Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

პარტნიორებისთვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე Lenovo-მ ახალი კომპლექსური ხედვა – ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის – წარმოადგინა

by იზა გვარამაძე
December 25, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
პარტნიორებისთვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე Lenovo-მ ახალი კომპლექსური ხედვა – ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის – წარმოადგინა
0
SHARES
0
VIEWS

Lenovo-მ, Microsoft-ისა და Intel-ის მხარდაჭერით, პარტნიორებისთვის Lenovo Tech Event-ს უმასპინძლა საქართველოში, სადაც კომპანიის ექსპერტები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები. კონფერენციის განმავლობაში Lenovo-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს კომპანიის უახლესი გადაწყვეტები და ახალი „AI ყველასთვის“ კონცეფცია გააცნეს, რომლის მიზანი მომხმარებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის ზრდაა. „AI ყველასთვის“ ინტელექტუალური მოწყობილობების ისეთ ფართო სპექტრს აერთიანებს, როგორებიცაა, ერთი მხრივ პერსონალური კომპიუტერები, პლანშეტები და სმარტფონები ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, მეორე მხრივ კი, ხელოვნური ინტელექტისთვის ოპტიმიზირებული ინფრასტრუქტურა, გადაწყვეტები და სერვისები.

ევგენი ტროცენკომ, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში Lenovo Intelligent Devices Group-ის (IDG) გენერალურმა დირექტორმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში კომპანიის სამომავლო გეგმებზე, წარმოების გაფართოებასა და R&D-ს მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ Lenovo წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერების უმსხვილეს მიმწოდებელს მთელს მსოფლიოში, რომელიც მუდმივად განაგრძობს განვითარებასა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქციის, მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას.

თავის მხრივ, დავით ზირაქაშვილმა, Lenovo-ს სამომხმარებლო მოწყობილობების გაყიდვების წარმომადგენელმა საქართველოსა და სომხეთში, კომპანიის ახალი პროდუქცია წარადგინა. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ Lenovo მსოფლიოში AI გადაწყვეტების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომწოდებელს წარმოადგენს, რომელმაც ამ სფეროს განვითარება 2017 წელს დაიწყო, სამომავლოდ კი კომპანია დამატებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს AI გადაწყვეტების განვითარებაში, რათა ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტი კორპორაციული და კერძო მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ მონაცემთა უსაფრთხოება და მომხმარებელთა კონფიდენციალურობა სრულად იყოს დაცული, Lenovo-ს ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ მოწყობილობაში იმუშავებს, გაიწვრთნება კონკრეტული მომხმარებლის მონაცემების მიხედვით ან კომპანიის/საწარმოს მონაცემებზე დაყრდნობით და გარანტირებულად დაცული იქნება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პირველად გამოიყენა Lenovo-ს სპეციალური LA AI ჩიპი Legion Pro 7/7i და Legion Pro 5/5i გეიმინგ ლეპტოპებში, რომლებიც წლის დასაწყისში იქნა წარდგენილი. LA AI ჩიპზე მომუშავე ჩაშენებული AI Engine+ პროგრამა სისტემის მუშაობის პარამეტრების ოპტიმიზაციისთვის მანქანურ სწავლებას იყენებს. სექტემბერში ბერლინში გამართულ გამოფენაზე – IFA, კომპანიამ წარადგინა Lenovo Legion 9i – მსოფლიოში პირველი სათამაშო ლეპტოპი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. მას ასევე აქვს ჩაშენებული თხევადი გაგრილების სისტემა.

ამასთანავე, სპიკერის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გეიმინგ მოწყობილობების ახალი ხაზის – საწყისი დონის Lenovo LOQ ლეპტოპებისა და Legion Go პორტატული სათამაშო კონსოლის პრეზენტაციას, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია პარტნიორ საცალო ქსელებში.

პროდუქციის პორტფელის გარდა, Lenovo მომხმარებელს დამატებითი საგარანტიო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მაგალითად, შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP), რომელიც იცავს მოწყობილობებს დაზიანების ისეთი ფართო სპექტრისგან (დავარდნა, კლავიატურაზე სითხის დაღვრა და LCD ეკრანის დაზიანება), რომელიც გარანტიის ფარგლებს ცდება. ADP ზოგავს 80%-მდე სარემონტო ხარჯს და უზრუნველყოფს მრავალჯერად სერვისის გამოძახებასა და პროდუქტის სრულ შეცვლასაც კი.

