Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ფაქტორინგი – საქართველოს ბანკის პროდუქტი ბიზნესისთვის

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
ფაქტორინგი – საქართველოს ბანკის პროდუქტი ბიზნესისთვის
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. ამ მხრივ ერთ-ერთი ბოლო სიახლეა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტის – ფაქტორინგის გაციფრულება. აღნიშნული საბანკო მომსახურება საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს დანერგა და მას შემდეგ ავითარებს. პროდუქტის განვითარებასთან ერთად იზრდება ფაქტორინგის მომხმარებელთა რიცხვიც. Forbes Georgia ფაქტორინგის და ვაჭრობის ფინანსირების Product Owner-ს ლევან თეთრაძეს ესაუბრა, რომელიც ამ პროდუქტის მნიშვნელობას და მის უპირატესობებს განმარტავს.

ფაქტორინგი საქართველოს ბანკმა დაახლოებით 12 წლის წინ პირველმა დანერგა. მოგვიყევით, როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე?

2008 წელს, როდესაც ეს პროდუქტი შეიქმნა ბანკში, მისი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ კორპორატიული კლიენტები ან ამ კომპანიებთან დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესები. შესაბამისად, ძირითადად კორპორატიული კლიენტების მოთხოვნით განისაზღვრებოდა პორტფელი. 2015-2016 წლებში კი ფაქტორინგის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ზრდა გამოწვეული იყო ორი დიდი კორპორატიული კლიენტის მოთხოვნასთან და მასთან დაკავშირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან. უკვე 2018 წლიდან ბანკმა გადაწყვიტა ეს პროდუქტი SME სეგმენტისთვის შეეთავაზებინა, ამისათვის დამატებით ჩატარდა ბიზნესებთან შეხვედრა და პროდუქტის გაცნობა.

ცნობადობის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად ფიქსირდებოდა მოთხოვნის ზრდა ბიზნესის მხრიდან. პროდუქტის შემდგომი განითარების მიზნით კი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო ფაქტორინგის ელექტრონული პორტალის შექმნა, რათა კომპანიებს უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებოდათ მომსახურების მიღება. 2019 წლიდან ბანკმა დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე ბიზნესს ვთავაზობთ თითქმის სრულად ციფრულ გარემოს, რის შედეგადაც ბიზნესის წარმომადგენელს ამ მომსახურების მისაღებად მხოლოდ ერთხელ სჭირდება ბანკში ვიზიტი, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტი, რა უპირატესობა აქვს ფაქტორინგს?

პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა არის უზრუნველყოფის გარეშე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის – პროდუქტის ფასი შედარებით ნაკლები იქნება სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით. ამ მიზნისთვის ბანკის რამდენიმე დეპარტამენტმა წარმატებით დაასრულა მუშაობა. ასევე, ამ პროდუქტით, თუ დაფინანსება გაიცემა მოთხოვნის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ბანკი შეისწავლის მხოლოდ დებიტორს (მყიდველს), დაფინანსებით ისარგებლებენ ახლად შექმნილი, საკრედიტო ისტორიის ან ნეგატიური საკრედიტო ისტორიის მქონე ბიზნესკომპანიები. ასევე დამატებით, ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით, შესაძლებელია უფრო მეტი დაფინანსების მიღება.

თქვენ ამბობთ, რომ ფაქტორინგი ინვოისების საფუძველზე დაფინანსების მიღებას გულისხმობს, ამისათვის არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა. რა არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც ბიზნესსუბიექტებმა ფაქტორინგით სარგებლობისთვის უნდა დააკმაყოფილონ?

ყველა მიმდინარე ბიზნესს, რომელსაც ექნება სტაბილური ან კარგი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკი მიმწოდებლის როლში კომპანიას დაუმტკიცებს  – ფაქტორინგის ლიმიტს, მოთხოვნის უფლებით, რომლის საფუძველზეც ბიზნესი  ნებისმიერი დებიტორული დავალიანების დაფინანსებას შეძლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბანკს კომპანია დებიტორის როლში ექნება შეფასებული,  მაშინ მისი ნებისმიერი მიმწოდებელი (აქ იგულისხმება საკრედიტო ისტორიის გარეშე ან ახლად შექმნილი კომპანია) შეძლებს ინვოისის საფუძველზე ბანკისგან დაფინანსების მიღებას. ამ შემთხვევაში ბანკი თავად ახორციელებს დებიტორებისგან ინვოისების თანხის შეგროვებას.

