Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ოქრო და ინფლაცია – რაინერ პრეისის Op-Ed-ი

by იზა გვარამაძე
July 26, 2022
in ოპედი, ყველა სიახლე
0
ოქრო და ინფლაცია – რაინერ პრეისის Op-Ed-ი
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის უმსხვილესი ბანკის, JP Morgan-ის დამფუძნებელმა, ჯონ პირპონტ მორგანმა თქვა: „ოქრო ფულია, სხვა დანარჩენი ყველაფერი კი კრედიტია“.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა და აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 40-წლიან მაქსიმუმს – 9%-ს აღწევს, საერთაშორისო ბირჟაზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ოქროს ფასი მცირდება.

საზოგადოდ ცნობილია, რომ ოქრო დოლართან უკუმიმართებაშია, ანუ როდესაც იგი ძლიერია, ოქრო სუსტია და პირიქით. ოქროს ფასი საპირისპიროდ რეაგირებს ამერიკული დოლარის რეალურ ღირებულებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქრო პირდაპირ არ არის დაკავშირებული ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთთან, არამედ ის ამ ორს შორის მიმართებასთანაა დაკავშირებული.

მიმდინარე წელს ოქროს ფაქსი ვოლატილობის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლით იყო გამორჩეული – უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, უნცია ოქროს ფასი 2000 დოლარამდე გაიზარდა, რაც მყარი და უსაფრთხო აქტივის ნარატივის გაძლიერებით იყო განპირობებული, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მოლოდინების გაუარესების ფონზე, აღმასვლის ტენდენცია მალევე შეწყდა და ოქროს ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია დაიწყო. აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ინვესტორები მეტ ყურადღებას დოლარს უთმობენ, რაც ოქროს ფასზე ზეწოლას ზრდის.

გასულ თვეს ოქროს ფასმა ცხრათვიან მინიმუმს მიაღწია, რაც ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მოლოდინს უკავშირდება.

საერთაშორისო ბირჟაზე აქტივების ფასებზე უკვე ასახულია რეცესიის განვითარების რისკები, თუმცა ჯერ რეალური მტკიცებულება იმისა არ არსებობს, რომ ჩვენ ბიზნეს ციკლის ვარდნის გარდა, სხვა რამეს ვიხილავთ.

გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის სწრაფმა გამკაცრებამ, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. საინვესტიციო სტრატეგოსების მსგავსად, აუცილებელია მაკრო შესაძლებლობებზე პირობითად და ჰიპოთეტურად ფიქრი ვისწავლოთ.

ინვესტორებმა წელს დასავლურ საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ოქროს ფონდებში პოზიციები მნიშვნელოვნად შეამცირეს, რადგან ოქროს ფასი რეალურ საპროცენტო განაკვეთზეა დამოკიდებული.

საპროცენტო განაკვეთები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ოქრო კონკურენციას უწევს ობლიგაციების ბაზარს (რომელიც ყველაზე დიდი ფინანსური ბაზარია მსოფლიოში). თუ თქვენ გაქვთ ფული და შეგიძლიათ მიიღოთ საპროცენტო განაკვეთი ობლიგაციების ყიდვით, რატომ მოგინდებათ ოქროში ინვესტირება? – ამის მიზეზი არ არსებობს. გირჩევნიათ, ობლიგაცია იყიდოთ და საპროცენტო განაკვეთი მიიღოთ. მაგრამ თუ რეალური განაკვეთი უარყოფითია და თქვენი ობლიგაციების პოზიცია რეალურად ფულს კარგავს, რადგან ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე თქვენი ობლიგაცია გიხდით, მაშინ თქვენ ოქროში ინვესტირებას გადაწყვეტთ.

დავუშვათ, რომ აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი 8%-ია, FED-ის ურისკო განაკვეთი არის 0%, ხოლო აშშ-ს სახაზინო 10-წლიანი ობლიგაცია არის 3% განაკვეთით. თუ ფიქრობთ, რომ უახლოეს წლებში ინფლაცია 8% ან უფრო მეტი იქნება, რატომ მოგინდებათ ობლიგაციების შეძენა და ფულის შეზღუდვა, რათა მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3% მიიღოთ.

1981 წელს ინფლაცია 10% იყო, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი კი 16%. აქედან გამომდინარე, ობლიგაციების შეძენით თქვენ პირდაპირ 6%-ს მიიღებდით. დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ობლიგაცია იმ დროს საინტერესო აქტივი იყო. ის იყო ყველაზე ლიკვიდური აქტივი, რომლითაც შეგიძლიათ ინვესტირება მოგეხდინათ ნებისმიერ შესაძლებლობაში, რომელიც წარმოიქმნებოდა თქვენ წინაშე და ის ასევე ყოველწლიურად 6%-ით აჭარბებდა ინფლაციას.

რეალური საპროცენტო განაკვეთი არის მონაცემი, რომელიც განაპირობებს ინვესტორების დამოკიდებულებას ნაღდი ფულის მიმართ. თუ რეალური საპროცენტო განაკვეთები დადებითია, ან თუნდაც უცვლელი, ინვესტორები ობლიგაციებს ქონების ღირებულების შესანარჩუნებლად გამოიყენებენ, რადგან ეს არის ყველაზე ლიკვიდური აქტივი და არის ლეგალური ანგარიშსწორების საშუალება. მაგრამ ნეგატიური რეალური საპროცენტო განაკვეთის პერიოდში, სადაც ჩვენ ვართ დღეს, ინვესტორები კარგავენ დიდ ფულს ობლიგაციების ფლობით და ისინი იძულებულნი არიან, ღირებულების შემნახველი სხვა აქტივი გამონახონ იმ პერიოდში, როდესაც რაიმე კარგ საინვესტიციო შესაძლებლობას ვერ პოულობენ.

ოქრო ეკონომიკური მუდმივია. ის არასდროს დაკარგავს ღირებულებას და არც დროთა განმავლობაში გაუფასურდება ვალუტის მსგავსად. ოქრო არ შეიცავს დეფოლტის და გაბანკროტების რისკს. ასე რომ, როდესაც აქტივები და საფონდო ბირჟა ეცემა, ოქრო ინარჩუნებს ფასს (ან იზრდება). ის პორტფელის ჰეჯირების შესანიშნავი საშუალებაა.

ოქროს ბირჟაზე აღმასვლის ტენდენციისთვის ჩვენ გვჭირდება: უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთი და აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირება, რაც უდავოდ გამოიწვევს ოქროს ფასის ზრდას. ეს პრინციპი მუშაობდა ბოლო 60 წლის განმავლობაში, თუ ეს კვლავ გაამართლებს, უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ვიხილოთ ოქროს ფასის მნიშვნელოვანი ზრდა.

მოკლევადიან და საშუალოვადიან ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ოქროს და S&P 500 თანაფარდობას. რიცხვი გიჩვენებთ რამდენი უნცია ოქრო იქნება საჭირო S&P 500 აქტივის შესაძენად ნებისმიერ თვეში, გრძელვადიანი საშუალო თანაფარდობით – 1.67 ოქრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად გამოიყურება.

Previous Post

Porsche-ს IPO, Tesla-სთან კონკურენცია და პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები: რა ელოდება VW-ს ახალ CEO-ს?

Next Post

Op-Ed: Gold and Inflation

იზა გვარამაძე

Next Post
ოქრო და ინფლაცია – რაინერ პრეისის Op-Ed-ი

Op-Ed: Gold and Inflation

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result