Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ფინბიურო“ – გზამკვლევი დაგროვილი სესხებისგან თავის დაღწევაში

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 28, 2022
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
„ფინბიურო“ – გზამკვლევი დაგროვილი სესხებისგან თავის დაღწევაში
0
SHARES
0
VIEWS

200 000-მდე მომხმარებელი, 800 დასაქმებული და 17 ფილიალი – ასეთია „ფინბიუროს“ მთავარი რიცხვები. კომპანია უკვე შვიდი წელია,  იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც ვერ უმკლავდებიან წარსულში დაგროვებულ სასესხო ვალდებულებებს. „ფინბიუროს“ გუნდში ფიქრობენ, რომ ერთადერთი ადგილი მომავლის ასაშენებლად აწმყოა, ხოლო წარსული ფინანსური ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად ერთადერთი გზა სინამდვილისთვის თვალის გასწორება და მიზნების დასახვაა. სწორედ ამ პროცესში ასრულებს „ფინბიურო“ გადამწყვეტ როლს. კომპანიის სტრატეგიაზე „ფინბიუროს“ დირექტორი სოფო ვარამაშვილი Forbes Georgia-სთან საუბრობს.

სოფო, კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებელს „ფინბიურო“?

ჩვენ ვმართავთ სასესხო ვალდებულებებს, რაც გულისხმობს სუბიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ანუ ადამიანების ეკონომიკაში დაბრუნებას. „ფინბიურო“ საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ საბოლოოდ დაფარვაში ეხმარება, რაც ითვალისწინებს მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას, მათ მენეჯმენტს და ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზებას.

მოგეხსენებათ, დღეს ბანკებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩვენ ხშირად გვჭირდება გარკვეული თანხების მობილიზება და სესხის აღება, მაგრამ მათ გადახდას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. შედეგად კი საკრედიტო ქულა და რეიტინგი გვიფუჭდება, რაც გვიზღუდავს სხვადასხვა საბანკო პროდუქტის გამოყენების საშუალებას. ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ ეკონომიკაში დასაბრუნებლად, ქულის გაუმჯობესებასა და მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტებით სარგებლობაში.

„ფინბიუროს“ მომხმარებელს პირველი გადახდისთანავე შეუძლია, საკრედიტო ისტორიის გამოსწორება დაიწყოს.

როგორ ითანხმებთ მომხმარებელს, რომ თქვენი შეთავაზება მიიღოს?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ჩვენ ვირჩევთ მომხმარებელს და არც ისინი გვირჩევენ. თუ „ფინბიუროს“ მიერ შეძენილ პორტფელში აღმოჩნდნენ, ჩვენი სასესხო ვალდებულების მართვის ოფიცერი უკავშირდება და მომხმარებელს უხსნის, თუ რა ბენეფიტები აქვს ჩვენთან თანამშრომლობას. ადამიანი, რომელსაც ჩვენთან ვადაგადაცილებული სესხი უფიქსირდება, ეს აწუხებს და სურს, რომ ბანკებთან გამჭვირვალე თანამშრომლობა შეეძლოს. მოდის ჩვენთან. ვთანხმდებით პირობებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები და ხელსაყრელი იქნება. ამასთან, მაქსიმალურად ვსწავლობთ მომხმარებლის სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობას, და საჭიროების შემთხვევაში ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტი შეღავათი გავუკეთოთ მას.

გარდა ამისა, გვაქვს მობილური აპლიკაცია და ინტერნეტბანკინგი, სადაც ჩვენს მომხმარებელს შეუძლია, თვალი ადევნოს თავის სესხს, გადახდებს და ა.შ. აპლიკაციაში ყველა საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი და მომხმარებელს ფილიალში მოსვლის გარეშე ნებისმიერი პროცესის მართვა შეუძლია. ციფრულ მომხმარებლებს ასევე უფრო მეტი შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. კერძოდ, მათთვის სპეციალურად ყოველთვე გენერირდება ექსკლუზიური შეთავაზებები, რომლებიც ეფუძნება ანალიტიკას და გადახდის გრაფიკი მორგებულია მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. მხოლოდ მიმდინარე წელს მომხმარებლებისთვის 38 მლნ ლარის შეღავათი გვაქვს გაკეთებული, პრაქტიკულად 0%-ში ვუნაწილებთ სესხს მათთვის სასურველი თვეების რაოდენობაზე.

