Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„მუდმივად ვქმნით განვითარების ახალ შესაძლებლობებს“ – ნუცა კაციტაძე, საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსი

by იზა გვარამაძე
December 25, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„მუდმივად ვქმნით განვითარების ახალ შესაძლებლობებს“ – ნუცა კაციტაძე, საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსი
0
SHARES
0
VIEWS

ყოველი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თითოეული თანამშრომელია. შესაბამისად, ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებას არა მხოლოდ დეტალურად გაწერილი, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, არამედ ტალანტების აღმოჩენა, მათი შესაძლებლობების სწორად გაანალიზება, ინდივიდების განვითარების წახალისება და პოტენციალის გამოვლენისათვის საჭირო გარემოს შექმნა განაპირობებს.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ტალანტების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. რადგან ბანკში კარგად გვესმის, რომ ყოველი ახალი წარმატების უკან ლოიალური თანამშრომლების გუნდი დგას.

ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ხელშეწყობის შესახებ კი საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის უფროსს, ნუცა კაციტაძეს გავესაუბრეთ.

ნუცა უკვე რვა წელია საქართველოს ბანკის გუნდის წევრია, როგორც გვიყვება, ის თავიდან ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორი იყო, შემდეგ მისი როლი ხშირად იცვლებოდა, სიახლეების აღმოჩენასთან ერთად, ეძლეოდა შესაძლებლობა, მიეღო ახალი გამოცდილებები და ემუშავა გამორჩეულ მენტორებთან, რაც დაეხმარა მას, სწრაფ პროფესიულ ზრდასა და ტალანტების მართვის მიმართულებით განვითარებაში.

რა არის თქვენი გუნდის მთავარი მისია?

ტალანტების მართვის გუნდის ამოცანაა, ხელი შევუწყოთ უწყვეტი სწავლისა და განვითარების კულტურის შექმნას და დავეხმაროთ თანამშრომლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ამისათვის ვქმნით ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც აკავშირებს ინდივიდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებთან.

საქართველოს ბანკის გუნდი 8000-მდე პროფესიონალისგან არის დაკომპლექტებული. როგორ ახდენთ ტალანტების აღმოჩენას?

ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს აქვს პოტენციალი და განსაკუთრებული შესაძლებლობები რომელსაც შესაბამისი რეალიზაციის არეალი სჭირდება. საქართველოს ბანკში ტალანტების იდენტიფიკაციისას ვითვალისწინებთ თანამშრომელთა უნარებს, შედეგებსა და შესაძლებლობებს კომპანიის ღირებულებებსა და ბიზნეს პრინციპებთან მიმართებით. ჩვენი მიდგომების სტრატეგიულ ხედვებსა და ორგანიზაციულ კულტურაზე დაფუძნება გვეხმარება, შევქმნათ მაქსიმალური ღირებულების მომტანი განვითარების პროგრამები და სწორი ადამიანები სწორ ეტაპზე დავაკავშიროთ ამ შესაძლებლობებთან. მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმები შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა პროგრამის ჭრილში, ნებისმიერი მიმართულებით ტალანტების იდენტიფიცირებისას თანაბრად ვითვალისწინებთ როგორც პროფესიულ მიღწევებს, ასევე პიროვნულ თვისებებს – ლიდერულ უნარებსა და ინიციატივას.

იმისათვის, რომ ეფექტურად შევძლოთ ტალანტების აღმოჩენა, ვეყრდნობით ადამიანური კაპიტალის მართვის საუკეთესო პრაქტიკებსა და ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: შეფასებები, შესრულების მართვის სისტემები, უკუკავშირები და შიდა კარიერული განვითარების სქემები.

რა ღონისძიებებს მიმართავთ თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებისთვის?

ტალანტების მართვის მიმართულებაში ვქმნით და ვახორციელებთ პროგრამებს სხვადასხვა პროფესიული განვითარების ეტაპზე მყოფი ადამიანებისთვის – დამწყები ტალანტებისთვის, გამოცდილი პროფესიონალებისა თუ სხვადასხვა რგოლის ლიდერებისთვის.

