Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Netflix-ისა და ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა

by Forbes.ge
სექტემბერი 7, 2022
in კულტურა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის
0
SHARES
0
VIEWS

Netflix-ი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მორიგებაზე დათანხმდა – ინფორმაციას Variety.com ავრცელებს.

სარჩელის მიხედვით, სერიალის “დედოფლის გამბიტი” ეპიზოდი ცილისწამების ფაქტს შეიცავს. კერძოდ, ნონა გაფრინდაშვილის მტკიცებით, მისი მიღწევები შეურაცხყოფილი იყო, როცა Netflix-ის სერიალში ჭადრაკის დიქტორმა არასწორად განაცხადა, რომ “მას არასოდეს უთამაშია მამაკაცთან”. სინამდვილეში 1968 წლისთვის ანუ იმ დროისთვის, რომელსაც სერიალი ასახავს, ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის პარტიები 59 მამაკაც კონკურენტთან ჰქონდა შესრულებული.

თავდაპირველად, Netflix-მა სარჩელის უარყოფა სცადა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს პირველი შესწორების მიხედვით ფართო ლიცენზია ჰქონდათ, თუმცა 2022 წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ ეს არგუმენტი უარყო და დაადგინა, რომ “ის არ არის იმუნიტეტი სარჩელისაგან, თუკი სერიალი რეალურ ფაქტებს არღვევს”.

მართალია, Netflix-მა გადაწყვეტილება მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამშაბათს, 6 სექტემბერს საქმე დაიხურა.

„მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.

ამ დროისთვის გარიგების პირობები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “დედოფლის გამბიტი” განასახიერებს ბეთ ჰარმონს, გამოგონილ ამერიკელს, რომელიც ჭადრაკში საერთაშორისო ჩემპიონი ხდება. ფინალურ ეპიზოდში ჰარმონი მოსკოვში გამართულ ტურნირზე მამაკაც კონკურენტს ამარცხებს. დიქტორი განმარტავს, რომ ოპონენტმა იგი ვერ შეაფასა.

“ერთადერთი უჩვეულო რამ მასში [ბეთ ჰარმონის პერსონაჟში] სქესია და ეს ფაქტი რუსეთშიც კი უნიკალურია. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალი მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია მამაკაცებს,” – ნათქვამია სერიალში.

ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ახლა 81 წლისაა, ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს რეპლიკა „უხეში, სექსისტური და დამამცირებელი“ იყო.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ “მიზანმიმართულად გაჟღერებულ” მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. “ნიუ-იორკ თაიმსი” კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა – „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი ფირმა BLB-ის ინფორმაციით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა განაგრძო.

„გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე“ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა 24 იანვარს სასამართლოს მხარეთა პირველი ზეპირი მოსმენის გაუქმების შემდეგ გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იურიდიული ფირმა BLB-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქეისი სამართლებრივად პრეცედენტი იქნება მსგავს საქმეებში, რადგან განსაკუთრებით სპეციფიკური საქმეა სამართლებრივად“, – აცხადებდა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე.

Previous Post

საქართველოს ბანკში სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა

Next Post

1-ელ ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
1-ელ ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

1-ელ ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Детальный разбор кракен зеркала: как получить доступ в 2026 году

ივლისი 30, 2026

Пошаговое руководство по кракен маркет

ივლისი 29, 2026

Инновационное решение: кракен сайт

ივლისი 29, 2026

Скрытые возможности кракен официальный сайт: полное руководство

ივლისი 29, 2026

Recent News

Детальный разбор кракен зеркала: как получить доступ в 2026 году

ივლისი 30, 2026

Пошаговое руководство по кракен маркет

ივლისი 29, 2026

Инновационное решение: кракен сайт

ივლისი 29, 2026

Скрытые возможности кракен официальный сайт: полное руководство

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result