Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

პეკინის ოლიმპიადა: სპორტსმენები, დოლარები და დრამა

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in მსოფლიო, სპორტი, ყველა სიახლე
0
პეკინის ოლიმპიადა: სპორტსმენები, დოლარები და დრამა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ, არცერთი ოლიმპიადა არ ჩაივლის პრობლემების გარეშე, თუმცა მიმდინარე წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, დიდწილად კი მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, რის მიზეზადაც მან აზიური სახელმწიფოს მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევა დაასახელა. აშშ-ს მალე სხვა ქვეყნებიც, მათ შორის კანადა და დანია შეუერთდნენ.

რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა კორონავირუსის პანდემია, რის გამოც ჩრდილოეთ ამერიკის ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, NHL-მა გადაწყვიტა, საკუთარ მოთამაშეებს ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიაღებინოს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით და ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად მკაცრი ზომები მიიღო და, აზიური ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, შედეგად, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ფარგლებში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ყოველივე ზემოხსენებულთან ერთად, ოლიმპიადის ოფიციალურ აპლიკაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხარვეზები აქვს, რამაც შესაძლოა, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაჟონვა გამოიწვიოს.

დოლარები

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე 12 ქვეყანა, მათ შორის იტალია, კვიპროსი, ბულგარეთი, თურქეთი, მალაიზია, ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი, ესტონეთი, კოსოვო, ჩეხეთი და ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი საკუთარ სპორტსმენებს ექვსნიშნა ფულად პრიზებს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოლიმპიურ პოდიუმზე ასვლას მოახერხებენ.

ჩინეთის დედაქალაქმა 2008 წლის ზაფხულის თამაშებისთვის მოწყობილი რამდენიმე ადგილის გამოყენების შედეგად ხარჯების შემცირება შეძლო. ერთადერთი მასშტაბური ახალი დახურული ნაგებობაა ეროვნული საციგურაო ოვალი, რომელსაც „ყინულის ლენტის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. როგორც ცნობილია, ის 12,000 გულშემატკივარს იტევს.

ჩინეთის სპორტული მარკეტინგის წარმომადგენლებმა თითქმის ორი წელი გაატარეს პანდემიის შედეგად შექმნილი გარემოების კარგად შესასწავლად, რათა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ და საკუთარი ბიზნესის გაციფრულება დაეჩქარებინათ.

სპორტსმენები

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე აშშ-ის გუნდის სახეა ფიგურული მოციგურავე ნათან ჩენი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილე სპორტის სამ ვარსკვლავს შთამბეჭდავი ბიზნესპორტფელი აქვს. შონ უაიტმა, ამერიკელმა პროფესიონალმა სნოუბორდერმა და სკეიტბორდერმა ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში, რომლის მიზანიც საკვების ნარჩენების შემცირებაა. მან ასევე გამოუშვა „ჯერკი“ საქონლის ხორცის გემოთი და ბრენდი Whitespace-ი დააფუძნა.

აილინ გუ, თავისუფალი სტილით მოთხილამურე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბადებული, თავის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთის სახელით ასპარეზობს. მან ახლახან კონტრაქტი გააფორმა ტექნოლოგიურ კომპანია Therabody-სთან, რომელიც მომხმარებლებს ჯანსაღის ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებებს სთავაზობს. სნოუბორდერი ქლოი კიმი, რომელიც ჰალფპაიპის მოქმედი ჩემპიონია, აშშ-ის იმ სპორტსმენი ქალების ტოპ-14-ეულში შედის, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობაა წარმოდგენილი. აქედან ქართველი სპორტსმენები სამ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში, ციგაობასა და სამთო თხილამურობაში ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნიდან ოლიმპიურ თამაშებზე ექვსი მოციგურავე გამოდის. მათ შორის ანასტასია გუბანოვა და მორის ყვითელაშვილი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ასევე მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – წყვილებს შორის.

რაც შეეხება სამთო-მოთხილამურეებს, ამ სახეობაში საქართველოს ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე წარადგენენ. ჩვენი ქვეყნის სახელით ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

Previous Post

9 მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შესაძლოა არ იცით ან დაგავიწყდათ პეკინის ოლიმპიური თამაშების შესახებ

Next Post

12 ქვეყანა, რომლებიც საკუთარ ოლიმპიელებს ოქროს მედლის მოგებისათვის 6-ნიშნა ბონუსს გადაუხდის

იზა გვარამაძე

Next Post
12 ქვეყანა, რომლებიც საკუთარ ოლიმპიელებს ოქროს მედლის მოგებისათვის 6-ნიშნა ბონუსს გადაუხდის

12 ქვეყანა, რომლებიც საკუთარ ოლიმპიელებს ოქროს მედლის მოგებისათვის 6-ნიშნა ბონუსს გადაუხდის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result