Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ოქრო: აკრძალული წამალი

by Davit Tsiramua
June 9, 2023
in მოსაზრება, ფორბს-მოსაზრება
0
ოქრო: აკრძალული წამალი
0
SHARES
0
VIEWS

ოქროს სტანდარტის თემის წამოწევა ეკონომიკის პროფესიისა და ფინანსური პოლიტიკის შემქმნელებს შორის სასტიკად აკრძალულია. კარგა ხანია, ამ ტაბუს დარღვევის დრო დადგა. ოქროზე დაფუძნებული მონეტარული სისტემა თავიდან აგვაცილებდა ჩვენს დღევანდელ პრობლემებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საუკუნის წინა ეკონომიკურ და საბანკო კატასტროფებზე.

ესეც თქვენი დაქენსელების კულტურა! წლების განმავლობაში ოქროს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები წარმატებით მოქმედებდა ჯორჯ ვაშინგტონის დროიდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე, კარგა ხანია, უდიდესი ტაბუა სამთავრობო და აკადემიურ წრეებში, სადაც ამ თემის განხილვაც კი დამცინავი უარყოფის საგანია.

ოქროს სტანდარტის ქვეშ ინფლაცია არასოდეს ხდება. ის ჩვენ გადაგვარჩენდა 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის უბედურებას, საპროცენტო განაკვეთების შემდგომ უპრეცედენტო ჩახშობასა და ფულის უხვად ბეჭდვას პანდემიამდე და მის დროს, რამაც მთელი ის არეულობა გამოიწვია, რომელშიც დღეს ვართ.

ფული ღირებულებას ზომავს, ისევე როგორც სასწორი ზომავს წონას, საათი – დროს და სახაზავები – სიგრძეს. ჩვენ ინსტინქტურად გვესმის ბაზარზე ფიქსირებული წონისა და გაზომვების საჭიროება. გალონის მოცულობა არ იცვლება ყოველდღე, არც უნციის რაოდენობა – გირვანქაში, ინჩი – ფუტში ან წუთები – საათში. ეკონომიკა საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც მისი ვალუტა ღირებულების საიმედო საზომია.

ფული, რომელიც ფიქსირებული ღირებულებაა, აადვილებს ყიდვას, გაყიდვასა და ინვესტირებას, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიებში ფიქსირებული წონა აადვილებს ყიდვას – დღეს ერთი კილოგრამი ნაყინი იმავე ზომისა და რაოდენობისაა, რაც გუშინ იყო.

სხვადასხვა მიზეზის გამო, ოქრო ათასწლობით ინარჩუნებდა თავის შინაგან ღირებულებას სხვაზე უკეთ – ვიდრე ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, სპილენძი, ქოქოსის ნაყოფი ან კრიპტოვალუტა.

როდესაც ოქროს ფასი იცვლება, იცვლება არა ლითონის, არამედ იმ ვალუტის ღირებულება, რომლითაც ფასდება ოქროს ფასი, და ის მერყეობს.

თუ ჩვენ დავუბრუნდებით ოქროს სტანდარტს და დავაფიქსირებთ დოლარს ყვითელ ლითონზე, ვთქვათ, $1900-ს უნციაზე, ეს ნიშნავს, რომ თუ ოქროს ფასი $1900-ს აჭარბებს, ჩვენ შევამცირებთ ფულის მასას. თუ ის ქვემოთ ჩამოვიდა, ჩვენ ფულის მასას გავზრდით. მითის მიუხედავად, ოქროს სტანდარტი ხელოვნურად არ ზღუდავს ეკონომიკისთვის ფულის მიწოდებას; ეს, უბრალოდ, ნიშნავს, რომ შექმნილ ფულს სტაბილური ღირებულება აქვს.

1775 წლიდან 1900 წლამდე, როდესაც ჩვენ მცირე სასოფლოსამეურნეო ქვეყნიდან ინდუსტრიულ გიგანტამდე გავიზარდეთ, აშშ-ის ფულის მიწოდება 160-ჯერ, ხოლო ოქროს მიწოდება მხოლოდ სამჯერ გაიზარდა.

წინასწარი განზრახვის გარეშე, 1970-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ოქროს სტანდარტი და ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად, ის აღარასოდეს დაგვიბრუნებია. ჩვენ ვიტანჯეთ ამ გადაწყვეტილების გამო, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ისტორიულ რეკორდზე გაცილებით დაბალია.

დაფიქრდით: 1940-იანი წლების ბოლოდან – მეორე მსოფლიო ომის გამრუდების გამოსწორების შემდეგ – სანამ მივატოვებდით ოქროს სტანდარტს, აშშ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი იყო დაახლოებით 4.2%. ამის შემდეგ, პანდემიამდე, იყო საშუალოდ 2,7%. ოქროზე დაფუძნებული საშუალო რომ შეგვენარჩუნებინა, აშშ-ში ოჯახის საშუალო შემოსავალი ახლა იქნებოდა არა დღევანდელი $70,000 – არამედ $40,000-ით მეტი, დაახლოებით $110,000.

