Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პირველები გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ინტერვიუ
0
პირველები გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში
0
SHARES
0
VIEWS

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით მოხვდა.

საარბიტრაჟო ინსტიტუტი ამ მიმართულებით პირველია, რადგან სამართლის კომისიაში მის გარდა არც ერთი ქართული ორგანიზაცია არ გვხვდება. Forbes-ის კითხვებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია პასუხობს.

რა როლი ექნება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში?

დამკვირვებლის სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთვებით კომისიის გარკვეული ჯგუფების მუშაობაში, რაც, პრესტიჟთან ერთად, დიდი გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც. დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, თავმჯდომარის მოწვევით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოადგინონ პოზიცია სესიაზე განსახილველ საკითხებთან მიმართებით. დამკვირვებლის სტატუსით წევრობა საარბიტრაჟო ცენტრს აძლევს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში UNCITRAL-ის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხილული და შემუშავებული ახალი მიდგომებისა და სხვა სიახლეების დანერგვას.

გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიაში სხვა ქართული ორგანიზაციები არ გვხვდება, თქვენ ამ მხრივ პიონერები ხართ. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით მოხვდით?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციას, ანუ ისეთ დაწესებულებას, რომელიც არ არის შექმნილი მოგების მიღების მიზნით. შესაბამისად, კომპანიები ასეთი სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქართველოში ერთადერთი საარბიტრაჟო დაწესებულებაა, რომელიც არ არის დაფუძნებული მოგების მიღების მიზნით. გარდა ამისა, კომისიაში სტატუსის მინიჭებისთვის საჭიროა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს UNCITRAL-ის მიერ დადგენილ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს. მათ შორის არის გამოცდილება და საქმიანობა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების სფეროში, საერთაშორისო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო დავების სფეროში ახალი მიდგომებისა და რეფორმების შემუშავებისას.

უნდა გკითხოთ არბიტრაჟის დღეებთან დაკავშირებითაც, რომელსაც თბილისმა 4-5 ოქტომბერს უმასპინძლა. რა უმთავრეს საკითხებს გაესვა ხაზი ამ ორი დღის განმავლობაში და რა იყო წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი?

ეს არის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით საერთაშორისო ექსპერტი და მოსამართლე სტუმრობს და ეს დიდი შესაძლებლობაა არა მარტო ადგილობრივი იურისტებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც საერთაშორისო ასპარეზზე არბიტრაჟის მიმართულებით პოზიციების გამყარების კუთხით. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო “ახალი მიდგომები თანამედროვე არბიტრაჟში”. ორი დღის განმავლობაში, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში დელეგატები მსჯელობდნენ ონლაინარბიტრაჟზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიებზე დავის გადაწყვეტის პროცესში, მსოფლიო მასშტაბით ახალი საინვესტიციო თუ კომერციული სასამართლოებისა და ტრიბუნალების ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რას გულისხმობს აღნიშნული შეთანხმება?

ჯამში ასეთი თანამშრომლობის ხელშეკრულებები ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის პროცესის გამარტივებას, გაიაფებას და ეფექტიანობას. ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დოკუმენტით ხაზგასმულია კომერციული, იმავე ბიზნესდავების არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე აღნიშნული შეთანხმებით ორივე მხარე ვაღიარებთ ერთმანეთს, როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო დაწესებულებების სუბიექტებს ავსტრიასა და საქართველოში; დოკუმენტში დევს თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება, რაც მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულების მხარდაჭერასაც.

გვიამბეთ მეტი არბიტრაჟის დღეებზე ჩატარებულ აქტივობებსა და ვორკშოპებზე, ვინ იღებდა მათში მონაწილეობას?

“სასამართლო უნდა იყოს არბიტრაჟის ალტერნატივა” – ეს იყო უმთავრესი გზავნილი, რომელიც წელს კონფერენციის გახსნისას მომხსენებლებმა გააჟღერეს. გარდა პანელური დისკუსიებისა, რომლებიც ხუთ ეტაპს მოიცავდა, ღონისძიების ფარგლებში ორი პარალელური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ICDR Y&I-ის მიერ ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრა ბიზნესსუბიექტებისათვის ეფექტიანი საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ, ხოლო CIArb-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პრაქტიკოსებისათვის, რომელიც დაეთმო არბიტრთა ეთიკურობის საკითხებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წლებია, არბიტრაჟის დღეები თბილისში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.

დაბოლოს, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისგან?

ცენტრი კვლავ გააგრძელებს ურთიერთობების დამყარებას სხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო დაწესებულებებთან. ასევე იგეგმება მედიაციის წესების შემუშავება და ზოგადად დავების გადაწყვეტის ამ მექანიზმის დანერგვა; გვაქვს ახალი საერთაშორისო პროექტი, რომლის კონცეფციაზე მსჯელობაც ამ მომენტისთვის დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს. დავიცადოთ და ძალიან მალე გაცნობებთ სიახლეს, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს რეგიონულ საარბიტრაჟო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში. ასევე ვგეგმავთ დავის განხილვის პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებთან, რათა ახალი ელექტრონული პლატფორმა მოვამზადოთ. მთავარი კი მაინც არბიტრაჟის შესახებ ბიზნესში ცნობიერების ამაღლებაა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა თავიდანვე ჩადოს ხელშეკრულებებში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის – არბიტრაჟის გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორში არბიტრაჟის ინსტიტუტის მაქსიმალური პოპულარიზაცია. არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების მთავარი გასაღები სწორედ ბიზნესის ნდობაშია.

Previous Post

საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა

Next Post

En çok “pasif kredileri” olan hangi bankalardır

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
En çok “pasif kredileri” olan hangi bankalardır

En çok “pasif kredileri” olan hangi bankalardır

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result