Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Peugeot-ს ახალი სიცოცხლე

by Forbes.ge
February 28, 2021
in კომპანიები
0
Peugeot-ს ახალი სიცოცხლე
0
SHARES
0
VIEWS

ფრანგული ავტომწარმოებლის, Groupe PSA-ს გამოცოცხლების შემდეგ კარლოს ტავარესი გლობალურ გიგანტებს ეპაექრება, რისთვისაც ფსონს უახლეს საწარმოო ტექნიკებზე დებს და ისეთ სერვისებს ყიდის, სხვა კომპანიათა მანქანებიც რომ გამოიყენებენ. 

სწრაფიპასუხია საჭირო: რა მოგდით თავში, როცა ფრანგულ ავტომწარმოებელ Peugeot-ზე ფიქრობთ? ხარისხი? ალბათ არა. ტექნიკური ღირსებები? ნაკლებად სავარაუდოა. ინოვაციაზე რას იტყვით? ჰმმ, ვეჭვობ.

ამდენად, კარლოს ტავარესის გულწრფელობა დასაფასებელია. ის ფრანგული Groupe PSA-ის აღმასრულებელი დირექტორია – კომპანიისა, რომელიც Peugeot-ს, Citroën-ისა და DS-ის ბრენდის ავტომობილებს აწარმოებს და, გაყიდვების თვალსაზრისით, გლობალურ ბაზარზე მეათე ადგილი უკავია. „დინოზავრები ვართ, – ამბობს ტავარესი თავისი 207 წლის კომპანიის შესახებ, რომელიც მანქანებამდე ყავის საფქვავებსა და ველოსიპედებს აწარმოებდა. ,- თუ არ გვინდა, დინოზავრებივით გადავშენდეთ, ახლებური მეთოდებით უნდა ვიმუშაოთ“.

როგორ უნდა შეძლოს მეორეხარისხოვანმა ფრანგულმა ავტოკომპანიამ კონკურენცია Uber-ისა და Tesla-ს ეპოქაში? ტავარესის სტრატეგია ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი ინოვაციურ, დინამიკურ ეფექტიანობას გულისხმობს. ხარჯე ჭკვიანურად, მაგრამ გარისკე და ისეთი საწარმოო მეთოდებიც სცადე, როგორიც 3-D ბეჭდვაა; ნურც ისეთ არაკონვენციურ ბიზნესშესაძლებლობებზე იტყვი უარს, როგორიც ე.წ. მანქანათა გაზიარების სერვისებისთვის იაფი, გენერიკული ავტომობილების მიყიდვაა. სტრატეგიის მეორე ასპექტი გაფართოებული სამომხმარებლო ბაზის შექმნას უკავშირდება. PSA-ს სურს, მანქანების შემთხვევითი მყიდველები თავისი Free2Move-ის სერვისით ტრანსპორტირების მუდმივ გამომწერებად აქციოს, ხოლო ამ სერვისის მიზანია, იყოს მსოფლიო მასშტაბის აპლიკაცია, რომელიც გააერთიანებს ყველაფერს – მანქანის გაზიარებითა და გაქირავებით დაწყებული, კორპორაციული მანქანების მენეჯმენტით დამთავრებული. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, Free2Move-ი მხოლოდ PSA-ს ბრენდებით არ შემოიფარგლება. შესაბამისად, ის ერთგვარ ტროას ცხენად გვევლინება ტავარესის გეგმებისთვის, კვლავ შევიდეს ამერიკულ ბაზარზე, სადაც 26 წელია, PSA-ს მანქანები არ გაუყიდია.

არადამაჯერებლად ჟღერს? შესაძლოა. მაგრამ ჭკიანური გზაა, რომლითაც ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე საზრიან ლიდერს ცუდი ხელის კარგად თამაში შეუძლია. მოკლედ, შეიძლება, გაამართლოს.

