Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Numbeo: ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით

by იზა გვარამაძე
November 6, 2025
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Numbeo: ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსი გვიჩვენებს, როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საცხოვრებელ პირობებს საკუთარ ქვეყანაში. ინდექსი ეფუძნება მოსახლეობის მიერ შევსებულ მონაცემებს და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მსყიდველუნარიანობა; დაბინძურება; საცხოვრებლების ფასებისა და შემოსავლის თანაფარდობა; ცხოვრების ღირებულება; უსაფრთხოება; ჯანდაცვა; საგზაო დატვირთულობა; კლიმატი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლისთვის სურათი საგრძნობლად შეიცვალა 2015 წელთან შედარებით. 30 ქვეყნიდან, რომლებიც სიაში მოხვდნენ, ზოგიერთმა პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, ზოგმა კი პირიქით – მკვეთრად გაიუარესა.

ცხოვრების ხარისხის მიხედვით ევროპის ქვეყნები კვლავაც ლიდერობენ. 2025 წელს პირველ ადგილზე ლუქსემბურგია, ხოლო ნიდერლანდები 12 პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადავიდა. ფინეთი, შვეიცარია, დანია და ნორვეგია კი კვლავაც რჩებიან მოწინავე პოზიციებზე.

თუმცა შვედეთმა, რომელიც 2015 წელს მე-3 ადგილზე იყო, 2025 წელს მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის მკვეთრი ზრდაა – Bloomsbury Intelligence and Security Institute-ის მონაცემებით, 2024 წლისთვის 62,000-მდე ადამიანი დაკავშირებული იყო კრიმინალურ ქსელებთან, რომლებიც ძირითადად ნარკოტიკებით ვაჭრობით, ადამიანთა ტრეფიკინგითა და ფულის გათეთრებით არიან დაკავებულნი.

სიაში ყველაზე საგრძნობლად კი ის ქვეყანა დაქვეითდა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრების ხარისხის სიმბოლოდ მიიჩნეოდა – კანადა. 2015 წელს ის მე-9 პოზიციაზე იყო, ხოლო 2025 წლისთვის 27-ე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში კანადის დაქვეითებაზე იმოქმედა იმან, რომ ქვეყანაში სახლების ფასები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობის შემოსავლები. 2024 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელთა 45% „ძალიან შეშფოთებულია“ საცხოვრებლის შეძენის გაუარესებული შესაძლებლობით.

მეორე მიზეზი ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება – პაციენტს სამედიცინო მკურნალობის მიღებამდე საშუალოდ 30 კვირა უწევს ლოდინი. შედარებისთვის, 1993 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9.3 კვირა იყო.

აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსში, გამოკვლეულ 89 ქვეყანას შორის, საქართველო 56-ე ადგილს იკავებს.

ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით:
ადგილი (2015) ქვეყანა (2015) ინდექსი ადგილი (2025) ქვეყანა (2025) ინდექსი
1 შვეიცარია 222.9 1 ლუქსემბურგი 218.2
2 გერმანია 195.9 2 ნიდერლანდები 216.5
3 შვედეთი 193.9 3 დანია 215.1
4 აშშ 192.5 4 ომანი 215.1
5 ფინეთი 190.2 5 შვეიცარია 210.9
6 დანია 190.2 6 ფინეთი 208.3
7 ავსტრია 182.6 7 ნორვეგია 199.2
8 ავსტრალია 180.8 8 ისლანდია 198.0
9 კანადა 177.6 9 ავსტრია 197.7
10 ახალი ზელანდია 175.5 10 გერმანია 195.2
11 ნორვეგია 175.1 11 ავსტრალია 195.1
12 საუდის არაბეთი 169.4 12 ახალი ზელანდია 194.7
13 იაპონია 168.3 13 შვედეთი 192.2
14 ნიდერლანდები 166.8 14 აშშ 192.1
15 თურქმენეთი 157.1 15 ესტონეთი 189.8
16 დიდი ბრიტანეთი 156.9 16 კატარი 189.4
17 კვიპროსი 154.9 17 იაპონია 188.8
18 არაბთა გაერთ. საამიროები 153.7 18 ესპანეთი 187.2
19 ირლანდია 148.9 19 სლოვენია 182.4
20 კატარი 144.9 20 ხორვატია 181.7
21 ესტონეთი 144.6 21 ლიეტუვა 178.8
22 საფრანგეთი 139.3 22 დიდი ბრიტანეთი 177.2
23 ბელგია 136.0 23 ჩეხეთის რესპუბლიკა 176.3
24 ესპანეთი 134.9 24 არაბთა გაერთ. საამიროები 174.2
25 სლოვენია 134.5 25 საუდის არაბეთი 173.7
26 პორტუგალია 129.2 26 ბელგია 173.7
27 ჩეხეთი 127.5 27 კანადა 170.5
28 პუერტო-რიკო 125.7 28 ირლანდია 169.6
29 ქუვეითი 123.4 29 საფრანგეთი 169.5
30 ისრაელი 120.4 30 ისრაელი 169.5

წყარო: Numbeo

Previous Post

A Year of Lives Lost to Diseases Science Has Yet to Tame

Next Post

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო AI-ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result