Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

“ფილიპ მორის საქართველო” – ორგანიზაციული კულტურა კორონავირუსის პანდემიის პირობებში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
“ფილიპ მორის საქართველო” – ორგანიზაციული კულტურა კორონავირუსის პანდემიის პირობებში
0
SHARES
0
VIEWS

ინტერვიუ ნინო ბაქარაშვილთან, “ფილიპ მორისის“ კავკასიისა და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

კორონავირუსის პანდემიამ კომპანიებში ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესი დააჩქარა. ახალ საოპერაციო მოდელზე გადასვლისა და თანამშრომლებთან ონლაინ ინტერაქციის საკითხი ყველა სექტორის კომპანიებისთვის დადგა დღის წესრიგში.

 ეს კი თავისმხრივ, არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ვირტუალურ სივრცეში თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საქმიანობის ციფრულ პლატფორმებზე მიგრაცია, ასევე დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა – იყო საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებების მიღება გასული თვეების განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელებისთვის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენდა. ამას თან ერთვოდა ის დიდი გაურკვევლობა, რაც პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაში გააჩინა.

ახალ რეალობასთან ადაპტაციის თვალსაზრისით  ერთ–ერთი მოწინავე კომპანია “ფილიპ მორის საქართველო” იყო. ქვეყანაში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე კომპანია სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რადგან მისი ძირითადი საზრუნავი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გახდა.

საინტერესოა, როგორ შეძლო “ფილიპ მორის საქართველომ“ გამოწვევებთან გამკლავება და როგორ შექმნა კომფორტული სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის “მათივე სახლებში“. Forbes Georgia-ს კითხვებს “ფილიპ მორისის“ კავკასიისა და მოლდოვას ადამიანური რესურსების მენეჯერი ნინო ბაქარაშვილი პასუხობს.

რა შეცვალა პანდემიის გავრცელებამ თქვენს კომპანიაში?

“პანდემიის გავრცელებამ ბევრი ცვლილება გამოიწვია. პირველ რიგში ყველა კომპანიის ძირითადი საზრუნავი გახდა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. დავდექით ისეთი რეალობის წინაშე, რომლისთვისაც არავინ იყო მზად, არ არსებობდა პასუხი ბევრ შეკითხვაზე. კომპანიებს უწევდათ უკიდურესად გაურკვეველ გარემოში ოპერირება და ცვლილებებზე დროული რეაგირება, დაგეგმვა და  გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

ფილიპ მორისში covid 19 მდე ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა და დიდი რესურსი იდებოდა ციფრული პლატფორმების დანერგვასა და საოპერაციო მოდელების  შემუშავებაში. შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობდა ყველა პირობა, ბიზნესის მართვის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რასაკვირველია, ამის მიუხედავად ბევრი ცვლილებისთვის მზად არ ვიყავით, რადგან ასეთ გარემოში მუშაობის თვალსაზრისით არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. დისტანციურად სამუშაოს შესრულებისათვის  ყველა საჭირო პირობა არსებობდა, თუმცა არ არსებობდა გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვეძლო თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა დისტანციურად, მოტივაცია და აღიარება, ოფლაინ ფორმატის ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში მოწყობა, თანამშრომლების სამსახურში ონლაინ აყვანა, მათი ადაპტაცია და ორგანიზაციული კულტურის გაზიარება. ბევრ ამ და სხვა შეკითხვაზე პასუხი თავიდან არ გვქონდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მალე ვადაპტირდით და საინტერესო მიდგომები შევიმუშავეთ, რამაც თანამშრომელთა უპრეცენდენტოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

როგორ გადაეწყო კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე?

