Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი

by დავით ბერაძე
მაისი 24, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე ინდუსტრიისა და ეკონომიკისთვის ფოლადი ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს წარმოადგენს. შენობების, ავტომობილებისა თუ ინფრასტრუქტურის სხვა შემადგენელი ნაწილების დასამზადებლად ფოლადი საბაზისო მასალაა. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ფოლადს ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებენ. რეიტინგი დაფუძნებულია ფოლადის მსოფლიო ასოციაციის მონაცემებზე.

2022 წელს გლობალურად ფოლადის წარმოების მაჩვენებელმა 1.9 მილიარდი ტონა შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს (1.875 მლრდ ტონა) მცირედით გადაასწრო.  თუმცა,  შარშანდელი მაჩვენებელი ნაკლებია 2021 წლის მონაცემებზე, როდესაც 1.960 მლრდ ტონა ფოლადი აწარმოეს. გამოდის, რომ 2022 წელს წარმოების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 4.2%-ით შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. მანამდე ფოლადის წარმოება ასეთი მაჩვენებლით 1991 წელსაც დაეცა.

გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია. ზოგადად, საწარმოო ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. 2022 წელს ჩინეთში 1.013 მლრდ ტონა ფოლადი აწარმოეს, რაც გლობალური ბაზრის წილის 53.9%-ია.

ჩინეთი ფოლადის წარმოებაში ბაზარზე სრულად დომინირებს. მეორე ყველაზე მსხვილ მწარმოებელს, ინდოეთს, მასთან შედარებით წარმოების თითქმის 9-ჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვს. 2022 წელს ინდოეთმა 124.8 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვა, რაც ბაზრის 6.6%-ს შეადგენს.

ქვეყანა წარმოება 2022 წელს (მილიონი ტონა) ცვლილება წინა წელთან შედარებით გლობალური ბაზრის წილი
ჩინეთი 1013.0 -2.0% 53.9%
ინდოეთი 124.8 5.3% 6.6%
იაპონია 89.2 -7.9% 4.8%
აშშ 80.5 -6.5% 4.3%
რუსეთი 71.5 -5.8% 3.8%
სამხრეთი კორეა 65.9 -6.9% 3.5%
გერმანია 36.8 -8.8% 2.0%
თურქეთი 35.1 -15.0% 1.9%
ბრაზილია 34.0 -6.5% 1.8%
ირანი 30.6 6.8% 1.6%

საინტერესოა, რომ გასულ წელს ფოლადის წარმოება ინდოეთის, ირანისა და ინდონეზიის გარდა ყველა მსხვილმა მწარმოებელმა შეამცირა. აღნიშნულმა სამეულმა კი პირიქით – გაზარდა. თუკი მსხვილმა მოთამაშეებმა წარმოება საშუალოდ 5%-ით შეამცირეს, თურქეთმა, იტალიამ, ტაივანმა და ვიეტნამმა წარმოება მინიმუმ 10%-ით შეკვეცეს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ფოლადის წარმოებაში ჩინეთი ყოველთვის დომინანტი სახელმწიფო არ გახლდათ. 1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი სახელმწიფო, აშშ და სსრკ ფოლადის წარმოების ბაზარზე სრულად დომინირებდნენ. მესამე მსხვილი მწარმოებელი კი იაპონია გახლდათ. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ფოლადის წარმოებას ყოველწლიურად ამცირებს.

Previous Post

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკები შეიქმნება

Next Post

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი – „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

დავით ბერაძე

Next Post
საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი – „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Recent News

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result