Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ნიტექსი“ წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს – ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინვესტიციები, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
„ნიტექსი“ წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს – ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან
0
SHARES
0
VIEWS

1970 წელს დაარსებული სამკერვალო „ნიტექსი“ წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ კომპანია 2007 წლიდან უნიფორმებს კერავს. სამკერვალოს მიერ შექმნილ სამოსს ამჟამად პატრულის, შემოსავლების სამსახურის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ თანამშრომლები ატარებენ. „ნიტექსის“ სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ელიზბარ მანაგაძეს ვესაუბრეთ.

ელიზბარ, როგორც ცნობილი გახდა, „ნიტექსი“ წარმოების გაფართოებას აპირებს. კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ?

კომპანია „ნიტექსს“  საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. დაახლოებით 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ვაპირებთ მრავალპროფილიანი საწარმოს აშენებას. აქ იქნება პრემიუმ-ხარისხის ქსოვილების მაღაზია, „ნიტექსის“ მიერ შექმნილი უნიფორმების შოურუმი, ასევე, უფასო აკადემია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი, ჩვენი სფეროს სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლონ. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, აქცენტი გაკეთდება უნიფორმების მასობრივ წარმოებაზე.

სად იგეგმება სივრცის მოწყობა და პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

საწარმოს მშენებლობა ისანი-სამგორის ტერიტორიაზე 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. 2023 წელს წარმოების ყველა მიმართულება უკვე მაქსიმალური დატვირთვით უნდა ამუშავდეს.

რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება?

საწყის ეტაპზე დაახლოებით 3-4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. მომავალში კი ეს თანხა უფრო გაიზრდება. ეს იქნება როგორც პირადი ინვესტიცია, ასევე ფინანსური სახსრების მოძიების მიზნით მოლაპარაკებებს ვმართავთ EBRD-სა და EIB-სთან.

რომელ ქვეყნებში გეგმავთ ექსპორტზე გასვლას და ძირითადად რა სახის პროდუქციის შეთავაზებას აპირებთ მათთვის?

„ნიტექსში“ შექმნილი უნიფორმების ექსპორტი ევროპაში განხორციელდება. უკვე ვმართავთ მოლაპარაკებებს საკმაოდ სერიოზულ კომპანიებთან. ბრენდების სახელწოდებების გამხელას შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევძლებთ.

ვინაიდან დღეს აქცენტი კეთდება წარმოების ჩინეთიდან ევროპაში გადმოტანაზე, არ გამოვრიცხავთ, რომ მთელი კონტინენტი მოვიცვათ. ამისთვის ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა გვაქვს. გარდა ამისა, აქ მუშახელი ევროპის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით იაფია. ამის მიუხედავად, ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ანაზღაურება ქართულ რეალობაში საკმაოდ მაღალი იქნება.

უნიფორმების გარდა  „ფეშენ-მიმართულებასაც“ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს საშუალება მივცეთ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებში მიიღონ მონაწილეობა. ეს როგორც მათი სახელის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით შექმნილი სამოსი ევროპული და ამერიკული ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

რამდენი ადამიანია ამჟამად კომპანიაში დასაქმებული და წარმოების გაფართოების შემდეგ რამდენი კადრის დამატებას გეგმავთ?

ამჟამად კომპანიაში 100 მკერავია დასაქმებული. მათი ანაზღაურება 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს. წარმოების გაფართოების შემდეგ კიდევ 400 მკერავს დავასაქმებთ.

Previous Post

საგანმანათლებლო კრიზისიდან გამოსვლა და პანდემია

Next Post

ოქტომბერში საქართველოში 189 ათასი ტურისტი შემოვიდა

იზა გვარამაძე

Next Post
ოქტომბერში საქართველოში 189 ათასი ტურისტი შემოვიდა

ოქტომბერში საქართველოში 189 ათასი ტურისტი შემოვიდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result