Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

12 ქვეყანა, რომლებიც საკუთარ ოლიმპიელებს ოქროს მედლის მოგებისათვის 6-ნიშნა ბონუსს გადაუხდის

by Davit Tsiramua
აპრილი 13, 2022
in მსოფლიო, სპორტი, ყველა სიახლე
0
12 ქვეყანა, რომლებიც საკუთარ ოლიმპიელებს ოქროს მედლის მოგებისათვის 6-ნიშნა ბონუსს გადაუხდის
0
SHARES
0
VIEWS

ოლიმპიადებზე მოასპარეზე სპორტსმენთა უმრავლესობა ხშირად მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე არის დამოკიდებული. არათუ სახელმწიფოების, არამედ სპონსორების ფინანსებიც კი მათი მთელი წლის ვარჯიშის, ეკიპირების, სამედიცინო და მოგზაურობის ხარჯებს იშვიათად თუ ფარავს. თუმცა, თუკი იღბლიანი ხარ და შენს სპორტულ წარმატებასთან ერთად, „სწორ“ ადგილასაც დაიბადე, მაშინ შესაძლოა, ოქროს მედლის აღებისათვის კარგი ბონუსიც გადაგიხადონ.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 15 სხვადასხვა სპორტის სახეობაში პოტენციური 327 მედლის მოპოვებისათვის საკუთარ სპორტსმენებს ძალიან ბევრი სახელმწიფო დააჯილდოებს. ამერიკული Forbes-ი პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე 91 მონაწილე სახელმწიფოს ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რამდენი მათგანი აპირებს წარმატებული მოასპარეზეებისათვის დამატებითი ბონუსების გადახდას. აღმოჩნდა, რომ, არც მეტი არც ნაკლები, 32 სახელმწიფოს დადასტურებულად აქვს დაწესებული წამახალისებელი პრიზები საკუთარი ოლიმპიელებისათვის. თუმცა ზოგისათვის ეს პრიზი ექვსნიშნა ფულადი ბონუსია, ზოგისთვისაც კი ბევრად ნაკლები.

Source: Source: National Olympic committees and government agencies

Forbes Georgia იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომლებიც ოქროსმედალოსან  ოლიმპიელებს საკმაოდ ხელგაშლილად დააჯილდოებენ. ერთ-ერთი ასეთი გულუხვი სახელმწიფო თურქეთი გამოდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელს 380 000 აშშ დოლარს გადაუხდის. 642 000 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი აქვს დაწესებული ჰონგ-კონგსაც, რომელიც ჩინეთისაგან დამოუკიდებლად ასპარეზობს. მაგრამ ეს პრიზები მეტწილად თეორიული უფროა, რადგანაც მათ წარმომადგენლებს ოქროს მედლის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.

ოლიმპიადის ერთ-ერთი დომინანტი წარმომადგენელი, შეერთებული შტატები საკუთარ სპორტსმენებს ოქროს მედლის მოპოვებისათვის 37 500 აშშ დოლარით, ვერცხლის მედლისათვის 22 500 აშშ დოლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის 15 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს. თუმცა საგულისხმოა, რომ ამერიკელ სპორტსმენებს გარდა ამისა უამრავი ბენეფიტი აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის სახით, რომლის ხარჯებსაც შეერთებული შტატების ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტები ფარავს.

238 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს ოქროსმედალოსანს  მალაიზია, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მეორე ზამთრის ოლიმპიადაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, თუკი სპორტსმენები ოქროს მედალს დაეუფლებიან, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურ 1 200-დოლარიან დახმარებას მიიღებენ.

201 000 აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი იტალიას ტრიუმფატორებისათვის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის საკმაოდ კარგ ასპარეზობას ყველა ოლიმპიადაზე, ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება. მაგალითად, გასულ ოლიმპიადაზე იტალიამ ბონუსების სახით საერთო ჯამში 9 მილიონი აშშ დოლარი დაარიგა. საინტერესოა, რა შედეგებს მიაღწევენ იტალიელი ოლიმპიელები მიმდინარე ოლიმპიადაზე.

დაახლოებით 160 000 აშშ დოლარით დააჯილდოებენ საკუთარ წარმატებულ სპორტსმენებს კვიპროსში, უნგრეთსა და ლატვიაში. ბულგარეთსა და ლიეტუვას კი 143 000 აშშ დოლარი აქვთ გამოყოფილი.

მალაიზიის მსგავსად, მხოლოდ მეორე ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობს კოსოვოს გუნდიც, რომლის ოქროსმედალოსანი 123 000 აშშ დოლარის ბონუსს მიიღებს. საინტერესოა, რომ ოლიმპიური რეკორდის მოხსნისათვის კოსოვოელი ოლიმპიელი დამატებით 112 000 აშშ დოლარს მიიღებს. 110 000 აშშ დოლარს კი ესტონელი და ჩეხი სპორტსმენები მიიღებენ წარმატებული გამოსვლისათვის. როგორც ხედავთ, გულუხვ სახელმწიფოებს შორის ევროპული ქვეყნები ლიდერობენ.

Previous Post

პეკინის ოლიმპიადა: სპორტსმენები, დოლარები და დრამა

Next Post

YouTube-ი უკრაინაში მცხოვრები პრორუსი სეპარატისტების ანგარიშებს ხურავს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
YouTube-ი უკრაინაში მცხოვრები პრორუსი სეპარატისტების ანგარიშებს ხურავს

YouTube-ი უკრაინაში მცხოვრები პრორუსი სეპარატისტების ანგარიშებს ხურავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Recent News

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result