პროგრამის მიზნიდან გამომდინარე, ვარჩევთ ღონისძიებებსა და სამიზნე აუდიტორიას. მაგალითად სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორის“ ძირითადი აუდიტორია კომპანიის გარეთ არსებული დამწყები ტალანტები – სტუდენტები არიან და ინიციატივის მიზანია, დავეხმაროთ მათ ჩამოყალიბდნენ დამწყებ პროფესიონალებად. ლიდერატორი დატვირთულია სხვადასხვა ტიპის განმავითარებელი აქტივობებით, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება: მაგალითად, ვგეგმავთ პროფესიული ტრენინგებს სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი თეორიული ცოდნის შესავსებად, ვახორციელებთ მენტორინგს გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობით და „On Job” როტაციებს – რათა ლიდერატორებმა სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობით მიიღონ მრავალმხრივად განვითარების შესაძლებლობა და ფართო სურათში შეისწავლონ ბანკის მუშაობის პრინციპები.

ამასთან, გვაქვს პროგრამები დამწყები ან გამოცდილი მენეჯერული რგოლის თანამშრომლებისთვის. აქ საჭიროებები განსხვავებულია, შესაბამისად, პროგრამა დატვირთულია ლიდერული უნარების განმავითარებელი ტრენინგებითა და ინდივიდუალური ქოუჩინგით. ტრენინგები კონკრეტულ საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღებასთან ერთად გამოცდილების გაზიარებისა და კოლაბორაციული სწავლების შესაძლებლობას იძლევა, ქოუჩინგი კი, ვფიქრობ ინდივიდუალური მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რადგან შესაძლებლობას იძლევა, მიაღწიო განვითარების მიზნებსა და აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.

რა სახის გამოწვევებთან არის დაკავშირებული ტალანტების განვითარების პროცესი?

განვითარების მაღალი ტემპიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება ბაზრის მოთხოვნები, ჩნდება ახალი პროფესიები და უნარები, რომლებთან დროული ადაპტაციაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

მთავარ გამოწვევად მივიჩნევ წარმატებული გამოცდილებების გამოყენების გაგრძელებასა და ახალი პრაქტიკების ადაპტაციას შორის ბალანსს. იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ, აუცილებელია მუდმივი უკუკავშირს მიღება ჩართული მხარეებისგან, საჭიროებების კვლევა და მოსმენა, ახალი შესაძლებლობების ძიება, შედეგების ანალიზი და მიღებული ინფორმაციის ანალიზით კრეატიული გადაწყვეტების მოფიქრება.

რა არის თქვენთვის, როგორც ტალანტების მართვის სამსახურის უფროსისთვის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი?

ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ღირებულების შექმნაა, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. ვფიქრობ, რომ ღიაობა სიახლეების მიმართ და ცნობისმოყვარეობა, მაძლევს შესაძლებლობას, აღმოვაჩინო პრობლემები და საჭიროებები, შემდეგ კი სწრაფად ვიპოვო მათი გადაჭრის გზები, რაც ჩემი მისწრაფების რეალიზებაში მეხმარება.

მომავალში თუ გეგმავთ ახალ პროექტებს ტალანტების განვითარების მიმართულებით?

საქართველოს ბანკი მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. ყოველწლიურად ვაანალიზებთ ჩვენს გამოცდილებასა და შედეგებს, ვიკვლევთ ახალ შესაძლებლობებს და ვმსჯელობთ როგორ და სად შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი ღირებულება. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით, ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანს ვხდით განვითარების შესაძლებლობებს ჩვენი თანამშრომლებისთვის, ვქმნით ახალ პროგრამებსა და კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ არსებულს. S

Previous Post

Tesla 120,000 ავტომობილს უკან გაიწვევს

Next Post

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾51 მილიარდს გადააჭარბა

იზა გვარამაძე

Next Post
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾50 მილიარდს გადააჭარბა

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾51 მილიარდს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result