ფაქტორინგის მომხმარებლები არიან ბიზნესსაქმიანობით დაკავებული ადამიანები. ძირითადად როგორი ბიზნესი და რა სექტორები ინტერესდება ამ პროდუქტით?

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება შემდეგ ბიზნეს საქმიანობაში:

  • წარმოება;
  • საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია;
  • მშენებლობა;
  • ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები;
  • ტრანსპორტირება;

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ კომპანია ეწევა რეგულარულად პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად.

საინტერესოა ასევე რიცხვები… რამდენი მომხმარებელი სარგებლობს ამ პროდუქტით და რამდენია საერთო პორტფელი?

ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საქართველოში ეს პროდუქტი ბაზარზე ნაკლებად არის პოპულარული სხვა უკვე კარგად ნაცნობ სასესხო პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტენდენცია, რაც ბოლო წლებში შეიმჩნევა, გვაძლევს პროგნოზის შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ საკმაოდ დიდ ციფრებთან გვექნება საქმე.

ამჟამად, საქართველოში ამ სერვისს მხოლოდ სამი ბანკი სთავაზობს ბიზნესს და FCI-ის (ფაქტორინგის გლობალური წარმომადგენელი) 2019 წლის რეპორტის მიხედვით, ამ პროდუქტის პორტფელმა საქართველოში შეადგინა 137 მილიონი ევრო, რაც წინა წელთან შედარებით არის 398%-იანი ზრდა. ამ ზრდით საქართველო არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლო სიახლე რაც ფაქტორინგთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა განახორციელა, არის მისი გაციფრულება. რა შედეგს ელოდებით ამ ნაბიჯით?

პირველ რიგში, ველოდებით რომ ამ პროდუქტის მიმართ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი და მოთხოვნა. საბრუნავი კაპიტალის შესავსებად ბიზნესი პრიორიტეტს ანიჭებდა საკრედიტო ხაზს ან სესხს, რადგან ფაქტორინგის თითოეული ინვოისის დაფინანსებისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს უწევდათ საბუთების წარმოდგენა და ბანკში ვიზიტი, რაც ამ პროდუქტს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

საქართველოს ბანკის მიერ ამ პროდუქტის გაციფრულება არის პირველი ნაბიჯი როგორც ბანკისთვის, ასევე ბაზრისთვის. სამომავლოდ ბანკი გეგმავს ამ პროდუქტის ფარგლებში ცალკეული ინვოისების დაფინანსების პარალელურად, ბიზნესს შეთავაზოს  პორტფელის დაფინანსება (სხვადასხვა დებიტორებთან არსებული მისაღები თანხების საფუძველზე)  და დებიტორული დავალიანების მენეჯმენტის სერვისი, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, სტარტაპ კომპანიებისთვის. ამ სერვისით ისინი ეფექტურად შეძლებენ მთლიანი პორტფელის მართვას ელექტრონული პორტალის საშუალებით და არ დასჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ კომპანიის ლიკვიდობის გაუმჯობესებას.

პარალელურად, ბანკი დაიწყებს მუშაობას სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მიზნით, რომ კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფოსთან, ახორციელებენ მათთან პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურებას და შესაბამისად ქმნიან დებიტორულ დავალიანებას, მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. ამ შემთხვევაში მოვიაზრებთ, რომ ყველა მცირე და საშუალო კომპანია იქნება უფრო ლიკვიდური და მოქნილი, რაც მათი წარმატების და განვითარების საფუძველი გახდება.  

Previous Post

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის 40%-იანი წილი გაყიდა

Next Post

შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

მაგდა დოლიძე

Next Post
შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result