თქვენი დაკვირვებით, ძირითადად რა ტიპის ადამიანები არიან, ვისაც აწუხებს ვადაგადაცილებული სესხები? 

ჩვენი პორტფელი ამ მხრივ დივერსიფიცირებულია, შესაბამისად ყველანაირი მომხმარებელი გვყავს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ისეთი ეტაპი, როცა ვეღარ ახერხებს სესხის გადახდას.

ოქტომბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 414 მილიონ ლარს შეადგენს. თქვენი აზრით,ამ შვიდი წლის მანძილზე მზარდია თუ კლებადი იმ  ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფინანსურ ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაკრედიტების ზოგად სურათს საბანკო სექტორი ქმნის და ეს 414 მილიონი არის ის უმოქმედო სესხები, რომლებიც ბანკს ჯერ კიდევ არ ჩამოუწერია და ბალანსზე აქვს, ამ მაჩვენებლის ტრენდი ბოლო წლების განმავლობაში კლებადია როგორც აბსოლუტურ მაჩვენებელში, ისე პროცენტული მაჩვენებლით მთლიან სასესხო პორტფელთან მიმართებით. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვადაგადაცილებულ სესხებს კლების ტრენდი აქვს და სექტორში გაჯანსაღების ნიშნები შეინიშნება.

რას შეიძლება დავაბრალოთ ის, რომ საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების კუთხით საკმაოდ დიდი რიცხვები გვაქვს? ეკონომიკურ სიდუხჭირეს? ფინანსური განათლების ნაკლებობას?

მე უფრო ფინანსური წიგნიერების დაბალ დონეს დავაბრალებდი. არ იციან ადამიანებმა, როგორ მართონ სწორად თავიანთი ფინანსები, დარწმუნებული ვარ, უმეტესობას შესწევს იმის უნარი, რომ სესხი ეტაპობრივად მაინც გადაიხადოს, თუმცა, მოტივაციის ნაკლებობის გამო, ან შესაძლოა, არ იციან, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა, სასესხო ვალდებულებები უგროვდებათ, რაც მათ საბოლოო ჯამში არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ ვცდილობთ, ამ ადამიანებს ავუხსნათ სესხის მართვის სწორი გზები და გამოსავალი. თუმცა მანამდე მათ ტელეფონზე უნდა გვიპასუხონ. ამიტომაც გადავიღეთ ვიდეორგოლი METRO PRODUCTION-ის დახმარებით, სადაც მათ ვეუბნებით, უპასუხონ ჩვენს ზარებს და ნახონ, რას ვთავაზობთ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენნაირ ორგანიზაციებს აქვთ ცუდი იმიჯი, ვინაიდან წლების წინ არსებობდა უამრავი ჩვენნაირი კომპანია, რომლებიც არაკეთილსინდისიერი გზებით ცდილობდნენ კლიენტთან კომუნიკაციას, ეს დაილექა საზოგადოების მეხსიერებაში. ახლა კი რთულია, დააჯერო მომხმარებელი, რომ „ფინბიურო“ რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების მატარებელია.

თქვენ უკვე მილიონზე მეტ სესხს მოემსახურეთ. რა არის თქვენი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ახერხებთ სესხების მართვას?

ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის მომხმარებლისთვის მეტი ეფექტიანი გადახდის სქემების შეთავაზება, რომლითაც ადამიანები ნაკლები ძალისხმევით შეძლებენ, რომ გამოყონ თანხები და დაფარონ სასესხო ვალდებულებები. მაქსიმალურად კლიენტზე მორგებული გადახდის მეთოდები და შეღავათები გვაქვს, რათა მათთვის გადახდის პროცესი შემსუბუქდეს.