ბოლო-ბოლო, ტავარესს აქვს საქმეების სასიკეთოდ წარმართვის გამოცდილება. Renault-Nissan Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორის, კარლოს გოსნის, ერთ დროს მთავარმა ლეიტენანტმა ხმაურიანად მიატოვა სამსახური მას მერე, რაც 2013-ის აგვისტოში რეპორტიორს უთხრა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მინდოდაო. სურვილი აუხდა: რამდენიმე თვეში ის ლამის გაკოტრებული PSA-ს ხელმძღვანელად შეარჩიეს.

PSA-ს გამოსაცოცხლებლად, საკუთარ თავს სამი წელი მისცა, თუმცა ორიც ეყო. საწარმოო სივრცის კონსოლიდირებითა და წარმოების უფრო ეფექტიანი მართვით, რასაც მისი წინამორბედის მიერ 11,200 სამუშაო ადგილის გაუქმებაც ემატებოდა, ტავარესმა PSA-ს ფიქსირებული დანახარჯები $1.4 მილიარდით შეამცირა, ხოლო წარმოების კრიტიკული მოცულობის წერტილი 2.6 მილიონი ავტომობილიდან 1.6 მილიონამდე დაიყვანა (2016-ში კომპანიამ 3.1 მილიონი ავტომობილი გაყიდა). ეს დანაზოგები, ახალ მოდელებზე არსებულ მაღალ ფასებთან ტანდემში, PSA-ს დაეხმარა, ოპერაციული მარჟები 2.8%-დან (2014-ში) 6%-ზე აეყვანა 2016-ში, რაც ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

PSA ახლად წამოჩიტული იყო, რომ გასულ მარტს ტავარესმა ინდუსტრია კიდევ ერთხელ გააკვირვა, როცა General Motors-ის კარგა ხნის შეჭირვებული განყოფილების, Opel/Vauxhall-ის შესყიდვის მიზნით, $2.6-მილიარდიანი (მიმდინარე გაცვლითი კურსით) გარიგება გაჩარხა.

ეს პრეტენზიული და ხმაურიანი სვლა იყო. ლამის ოცი წელია, Opel/Vauxhall-ი ფულს კარგავს, მაგრამ ტავარესს სჯერა, რომ ამის გამოსწორება შეუძლია: მის მიმართაც იმავე საწარმოო ეფექტიანობას გამოიყენებს, რაც PSA-სთვის გამოიყენა, და, თუ საქმე კარგად წავიდა, ეს შენაძენი ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, PSA-ს პოზიციებს გაამყარებს (გერმანელები ფრანგულ მანქანებს ისეთივე ენთუზიაზმით ეტანებიან, როგორითაც ფრანგები – გერმანულ ყველს). მას მერე, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ტავარესი მოვიდა, PSA-ს აქციები, რომლებიც, უმეტესად, პარიზში იყიდება, თუმცა შეზღუდული ოდენობით – ამერიკის არაცენტრალურ ბირჟებზეც, სულ ცოტა, 55%-ით ავარდა და ბოლო დროს თითო აქციის ფასი 18 ევროს უტოლდება, რისი წყალობითაც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $19.7 მილიარდი შეადგინა.

მართალია, ტავარესი სასიკეთო ცვლილებებს ხელმძღვანელობს, ის მაინც გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. $63-მილიარდიანი შემოსავლით, PSA საკმარისად დიდი ვერ არის, ისეთი წამყვანი გლობალური მოთამაშეების კვლევისა და განვითარების ბიუჯეტს რომ გაუწიოს კონკურენცია, როგორიც გახლავთ Volkswagen-ი ($253 მილიარდი გაყიდვებით), Toyota Motors-ი ($248 მილიარდი) და General Motors-ი ($166 მილიარდი). PSA მეტისმეტადაა ევროპაზე დამოკიდებული. ჩინეთში, მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, მისი გაყიდვები მკვეთრად ეცემა: 2017-ის უახლესი მონაცემების თანახმად – 49%-ით. ხოლო მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ბაზარზე, შეერთებულ შტატებში, ის საერთოდ არც კი ყიდის მანქანებს.

