Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მზად მომავლის ბიზნესისთვის — თიბისის თანამედროვე სივრცეების საერთაშორისო აღიარება

by Forbes.ge
May 18, 2023
in Lifestyle, ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი
0
მზად მომავლის ბიზნესისთვის — თიბისის თანამედროვე სივრცეების საერთაშორისო აღიარება
0
SHARES
0
VIEWS

მარჯანიშვილის 7 ნომერს თუ ესტუმრებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს არტ ნუვოს სტილში აგებული საუკუნოვანი შენობა, რომელიც წლებია, საქმიან შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს. აქ ახლა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მდებარეობს, სადაც ერთმანეთს ერწყმის კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვეობა და მომავლის ინოვაციები.

გამორჩეული დიზაინისა და ინტერიერის მქონე შენობა, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის ფილიალების ახალი კონცეფციით გარდაქმნა, მრავალი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. გლობალურ საფინანსო და დიზაინერულ გამოცემებში დაბეჭდილი სტატიები მოწმობს, რომ ამ პროექტებით თიბისი დიზაინის თუ საბანკო სერვისების მსოფლიო რუკაზე საქართველოს საზღვრებს ნიშნავს და ქვეყანას ახლებური კუთხით აცნობს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ინოვაციური კონცეფციით საფუძველს უყრის უნიკალურ საცალო საბანკო დიზაინს როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით და საქართველოს ინოვაციური საბანკო და საზოგადოებრივი სივრცეების დანერგვის პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაში ეხმარება.

მასშტაბური პროექტი, რომელზეც  უკვე დაიწერა არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე,  მთელ საქართველოში, თიბისი 139 ფილიალში, ინტერიერის დიზაინისა და კონცეფციის გარდაქმნას გულისხმობს. პროექტზე ბრიტანულმა სააგენტომ VMLY&R Commerce UK იმუშავა.

ახალი ფილიალების კონცეფცია “მზად მომავლის ბიზნესისთვის” დეტალურად მიმოიხილა ორმა საერთაშორისო გამოცემამ — Little Black Book და Creative Moment. ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიზაინის ფუნქციურობასა და მოდულარულობას, ფილიალების ადაპტაციის უნარს და შესაძლებლობას, გარდაიქმნან ისინი მომხმარებელთა საერთო სამუშაო სივრცეებად, უმასპინძლონ ღონისძიებებს და იქცნენ ახალ ციფრულ ჰაბებად.

ახლებური ატმოსფერო და კონცეფცია

„საბანკო გამოცდილების განვითარების მიზნით, თიბისიმ გახსნა მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებლების ცხოვრების სტილს ასახავს და, ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთად, მათ ექსპერიმენტული ელემენტების მთელ კომპლექტს სთავაზობს“, — ასე აღწერს მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცეს საერთაშორისო გამოცემა LS:N Global. სტატიაში აღნიშნულია, რომ თიბისი ამ პროექტით ცვლის ტრადიციულ საბანკო მომსახურებას — თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო სერვისების გარდა შენობა სოციალურ და კულტურულ სერვისებსაც უყრის თავს და აერთიანებს საგამოფენო, შეხვედრებისა და პრეზენტაციების დარბაზებს, ბიბლიოთეკასა და საერთო სამუშაო სივრცეს.

„მოქნილი სამუშაო გარემო, შთამბეჭდავი სტუმარმასპინძლობა და საგანმანათლებლო გამოცდილება“ — ასე აფასებს ბრიტანული გამოცემა Retail Focus თიბისი კონცეპტის სივრცეს მარჯანიშვილის 7 ნომერში.  ის გასაოცარი სიზუსტით გვიხატავს სივრცის ეკლექტურობას და რაც მთავარია, არ გამორჩენია იმ ატმოსფეროს აღწერა, რომელიც სხვადასხვა სართულზე იგრძნობა. სტატიის ბოლოს Retail Focus თიბისი კონცეპტის სივრცეს ქალაქის ახალ კრეატიულ — საგანმანათლებლო ცენტრად მოიხსენიებს.

დიზაინი და სამუშაო პროცესი

თიბისი კონცეპტის სივრცე ბრიტანული გამოცემა Design Week-ის რჩეულ პროექტებს შორისაც მოხვდა. მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას ინტერიერის ფუნქციურობას უთმობს. „ავეჯი სივრცესთან კომუნიკაციას ისახავს მიზნად. მოხრილი მაგიდები ოთახის მომრგვალებულ კედლებთან დგას, წიგნის ჩარჩოები და თაროები კი ოთახის მრუდე ფორმას ირეკლავს“, — წერს გამოცემა და აქცენტს ინტერიერში გამოყენებულ ბუნებრივ მასალებზე აკეთებს.

„ორწლიანი ფანტასტიკური მოგზაურობა, რომელმაც მომავლის საცალო საბანკო მომსახურება ჩამოაყალიბა“ — ასე აფასებს განვლილ პროცესს თიბისი კონცეპტის სივრცის დიზაინზე მომუშავე სააგენტო Sheridan&Co. სააგენტო საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოგვითხრობს, რომ მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე სივრცეს უნდა გამოეხატა თიბისი კონცეპტის ახალი ფილოსოფია — საბანკო სერვისებთან გაერთიანებული ცხოვრების სტილი. ჩანაფიქრი, პანდემიისა და დისტანციური მუშაობის მიუხედავად, რეალობად იქცა და იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე პროექტის დასაწყისში წარმოედგინათ. სააგენტოს შეფასებით, ახალი სივრცე ქვეყნისთვის ინტელექტისა და შემოქმედებითობის ცენტრს წარმოადგენს. „ესაა კულტურით გაცოცხლებული ქალაქის, თბილისის გული. ადგილი ფინანსური და საბანკო ტრანზაქციებისთვის და თიბისის კულტურული ინიციატივების ახალი ნავსაყუდელი“.

საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურება საქართველოს და თიბისის — წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, კიდევ ერთხელ წარადგენს საერთაშორისო სივრცეში და ქვეყანას მსოფლიო კულტურულ და ბიზნესსექტორში საკუთარი გამორჩეული ნიშის დამკვიდრებაში ეხმარება.

Previous Post

საუდის არაბეთში ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად 207 ადამიანი დააკავეს

Next Post

როგორ შევისწავლოთ ლიდერობა – ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები თავიანთ რჩეულ რესურსებს გვიზიარებენ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
როგორ შევისწავლოთ ლიდერობა – ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები თავიანთ რჩეულ რესურსებს გვიზიარებენ

როგორ შევისწავლოთ ლიდერობა - ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები თავიანთ რჩეულ რესურსებს გვიზიარებენ

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result