ისტორიის გაკვეთილი ნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ეს უკეთ უნდა ესმოდეთ, არ სურთ ამის აღიარება: ქვეყანა ყოველთვის უკეთესად მუშაობს ოქროს სტანდარტზე. ეს და გადასახადების დაბალი განაკვეთები ფუნდამენტურია გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის. ყოველთვის.

ასე რომ, თქვით უარი ოქროს ტაბუზე და დაიწყეთ დებატები.

აქაა რამდენიმე მისასალმებელი კარგი ამბავი:

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეშფოთებით აკვირდება საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და ბანკების გამო შფოთვის შედეგად გამოწვეულ უბედურებებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს უფრო მდიდარი და უსაფრთხო მომავლის დადგომას: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

ასეთი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის უფრო მდიდარ ეკონომიკას ნიშნავს. პროდუქტებისა და სერვისების ფასები შემცირდება, რადგან ტარიფები – ანუ მათზე გადასახადები – შემცირდება ან გაუქმდება. მიწოდების ჯაჭვები უფრო ელასტიკური და საიმედო გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საგრძნობლად გააადვილებს საქონლისა და მომსახურების წარმოებას ბევრად უფრო დიდი ბაზრისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრიტანეთი მსოფლიოში მეექვსე უდიდესი, $3 ტრილიონზე მეტი მშპ-ის ეკონომიკაა. გაერთიანებული სამეფოს FTA-ის ქონა იქნება აშშის ეკონომიკისთვის ფლორიდისა და ტეხასის მზარდი ეკონომიკის ერთობლივი ღირებულების დამატების ეკვივალენტი.

ასეთ პაქტს ასევე შეუძლია, მიაღწიოს დიდი ხნის ნანატრ და ახლა ძალიან საჭირო მიზანს, გაუადვილოს ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტს იარაღის შესყიდვა დიდი ბრიტანეთიდან და პირიქით. ამით შექმნილი შესაძლო სინერგია კრიტიკული იქნება, რადგან ორივე ქვეყანას ძალიან სჭირდება იარაღის ამოწურული მარაგების შევსება და უახლესი იარაღის სისტემების განვითარება დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფი ტემპით. ორივე ქვეყნის თავდაცვის ინფრასტრუქტურა უფრო სწრაფად გაიზრდებოდა.

კიდევ ერთი სასიხარულო პლუსი: მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის FTA იქნება წახალისება სხვა ქვეყნებისთვის მსგავსი გარიგებების განსახორციელებლად. საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი ბოლო წლებში ძლიერ დაზარალდა პროტექციონისტული ზეწოლის ზრდით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სავაჭრო ბარიერების შემცირებამ გზა გაუხსნა ვაჭრობის ძლიერ გაფართოებას. შედეგად, კეთილდღეობის ზრდამ საშინელ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამჟამად $2.15-ს ან ნაკლებს იღებენ დღეში, გლობალური მოსახლეობის 60%-დან დღევანდელ 10%- ზე ნაკლებამდე შეამცირა.

ასეთი შეთანხმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად, სენატორებმა კრის კუნსმა (D–DE) და ჯონ ტუნმა (R–SD) წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ოფიციალურად მისცემს პრეზიდენტ ბაიდენს უფლებას, დადოს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ბრიტანეთთან, ხოლო კონგრესს წარუდგენს ეგრეთ წოდებულ სწრაფ უფლებამოსილებას იმისთვის, რომ არ შეიძლებოდეს მისი შეჩერება სპეციალური ინტერესის მქონე დამატებებით.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც წარმოშობით ირლანდიელია, შეცვალა თავისი წინააღმდეგობა ამ სავაჭრო პაქტის მიმართ მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა მიაღწიეს ახალ შეთანხმებას ჩრდილოეთ ირლანდიისთვის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო წესების მწვავე საკითხზე.

გარიგების მიღწევა ადვილი არ იქნება. მაგალითად, ბრიტანეთმა აღაშფოთა მაღალტექნოლოგიური კომპანიები მათ შემოსავალზე 2%-იანი გადასახადით. საჭირო იქნება ამაზე მოლაპარაკება. უხეში პროტექციონისტული სუბსიდიები და შეზღუდვები ბაიდენის ეგრეთ წოდებულ „ინფლაციის შემცირების აქტში“, რომელიც კლიმატის ცვლილების მასიურ და უსარგებლო პროექტებს ეხება, ასევე უნდა მოგვარდეს.

თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობა არც ისე დიდი ხნის წინ ჩავარდა პარტიათაშორის დაპირისპირებების გამო. იმ ფაქტმა, რომ ბრიტანეთი მაღალანაზღაურებადი ქვეყანაა, ალტერნატიული ენერგიის პროგრამების ფართო სპექტრით, უნდა შეარბილოს პროფკავშირებისა და მწვანე ექსტრემისტების წინააღმდეგობა.

პრეზიდენტის გუნდმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი და კონგრესმა უნდა მიიღოს კანონპროექტი.

Previous Post

ვინ არის ხორხე მასი, მესის ახალი კლუბის მფლობელი მილიარდერი?

Next Post

ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result