Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ნოვას 15 წლიანი ისტორია – გზა ამიერკავკასიის უმსხვილეს მწარმოებლამდე

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ნოვას 15 წლიანი ისტორია – გზა ამიერკავკასიის უმსხვილეს მწარმოებლამდე
0
SHARES
0
VIEWS

სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ნოვა 2006 წელს ხუთმა მეგობარმა დააფუძნა. მათ ჰქონდათ ამბიცია, შემოეტანათ მსოფლიო ბრენდების პროდუქცია ბაზარზე და სამომავლოდ თავად ეწარმოებინათ ქართული პროდუქტები.

წამოწყებამ გაამართლა – ნოვას გუნდი დღეს არა მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, არამედ თავად აწარმოებს 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს.

წარმოების განვითარება ნოვამ 2011 წელს დაიწყო. დღეს მას უკვე რამდენიმე საწარმოო ხაზი აქვს. მათ შორისაა, პოლიეთილენის პროდუქცია – ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, სანაგვე ურნები და საგზაო ბარიერები. ასევე, აწარმოებს სახურავის მასალებს, წყალსაწრეტ სისტემებს, ფასადის მოსაპირკეთებელ თუნუქის საიდინგებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებსა და სხვა აქსესუარებს. მათგან რამდენიმე პროდუქტი საქართველოში ნოვას მიერ პირველად იწარმოა.

კომპანია ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომლებშიც 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.

ნოვას მიერ განვლილ გზაზე, განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელ ზვიად აბულაძესა და გენერალურ დირექტორს ედიშერ ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ.

როგორ დაიწყო ნოვას ისტორია და მისი განვითარების რომელ ეტაპს გამოყოფდით?

ზვიად აბულაძე: კომპანია ნოვას 5 დამფუძნებელი ჰყავს. კომპანიის ისტორია 2006 წლიდან იწყება, თუმცა ჩვენი მეგობრობა გაცილებით მეტ წელს ითვლის. სწორედ მეგობრობაა ჩვენი კომპანიის დაარსების საწინდარი.

ნოვასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2019-2020 წლებში დადგა, როდესაც  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში ევროპელი ექსპერტები მოვიწვიეთ. მათ გაგვიზიარეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და საწარმოში ახალი სტანდარტები დავნერგეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის ნოვა ქართულ პროდუქტებს ევროპული სტანდარტებით ქმნის.

კომპანიამ ბაზარზე ოპერირება წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქტების იმპორტით დაიწყო. დღეს რომელი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია ნოვა?

ზვიად აბულაძე: გამოვყოფდი Ingco -ს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდ დოლარზე მეტი წლიური რეალიზაცია აქვს. ჩვენ ეს სრულიად უცნობი ბრენდი საქართველოში საკმაოდ ცნობადი გავხადეთ, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს მისი ხარისხიც უწყობს.

ნოვა, ასევე, თანამშრომლობს ისეთ ბრენდთან, როგორიცაა, მსოფლიოში უდიდესი სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი Nippon Paint. ექსკლუზიურად შემოგვაქვს მისი ჯგუფის ბრენდები – Betek და Fawori. წარმოვადგენთ Saint Gobain-ის ჯგუფების ბრენდებს – Izocam-სა და Rigips-ს. ასევე, ვართ Bien-ის პროდუქციის იმპორტიორები საქართველოში.

ძალიან რთულია მოერგო ამ დონის კომპანიებს და წლების განმავლობაში იყო მათი ექსკლუზიური დილერი.

რამდენად წარმომადგენლობითია ნოვას სადისტრიბუციო ქსელი დღეს?

ედიშერ ხიმშიაშვილი: 2006 წლიდან დღემდე კომპანია თანამშრომლობს 500-ზე მეტ  მსხვილ თუ პატარა სავაჭრო ობიექტთან, სადაც ხდება ნოვას მიერ წარმოებული თუ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია. ჩვენ დღეს უკვე ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი გვაქვს და დავფარეთ საქართველოს ყველა რეგიონი.

ვინ არიან ნოვას ფინანსური პარტნიორები და რამდენად დიდია მათი წვლილი ნოვას წარმატებაში?

ედიშერ ხიმშიაშვილი: აუცილებლად უნდა გამოვყოთ საქართველოში მოქმედი ბანკები, სახელმწიფო ორგანოები და, რაც მთავარია, ისეთი სახელმწიფო პროგრამა, როგორიც აწარმოე საქართველოშია. ამ სააგენტომ მოგვცა უდიდესი შესაძლებლობა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც.

უმნიშვნელოვანესი იყო და არის ნოვას თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ის კომპანიის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ინტელექტუალური პარტნიორია.

რომელია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება ნოვასთვის?

ედიშერ ხიმშიაშვილი: ზოგადად, ნოვასთვის უმთავრესი ღირებულება განვითარებისკენ სწრაფვაა. ეს გვმუხტავს იმისათვის, რომ სულ უფრო მეტი სიახლე დავნერგოთ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა E-commerce მიმართულების განვითარება. ჩვენს ვებგვერდ – nova.ge-ზე შევქმენით პლატფორმაც, რომელიც მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს. ვგულისხმობ ე.წ. კალკულატორს, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია გამოითვალოს, რა რაოდენობის სახურავი, წყალსაწრეტი სისტემა თუ სხვა სახის პროდუქცია სჭირდება, რა ბიუჯეტი უნდა გამოყოს კონკრეტული პროექტისთვის და ა.შ.

როგორ გაიზარდა ნოვას თანამშრომელთა რიცხვი ამ 15 წლის მანძილზე?

ედიშერ ხიმშიაშვილი: 2006 წლიდან მოყოლებული კომპანიის თანამშრომლების ზრდის ტემპი ძალიან მაღალია. ნოვამ ფუნქციონირება 8 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ზვიად აბულაძე: ყველაზე დიდი წარმატება, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ არის ის, რომ შევქმენით ძლიერი გუნდი. ყველამ იცის, რა არის მისი პასუხისმგებლობები და უფლებამოსილება და ამგვარად ვქმნით ერთიანობას.

როგორია ნოვას სამომავლო გეგმები?

ზვიად აბულაძე: სამომავლოდ მთავარი ისევ წარმოების განვითარება იქნება. ამასთანავე, გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს 5 წელიწადში მინიმუმ ყველა რეგიონული ქალაქი მოიცვას ჩვენმა ბიზნესმა. ასევე, აუცილებლად ვიმუშავებთ კიდევ უფრო მეტი ექსკლუზივის მოსაპოვებლად. გვინდა, რომ გავზარდოთ ასორტიმენტი და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

Previous Post

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Next Post

თიბისიმ  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM-ს ჯილდო მიიღო

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისიმ  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM-ს ჯილდო მიიღო

თიბისიმ  საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM-ს ჯილდო მიიღო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result