„ფინბიურომ“ 2021 წელს რებრენდინგი განიცადა. 7-წლიანი ოპერირების შემდეგ, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

კოვიდპანდემიის შემდეგ იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ ჩვენს სექტორშიც გაჩნდა სიახლეების საჭიროება. ამიტომაც გადავწყვიტეთ რებრენდინგი. ასევე გავაკეთეთ სტრატეგიული ბრენდინგიც. შევქმენით ბრენდის პლატფორმა, რომელზეც უჩა ურუშაძესთან ერთად ინტენსიურად ვიმუშავეთ. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ვიზუალური რებრენდინგიც გაგვეკეთებინა, გამოვიცვალეთ სახელიც და ლოგოც. დავხვეწეთ ინტერნეტბანკი, ასევე შევქმენით მობაილბანკი, და უფრო მეტად ტექნოლოგიური მიმართულებით დავიწყეთ განვითარება. იმისთვის, რომ ჩვენი კომპანიის სახელი ლაკონიური და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო,  ფინანსური ბიურო გახდა უბრალოდ „ფინბიურო“. ბოლოს კი ვიდეორგოლიც გადავიღეთ, რომელიც ჩვენს სათქმელს გამოხატავდა.

რებრენდინგის შედეგად, როგორი ტიპის ბრენდი გახდა „ფინბიურო“?

ჩვენი კომპანია არის ე.წ. გზამკვლევი ადამიანების ფინანსური გაჯანსაღების გზაზე ჩვენი ლოგოც ჩირაღდანია, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ბრენდი მოწოდებულია იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობის შედეგად ადამიანს პრინციპულად შეეცვალოს საკუთარ წარსულზე შეხედულება. ადამიანი, რომელიც პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებას, უკვე სხვა ხდება. შესაბამისად, ბრენდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მხარეები ერთმანეთს იმავე განწყობით აღარასდროს შეხვდებიან. გზა, რომელიც მათ ერთად განვლეს, ღირდა ძალისხმევად.

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მომხმარებელს გზის გაკვალვაში ეხმარებიან?

ამჟამად დასაქმებული გვყავს 800 ადამიანი, მათი 80% ქალებია. ძირითადი ძალა ისინი არიან. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, UN Women-ში გავწევრიანებულიყავით. გავხდით WEP-ის ხელმომწერი ორგანიზაციაც. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კოლეგა ქალების გაძლიერებას, რათა ეკონომიკაში მათი როლი იყოს კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ახლაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონებშია. ჩვენი თანამშრომლების 70% კი სწორედ რეგიონებშია.

მიმდინარე წელს რა შედეგებით ასრულებთ და რას შესთავაზებთ თქვენს მომხმარებლებს 2023-ში?

ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ საკმაოდ დიდი ზრდა და ტრანსფორმაცია განიცადა როგორც სასესხო პორტფელის, ისე მოგების თვალსაზრისით. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 350%-ით გავზარდეთ ვალდებულებები და უკვე ვთანამშრომლობთ 17-ზე მეტ საფინანსო ორგანიზაციასთან. ასევე მიმდინარე წელს  ჩვენმა კომპანიამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Rating-სგან მიიღო B Stable-რეიტინგი, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობაზე მეტყველებს.

Scope Rating-ის მიერ ჩვენი საქმიანობის ასეთი შეფასება  ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დამატებითი ფინანსური რესურსები მოვიზიდოთ უკვე საერთაშორისო კომპანიებისგან. აქტიურად ვთანამშრომლობთ EBRD-თან, რათა უფრო სტაბილური კომპანია ვიყოთ. ვფიქრობთ, დამატებითი რესურსების მოძიება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ავუბათ ფეხი ბაზრის შესაძლებლობებს და ავითვისოთ მიწოდების მაქსიმალური მოცულობა. მომდევნო წლის სტრატეგიულ გეგმაში ჩვენს ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაა.

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, GITI – რეგიონის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება

Next Post

სანერვიულო არაფერია – თიბისი დაზღვევა

იზა გვარამაძე

Next Post
სანერვიულო არაფერია – თიბისი დაზღვევა

სანერვიულო არაფერია - თიბისი დაზღვევა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result