„პეჟოს კვლავ გასტანჯავს ის პრობლემები, რაც საშუალო დონის ავტომწარმოებლებს მუდმივად სტანჯავთ, ასეთ პრობლემათა რიცხვშია სირთულეები, გასწვდე ახალ ძრავებსა და ელექტრომანქანების პლატფორმებს, – ამბობს Gartner-ის ავტოკვლევის დირექტორი, მაიკ რემზი. – მაგრამ მათ აქვთ უნარი, იყვნენ პირველი მამოძრავებლები ბიზნესის იმ ნაწილში, რომელიც ახლა იცვლება, და შეუძლიათ, სულაც, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ექსპერიმენტები დაბრკოლებების გარეშე ატარონ“.

ავიღოთ, მაგალითად, მანქანათა გაზიარება. Morgan Stanley-ს თანახმად, 2030 წლისთვის გაზიარებულმა მანქანებმა შეიძლება, გლობალურ დონეზე გავლილი მილების 26% შეადგინოს, არადა, 2015-ში ეს მაჩვენებელი 4%-ს უდრიდა. PSA-ს ამგვარი სერვისების პროვაიდერობა სურს და უკვე ჰყავს კიდეც მილიონი მომხმარებელი საფრანგეთში დაფუძნებულ მანქანათა გაზიარების ისეთ მოთამაშეებთან თანამშრომლობის წყალობით, როგორიც TravelCar-ი და Koolicar-ი არიან.

ცხადია, ყველა სხვა ავტომწარმოებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ სილიკონის ხეობის ურიცხვ სტარტაპზე, მსგავსი თამაშის წარმართვას ცდილობს. მარჟები უფრო მაღალია (დაახლოებით 50% ციფრულ აპლიკაციებზე და სულ რაღაც 4% $30,000-იან მანქანაზე), მაგრამ წარმატება ფართო სამომხმარებლო ქსელის შექმნაზეა დამოკიდებული.

სწორედ აქ აქვს PSA-ს გარკვეული უპირატესობა. მრავალ ქალაქსა თუ ქვეყანაში მანქანის გაზიარების ბევრი ლოკალური სერვისის ოპერირების ნაცვლად, მას უნდა, აგრეგატორად მოგვევლინოს და ერთი აპლიკაციით უზრუნველგვყოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მანქანა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი პროვაიდერისგან დავჯავშნოთ. თებერვალში ჩაშვებულ Free2Move-ის აპლიკაციას 300,000 მომხმარებელი ჰყავს და შვიდი ქვეყნის 18 ქალაქის პროვაიდერისაგან გვთავაზობს სერვისებს. მასშტაბების გაზრდას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ტავარესის მიზანია, 2021 წლისთვის გაზიარებული მგზავრობის სერვისებიდან კომპანიამ $300 მილიონის ტოლფასი შემოსავალი მიიღოს. უფრო დიდი იდეა მომხმარებლებთან სამუდამო ურთიერთობების აწყობაში მდგომარეობს: ამისათვის კომპანიამ მათ ყველაფერი უნდა შესთავაზოს – ნახმარი მანქანების გაყიდვებითა და კორპორაციული ავტომობილების შეკეთება-გამართვით დაწყებული, ავტონაწილებით დამთავრებული, თანაც ამან არა მხოლოდ PSA-ს დამზადებული მანქანები, არამედ ყველა ავტობრენდი უნდა მოიცვას.

