Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes Life კულტურა

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე ფოთის სანაპიროზე, ოქროს ტბის მახლობლად, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ახალი მუსიკალური ფესტივალი SWING  ჩატარდება. ფესტივალის მიზანია ერთად შეკრიბოს ქართველი და უცხოელი არტისტები და  ხელი შეუწყოს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებას; შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის  გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები და წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

SWING Festival ათასობით მსმენელს ფოთის უმშვენიერეს სანაპიროზე უმასპინძლებს – ქალაქში, რომელიც ზღვას, ტბასა და მდინარეს შორის მდებარეობს. ფესტივალის ტერიტორია ევკალიპტების ტყეს, ოქროს ტბასა და ეგზოტიკურ შენობებს აერთიანებს; ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მაგნიტური ქვიშის სანაპირო და ბუნების მრავალფეროვნება, იდეალურ გარემოს ქმნის სოციალიზაციისა და დასვენებისთვის.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სცენის ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტები  SWING Festival-ის ლაინ აფში საპატიო ადგილს იკავებენ.

ინფრასტრუქტურა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობებით და უსაფრთხოდ დაისვენონ. უსაფრთხოებას კი ფესტივალზე არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვა განსაზღვრავს. კერძოდ, SWING Festival საქართველოში პირველად შექმნის COVID მწვანე საფესტივალო ზონას. თითოეული სტუმარი შეძლებს ადგილზე გაიკეთოს სწრაფი ტესტი და მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფესტივალის სამაჯური, რათა შეძლონ ტერიტორიაზე გადაადგილება.

„ჩვენი გუნდი არტისტებისგან და სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, მთავარი კი რაც გვაერთიანებს მუსიკის სიყვარული და ის საერთო ღირებულებებია, რომლის საფუძველზეც SWING Festival შეიქმნა. ჩვენთვის ფესტივალის შინაარსი თავისთავად უკავშირდება ადგილობრივი არტისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს მათ მუსიკალურ კარიერაში ინვესტირების საშუალებას მისცემს. ფესტივალი მრავალფეროვან ახალგაზრდულ მოძრაობას შექმნის საქართველოს ისტორიულ ზღვისპირა ქალაქში. ჩვენ ამ მიძინებული რეგიონის გამოცოცხლება გვინდა, რაც ფოთს საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ წერტილად მონიშნავს და ერთი მხრივ ხაზს გაუსვამს ამ ქალაქის უნიკალურ მახასიათებლებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე“ – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე.

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Previous Post

საქართველოში ანგელოზ ინვესტორთა ქსელი შეიქმნა – სტარტაპებისთვის პირველი „Pitch Day“ ხვალ იმართება

Next Post

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result