სახლიდან მუშაობა, რასაკვირველია ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, სახლის პირობებში მუშაობა, განსაკუთრებით, მათთვის ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ, დიდი გამოწვევა იყო. თუმცა ამავდროულად  გვქონდა შესაძლებლობა მეტი დრო გაგვეტარებინა ოჯახის წევრებთან, რისი საშუალებაც მანამდე არასდროს გვქონია.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. დაინფიცირების პირველივე შემთხვევისთანავე შევქმენით მულტიფუნქციური  ჯგუფი, რომელიც მიმდინარე ვითარების მონიტორინგსა და შეფასებას აკეთებდა და რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას ამუშავებდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, “ფილიპ მორისში” კოვიდამდე უკვე არსებობდა დიჯიტალური პლატფორმები, რომელთა საშუალებითაც ძალიან ბევრ ბიზნეს პროცესს წარვმართავდით, ასევე უცხო არ იყო ონლაინ კომუნიკაციები, რადგან ყოველდღიურად გვიწევდა რეგიონში შემავალ ქვეყნებთან კომუნიკაცია.

თუმცა, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გარდა მნიშვნელოვანი იყო თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა, ისეთი ვირტუალური  გარემოს შექმნა, სადაც მოხდებოდა არაფორმალური შეკრებები, კომუნიკაცია, სწავლება და განვითარება,  რაც ხელს შეუწყობდა გუნდურობის, კომპანიისადმი მიკუთვნებულობის გაძლიერებას.

სამი თვის განმავლობაში უწყვეტი კომუნიკაცია მიმდინარეობდა თანამშრომლებთან, ყოველკვირეული ონლაინ ტრენინგები, საინტერესო თემებზე გარე სპიკერის მოწვევა, ონლაინ ზუმბა და პილატეს გაკვეთილები განტვირთვისათვის, დილის არაფორმალური შეკრებები, დაბადების დღეების ვირტუალურად აღნიშვნა. ჩვენთვის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი, თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები განსხვავებულად განიცდიდნენ შექმნილ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ თანამშრომლებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამასაც ვთავაზობთ.

თანამშრომლების პროდუქტიულობას როგორ შეაფასებდით სახლის პირობებში მუშაობის დროს?

პროდუქტიულობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პირობებში, ანუ რამდენად სწრაფად ადაპტირდება კომპანია სიახლეებსა და გარემოსთან. ინდივიდუალური  პერფორმანსიც ადაპტაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

სახლიდან მუშაობისას წაიშალა ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ადამიანები ხშირად არასამუშაო დროსაც უბრუნდებიან დავალებას, რადგან ოფისმა მათ სიძინებლებში, მისაღებ ოთახებსა თუ სამზარეულოებში გადაინაცვლა. გარკვეული საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინდივიდუალური პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ფილიპ მორისშიც ამ ხნის განმავლობაში  განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შედეგად შემიძლია ვივარაუდო, რომ პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა დისტანციურად მუშაობის პირობებში.

როგორი იყო თანამშრომლების სამოტივაციო სისტემა პანდემიამდე, პანდემიისას და როგორი იქნება პანდემიის შემდეგ?

კოვიდმა ბევრი სირთულე მოიტანა, თუმცა ზუსტად ასეთ რთულ ვითარებაში თანამშრომელთა მაქსიმალური მხარდაჭერა და მოტივაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვიცით, რომ მიკრო მომენტები ქმნიან ერთიანობის, კომპანიისადმი მიკუთვნებულობის განცდასა და მოტივაციას. სწორედ ამიტომ, დისტანციურად მუშაობის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, უკუკავშირი, მათი წვლილის აღიარება და უბრალოდ მადლიერების გამოხატვა.

ამით კიდევ უფრო მეტად ხდება იმის ხაზგასმა, რომ დისტანციურად მუშაობის მიუხედავად კომპანია ხედავს თანამშრომელთა წვლილს და ახდენს მიღწეული შედეგების  აღიარებას. რთული პერიოდი გადაივლის, თუმცა არ განელდება ის პოზიტიური ემოცია და კომპანიისადმი დამოკიდებულება, რომელიც გაუჩნდათ კომპანიის მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და ზრუნვის შედეგად.