მანქანათა გაზიარების სერვისების სახით, ტავარესი აშშ-ის ბაზარზე ფეხაკრეფით დაბრუნების საშუალებას ხედავს. და კვლავაც – ეს არაკონვენციური მიდგომაა. ნაცვლად იმისა, მილიარდები ქარხნების აშენებასა და დილერთა ქსელების გამართვაზე დახარჯოს, ის იმით იწყებს, რომ სხვა ბრენდების მანქანებზე წვდომას ყიდის. დროთა განმავლობაში ის ამ გაზიარებულ მანქანებს PSA-ს ბრენდსაც დაუმატებს და ათი წლის შემდეგ PSA მზად იქნება, ამერიკაში ისევ გაყიდოს თავისი მანქანები. დილერთა ტრადიციული ქსელის გარეშე, PSA-ს აქვს ფუფუნება, გამოიგონოს ციფრული გაყიდვების ახალი არხი, რომელიც თანამედროვე მომხმარებლების მოთხოვნებს მოერგება, – ამბობს ამერიკელი აღმასრულებელი ლარი დომინიკი, რომელიც ამ მცდელობებს უდგას სათავეში. – ისე კი არაა, რომ 500 ან 1,000 დილერი მყავდეს, რომელთა დარწმუნება მომიხდებოდა, რომ ბიზნესი ახლებურად გვეკეთებინა“.

ამავე სტილში, PSA-ს საწარმოო ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ტავარესი მზადაა, იყოს საცდელი ვირთხა ინდუსტრიული მასშტაბის 3-D ბეჭდვაში. ამ მომენტამდე, ავტომწარმოებლები 3-D ბეჭდვას, უმეტესად, პროტოტიპის პლასტიკური ნაწილებისთვის იყენებდნენ. მაგრამ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და უკვე უფრო დიდი ხელსაწყოებიც არსებობს, რომელთაც სხვადასხვა დახვეწილი მასალისგან, მათ შორის, ლითონებისგან, უფრო დიდი კომპონენტების შექმნა შეუძლიათ. PSA კალიფორნიული სტარტაპ Divergent3D-ის პირველი პარტნიორია, რომლის დამფუძნებელმა, კევინ ჩინგერმა, იპოვა გზა, თუ როგორ უნდა შექმნას მსუბუქი მანქანის ჩარჩო 3-D-ში ამობეჭდილი ისეთი კომპლექსური ლითონის ნაერთებისგან, როგორიცაა „დამაკავშირებელი ქსოვილი“, რომელიც მანქანის ნახშირჟანგის ბოჭკოთა სტრუქტურაზე, იმავე „ძვლებზე“, მაგრდება.

Divergent3D პირობას იძლევა, რომ ტრადიციულ საწარმოო ხარჯებს 80%-ით (!) შეამცირებს. მის ტექნოლოგიას მართლაც აქვს პოტენციალი, მასობრივი წარმოების ეკონომიკა შეცვალოს და აზრიანი (და მოგებიანი) გახადოს მანქანების მცირე პარტიებად (10,000 ან 20,000 ცალის) წარმოება, რაც დღეს, ტრადიციული მეთოდებით მომუშავე $1-მილიარდიან ქარხანაში უაზრობაა.

ამგვარი ინოვაციურობა სასიამოვნო აღელვებას იწვევს ტავარესში, რომელსაც ფსონი PSA-ს მიკროქარხნებზე უდევს; ეს მიკროქარხნები ისეთ შორეულ ქვეყნებში უნდა აშენდეს, სადაც ადგილობრივი წარმოებაა საჭირო ან კი ისეთ გაჭირვებულ ქალაქებში, რომელთაც, ხალხის გადაადგილების მიზნით, გასაზიარებელ მანქანათა პარტიები სჭირდებათ. „ჩვენ ინდუსტრიის რადიკალურ ცვლილებებზე ვლაპარაკობთ“, – ამბობს ტავარესი.

მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის მიაგნებს ვინმე გზას, 3-D ლითონების ბეჭდვა ავტომობილებისთვის გამოიყენოს და ამ საქმეს ინდუსტრიული მასშტაბი მიანიჭოს. თავისუფლად შესაძლებელია, ეს ადამიანი თავად ტავარესი იყოს.

„ტავარესი მოშიებულია“, – ამბობს ჩინგერი.

როგორც დინოზავრთა უმეტესობა. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც გადარჩნენ. 

Previous Post

100 Years Of The U.S. Economy

Next Post

ოქტომბერში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ოქტომბერში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა

ოქტომბერში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result