Lenovo-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა საპროექტო მიმართულებით საქართველოსა და სომხეთში, გიორგი კაპანაძემ, ბიზნეს მოწყობილობების სამოდელო ასორტიმენტზე ისაუბრა, რომელიც ისეთ ცნობილ ხაზებს მოიცავს, როგორებიცაა ThinkPad, ThinkBook, ბიუჯეტური V-სერიის ლეპტოპები, ThinkStation სამუშაო სადგურები, ThinkVision მონიტორები, all-in-one მოწყობილობები – ThinkCentre, ასევე წარმოადგინა ფლაგმანი ThinkPad X1 Fold დრეკადი ეკრანით და ThinkPad X1 Carbon Gen 12 (2024 წლის მოდელი, რომელიც გლობალურად გასულ კვირას დაანონსდა).

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შორის Lenovo-ს კომპიუტერების პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი საიმედოობაა. Lenovo-ს ყველა მოწყობილობის მდგრადობა და გამძლეობა საგულდაგულოდ არის შემოწმებული. ინდუსტრიის კვლევა აჩვენებს, რომ ყველა სხვა მთავარ კონკურენტთან შედარებით, Lenovo-ს პროდუქტებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ შეკეთება. Lenovo ThinkPad ლეპტოპები გადის როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის MIL-STD 810H 12 სამხედრო სტანდარტის შესაბამის ტესტირებას, ისე ექსტრემალურ პირობებში მუშაობის 200-ზე მეტ შემოწმებას.

ღონისძიების ცალკეული ნაწილი რეგიონში არსებულ პარტნიორებთან მუშაობისთვის განკუთვნილ Lenovo 360 პროგრამის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც Lenovo-სა და პარტნიორებს შორის ინტერაქციის პროცესის ოპტიმიზაციას ემსახურება.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია Lenovo Partner Hub-ის შესაბამის სექციაში.

დასასრულს, ღონისძიების სადემონსტრაციო სივრცეში, Lenovo-მ კორპორაციული პროდუქტების პორტფელიდან უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციები წარადგინა, მათ შორის ThinkPad X1 Fold, ThinkPad X1 Yoga, ThinkPad X1 Carbon, კომერციულ სექტორში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის სამუშაო სადგურები და მონიტორები. ღონისძიების სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და გამოეცადათ ახალი მოდელები: Legion 9i, Legion Slim 7 და Lenovo LOQ სათამაშო ლეპტოპები, პორტატული სათამაშო კონსოლი – Legion Go; თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლეპტოპები კრეატორებისა და დიზაინერებისთვის – Yoga Pro 9, Yoga 7 და Yoga Slim 6, ტაბლეტები და სხვა მოწყობილობები. S

Lenovo (HKSE: 992) (ADR: LNVGY) წარმოადგენს კომპანიას, რომლის ბრუნვაც 62 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს. კომპანიას 180 ბაზარზე 77000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Lenovo წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ლეპტოპების მიწოდებაში. დღესდღეობით კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს: კომპიუტერებს, პლანშეტებსა და მობილურ მოწყობილობებს, სმარტფონებს, მონიტორებს, აქსესუარებს, სერვერულ აღჭურვილობას და IT ინფრასტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფას, სუპერკომპიუტერებს; ხელოვნურ ინტელექტზე, მართულ სერვისებზე და XaaS სერვისებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს. Lenovo-ს აქვს 18 შიდა R&D ცენტრი და 35-ზე მეტი საწარმო მთელს მსოფლიოში, მათ შორის შიდა და ერთობლივი საწარმოები და ODM წარმოება. Lenovo-ს გლობალური პარტნიორების ქსელი მოიცავს 23000-ზე მეტ კომპანიას. შედეგად, Lenovo იკავებს მე-8 ადგილს მიწოდების უმსხვილესი ჯაჭვების გლობალურ რეიტინგში და პირველ ადგილს აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე 50 საკონტაქტო ცენტრი ხელს უწყობს კლიენტების მომსახურებას მთელს მსოფლიოში. Lenovo საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს.

Previous Post

მცირე და საშუალო ბიზნესებს 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ბანკის ახალი სესხით და მიიღონ 2%-მდე ფასდაკლება დოლარსა და ევროში

Next Post

EV, ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც 2024 წელს გამოვა

იზა გვარამაძე

Next Post
EV, ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც 2024 წელს გამოვა

EV, ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც 2024 წელს გამოვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result