თანამშრომლის შემდგომი დამოკიდებულება კომპანიისადმი პირდაპირ დამოკიდებულია იმ გამოცდილებაზე, რომელიც მათ მიიღეს კოვიდის დროს კომპანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. სამოტივაციო სისტემები ასეთი გამოცდილების შექმნის ერთ–ერთი შემადგენელია. სწორედ ამიტომ, პანდემიის განმავლობაში „ფილიპ მორისში“ მუდმივად ხდებოდა თანამშრომლების დაჯილდოება, წარმატების ისტორიების გაზიარება და სხვა.

როდის აპირებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას?

ამ ეტაპზე ვაპირებთ მუშაობის მოქნილი ფორმატის შენარჩუნებას, რაც ხელს შეგვიწყობს თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამსახურში დაბრუნება ეტაპობრივად იგეგმება. თავდაპირველად მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვლენ, რომლებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოფისის სივრციდან მუშაობა, თუმცა ეს არ გულისხმობს კვირაში 5 დღე ოფისიდან მუშაობის აუცილებლობას.

ოფისში დაბრუნებისას მოხდება უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა: 2 მეტრის მანძილზე დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ტესტირება ანტისხეულებზე. დაცული იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები, მოვახდენთ თანამშრომლების ტრანსპორტირებას.

რთული პერიოდის მიუხედავად, ფილიპ მორისმა გადაწყვიტა, არ შეეწყვიტა ყოველწლიური ტრადიცია და წელსაც შეეთავაზებინა ახალგაზრდებისათვის სტაჟირების პროგრამა. სტაჟირებას დიდი პასუხისმგებლობით  ვეკიდებით, რადგან გვესმის, რომ ვქმნით ახალგაზრდების სამუშაო გამოცდილების ბაზისს.

წელს ვგეგმავთ ათი ახალგაზრდის ჩართვას სტაჟირების პროგრამაში, ექვსი თვის ვადით. სტაჟირება ჩვენთან გულისხმობს არა უბრალოდ დახმარებას, არამედ რეალურ პროექტებზე მუშაობას (რა თქმა უნდა, მენტორების დახმარებით), მოლოდინების და 6-თვიანი მიზნების განსაზღვრას, მუდმივ მენტორინგსა და შეფასებას. ჩვენთან სტაჟირება დიდ გამოცდილებას შესძენს ახალგაზრდებს, რადგან ეს არის კომპანია, სადაც საუკეთესო პრაქტიკები და მიდგომებია.

რა გვასწავლა კორონავირუსის პანდემიამ?

მე მგონია, რომ ამ კრიზისმა ბევრი რამ გვასწავლა:

  • ბევრი კომპანია სკეპტიკურად უყურებდა დისტანციურ მოდელზე გადასვლას, თუმცა აღმოჩნდა, რომ დისტანციურად მუშაობა შესაძლებელი და ეფექტურია. ის სტერეოტიპი, რომ სახლში ყოფნისას ადამიანი არ ან ვერ მუშაობს, დაიმსხვრა. 
  • აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლებელია მოქნილი სამუშაო საათების დაწესება, კონკრეტული სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით. 
  • დისტანციურად მუშაობამ კიდევ უფრო დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია. კომუნიკაციაში ვგულისხმობ არა უბრალოდ საუბარს, არამედ დაინტერესებას იმით, თუ როგორ გრძნობენ თანამშრომლები თავს, რა აწუხებთ, რა აინტერესებთ, რას აფასებენ. თანამშრომელი უნდა გრძნობდეს, რომ დისტანციის მიუხედავად მის ჩართულობას, გაკეთებულ საქმეს ხედავენ და აფასებენ. 
  • და ბოლოს, კორონავირუსმა დაგვანახა, რომ დიჯიტალიზაცია გარდაუვალი პროცესია.

NS

Previous Post

UNWTO: მსოფლიო ტურისტული მიმართულებების 3%-მა უკვე შეამსუბუქა სამოგზაურო შეზღუდვები

Next Post

Mexico finds links to over $1 billlion in cartel money

მაგდა დოლიძე

Next Post
Mexico finds links to over $1 billlion in cartel money

Mexico finds links to over $1 billlion in cartel money

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result