Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს – პროექტის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია

by იზა გვარამაძე
October 5, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს – პროექტის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია
0
SHARES
0
VIEWS

მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება. აღნიშნული პროექტი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.

გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს.

ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. ისინი ვირტუალურად დაესწრებიან ვორქშოპებს, თუმცა, უშუალოდ ღონისძიებაში მონაწილეობას ჟიურის მიერ შერჩეული 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს.

„საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენი მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ასტრონომიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღნიშნული ჰაკათონი მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს, რაც საქართველოში მის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი უნარები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და არ გაჩერდნენ. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მათ მხარდაჭერას და ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები – რუდოლფ ერემიანი, მონაცემთა მეცნიერი, Toptal;
  • პროტოტიპირება – რუსო ჩაჩანიძე, Medialab-ის ხელმძღვანელი; ლუკა კაკაბაძე, აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, Medialab;
  • Introduction to Large Language Models – გიორგი ჯვარიძე, MaxinAI-ის თანადამფუძნებელი და ინჟინერიის დირექტორი;
  • მითები Software Engineering-ზე – მერაბ ტატო კუტალია, Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტი;
  • ასტროფოტოგრაფია – სანდრო შუღლაძე, ასტროფოტოგრაფი;
  • UI/UX დიზაინის საფუძვლები – ნიკ ოსიპოვი, დიზაინერი, სმარტ აკადემიის ლექტორი.

NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან. S

Previous Post

ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიიდან წელს 24 ადამიანი ამოვარდა | Forbes 400

Next Post

ტიმ კუკმა Apple-ის $87.8 მილიონის ღირებულების აქციები გაასხვისა

იზა გვარამაძე

Next Post
ტიმ კუკმა Apple-ის $87.8 მილიონის ღირებულების აქციები გაასხვისა

ტიმ კუკმა Apple-ის $87.8 მილიონის ღირებულების აქციები გაასხვისა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result