Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ნახევარგამტარების ინდუსტრიის გასაძლიერებლად ბრიტანეთმა $1.2-მილიარდიანი სტრატეგია წარადგინა

by Salo Papalashvili
ივნისი 5, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ნახევარგამტარების ინდუსტრიის გასაძლიერებლად ბრიტანეთმა $1.2-მილიარდიანი სტრატეგია წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS

ნახევარგამტარების ინდუსტრიის გასაძლიერებლად, გაერთიანებულმა სამეფომ დიდი ხნის ნანატრი სტრატეგია წარადგინა. მთავრობის გეგმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყნის კომპიუტერული ჩიპების ინდუსტრიის განსავითარებლად $1.2 მილიარდი გამოიყოფა.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი თანხა უმეტესწილად კვლევებსა და განვითარებას, დიზაინისა და ინტელექტუალური საკითხების შესწავლას მოხმარდება. ნახევარგამტარების ინდუსტრია ინვესტიციის პირველ ნაწილს, 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს ($248 მილიონი), 2023-2025 წლებში მიიღებს.

„ახალი სტრატეგია ჩვენს ძლიერ მხარეებზე იქნება მიმართული ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვლევა და დიზაინი. მსგავსი მიდგომა გლობალურ სცენაზე ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის შექმნაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პრემიერმა რიში სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფოს სტრატეგია ჩიპების შიდა ინდუსტრიის გაძლიერებას, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების აღმოფხვრასა და ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, რიში სუნაკი იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზეც იმყოფებოდა სადაც იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდას შეხვდა. სამიტზე ქვეყნების პრემიერებს შორის ნახევარგამტარებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების ჯაჭვის გასაუმჯობესებლად პარტნიორობა გაფორმდა.

ნახევარგამტარების აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, დასავლეთის ქვეყნები ბოლო წლებია, ჩიპების ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად ცდილობენ. ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიის ღირებულება საკმაოდ მცირეა იმ გეგმებთან შედარებით, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა წარადგინეს. აშშ-ის ჩიპების აქტის ღირებულება, რომელიც ინდუსტრიაში სამთავრობო ინვესტიციებს ითვალისწინებს, $52 მილიარდია, ევროკავშირის ჩიპების პროგრამა კი $46 მილიარდადაა შეფასებული.

Previous Post

რამ გამოიწვია სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

Next Post

Forbes საქართველოს პროექტის 30 Under 30-ის გამარჯვებულები ცნობილია

Salo Papalashvili

Next Post
Forbes საქართველოს პროექტის 30 Under 30-ის გამარჯვებულები ცნობილია

Forbes საქართველოს პროექტის 30 Under 30-ის გამარჯვებულები ცნობილია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result