი შინაური ცხოველების შესახებ იუწყება. მოკლედ, კანიეს ქონება $1.3 მილიარდად შევაფასეთ (თუმცა თავად აცხადებს, რომ ამაზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტად მაინც ფასობს).

                   

და რატომაა ამხელა აქცენტი დოკუმენტებზე? როცა ასეთი მასშტაბის ამბიციებთან გვაქვს საქმე, გადამოწმებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. Coty-ის გარიგებამ ზურგი გაუმაგრა ჩვენს გათვლებს (დაფუძნებულს Kylie Cosmetics-ის ღირებულებაზე), რომ კაილი ჯენერი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი იყო (ახლა, როცა პანდემიის კვალდაკვალ, Forbes-მა თავიდან შეაფასა მისი ბიზნესი, აღმოჩნდა, რომ მისი ქონება $1 მილიარდზე დაბლაა ჩამოსული). მაგრამ Coty-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტები ოჯახის ყველაზე კარგად შენახულ საიდუმლოს ხდის ფარდას: კაილის კომპანია გაცილებით პატარაა, ვიდრე ის ამტკიცებდა. კაილი და მისი დედა, კრის ჯენერი, რომელიც ბიზნესის მართვაში იღებს მონაწილეობას, დაჟინებით აცხადებდნენ, რომ 2016-იდან მოყოლებული, ყოველ წელს, Kylie Cosmetics-ს $300 მილიონზე მეტი მოჰქონდა შემოსავლის სახით. მეტიც, იმდენად შორს წავიდნენ, რომ Forbes-ს კაილის მიერ ხელმოწერილი საგადასახადო დეკლარაციაც აჩვენეს, რომელიც, მათი თქმით, საშემოსავლო სამსახურისთვის (IRS) წარედგინათ. მართალია, ამ დოკუმენტების სიყალბეს ვერ დავასაბუთებთ (თუმცა, დიდი შანსია, ასე იყოს), აშკარაა, რომ კაილის ბანაკი იტყუება. Coty-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, გაყიდვები მხოლოდ $125 მილიონს შეადგენდა 2018-ში და არა $360 მილიონს, როგორც ამას ვარსკვლავის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია კაილის კანის მოვლის ხაზიც, რომელზეც ამბობდა, შარშან, ორ თვეზე ნაკლებში, $100 მილიონი მოიტანა გაყიდვების სახითო, არადა, ფინანსური დოკუმენტები აჩვენებს, რომ წლის ბოლოსთვის ეს ხაზი უბრალოდ ამ “გზაზე იდგა“, $25-მილიონიანი შემოსავლით.

                    

როცა ამ არაერთ წინააღმდეგობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებული კითხვების პირისპირ აღმოჩნდნენ, ჩვეულებისამებრ ლაპარაკის მოყვარულმა ჯენერებმა მათთვის უცნაური რამ გააკეთეს: ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა შეწყვიტეს. 

         

          

     

Previous Post

Facebook is suing EU antitrust regulators for seeking information beyond what is necessary

Next Post

ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

მაგდა დოლიძე

Next Post
ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

Recent News

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result