Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ოჩამჩირეში რუსეთის ახალი საზღვაო ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება — WSJ

by Anina Tepnadze
თებერვალი 6, 2025
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ოჩამჩირეში  რუსეთის ახალი საზღვაო ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას ემუქრება — WSJ
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს. Wall Street Journal (WSJ)-ის შეფასებით, ამ ნაბიჯმა საქართველო შეიძლება პოტენციურად რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიოს. გამოცემის მიერ მომზადებული სიღრმისეული ვიდეო რეგიონთან დაკავშირებით კრემლის სტრატეგიულ ამბიციებსა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე მოგვითხრობს.

ახალი ბაზა მოსკოვის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო ძალების დაცვას მას შედეგ, რაც უკრაინამ რუსეთის საზღვაო ფლოტის დაახლოებით მესამედი გაანადგურა.

გამოცემის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ოჩამჩირის პორტს ახალი პუნქტები დაემატა, რაც დიდ ხომალდებს პორტში შესვლის შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ პორტი ზომით საკმაოდ მცირეა, ექსპერტების თქმით, რუსეთმა ის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდების განსათავსებლად შეიძლება გამოიყენოს, რაც შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის სამხედრო გავლენას გაზრდის.

პორტი 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული უკრაინის მიერ კონტროლირებადი უახლოესი ტერიტორიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით, უკრაინა მასზე დისტანციურ შეტევას ვერ განახორციელებს. Wall Street Journal-ის შეფასებით, თუ უკრაინა ამ ბაზაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო გემებსაც შეუტევს, საქართველო შეიძლება კონფლიქტის მონაწილე მხარედ იქცეს.

სამხედრო რისკების გარდა, ეს ბაზა საფრთხეს უქმნის აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო ვაჭრობის 85%-ზე მეტი სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა. სანქციების გამო ეს მარშრუტი დაირღვა, რამაც ყურადღება “შუა დერეფნისკენ” გადატანა გამოიწვია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ მარშრუტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 2030 წლისთვის 11 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (3 მილიონ ტონაზე ნაკლები) ბევრად მეტია.

ახალი საზღვაო ბაზის სატელიტური სურათი

ახალი ბაზის განთავსება საყურადღებო ამბავია ნატოსთვისაც. რუსეთმა შეიძლება ეს ობიექტი შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს, რაც ნატოს წევრ ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს. რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა ანაკლიის პორტიდან მხოლოდ ერთ საათის სავალზე იქნება.

  • 2017 წლიდან ოჩამჩირეში არსებობს რუსეთის “ეფესბეს” საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი.
  • 2023 წლის ოქტომბერში რუსეთმა თავისი გემები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანა. თუმცა, არც ნოვოროსიისკი არის დაცული უკრაინის შეტევისაგან, რის გამოც რუსები ალტერნატიულ ლოკაციებს ეძებენ.
  • 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებდა, რომ ოჩამჩირის ე.წ. პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ შეძლებდა. მისი შეფასებით, რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა.
  • 2024 წლის იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “უშიშროების საბჭოს” მდივანმა სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო ფლოტის ბაზას განათავსებს.
  • 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ყირიმის პლატფორმის” მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა, რომ კიევს სრული უფლება აქვს, დაარტყას რუსულ გემებს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო ბაზაზე. ”ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით”.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი შავი ზღვის მილიტარიზაციით რეგიონში გრძელვადიანი დომინაციის მოპოვებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ნატოსა და აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონკრეტული პოლიტიკა და ამ არეულობას მოსკოვი მაქსიმალურად გამოიყენებს,” – აღნიშნავენ ექსპერტები.

Tags: Wall Street Journalვოლოდიმირ ზელენსკიოკუპირებული აფხაზეთიოჩამჩირერუსეთ-უკრაინის ომირუსეთის საზღვაო ბაზარუსეთის სამხედრო ბაზა
Previous Post

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

Next Post

საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია – რეიტინგი

Anina Tepnadze

Next Post
საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია – რეიტინგი

საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია – რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Recent News

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result