Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მუდამ სასურველი პარიზული ფუფუნება

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 15, 2021
in მოგზაურობა
0
მუდამ სასურველი პარიზული ფუფუნება
0
SHARES
0
VIEWS

პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რომანტიკული ქალაქია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი ქორწინების ოცი წლის იუბილე სწორედ აქ, სინათლის ქალაქში აღვნიშნე. თაფლობის თვე, იუბილეები, დაბადების დღეები – სწორედ ასეთი მოვლენების სადღესასწაულოდ არსებობს პარიზი.

ამიტომ პარიზს შეუძლია გაუძლოს მდიდრული სასტუმროების წარმოუდგენელ რაოდენობას და მათ შორის არჩევნის გაკეთებისას შეუძლებელია შეცდე. Ritz, Plaza Athenee, Le Meurice, Crillon, Bristol … სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს, ეს ხომ ფუფუნების უწყვეტი ჯაჭვია. მეც რამდენიმე მათგანში სტუმრობით ვისიამოვნე, მაგრამ როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოგზაურობისათვის ვემზადებოდი, ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უსაყვარლესი სასტუმრო The Four Seasons George V ავირჩიე.

უდიდესი კომპანია Four Seasons საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო -სასტუმროების მენეჯმენტითა და წარმოუდგენლად მაღალი სტანდარტებით. და მაინც, ამ დონეზეც კი მის ქსელში არსებულ სასტუმროებს შორისაც არის მეტ-ნაკლები განსხვავება. როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთაც არსებობს რამდენიმე დამკვირვებელი, რომლებიც George V -ს ამ კომპანიის ფლაგმანად არ აღიარებს. ყოველწლიურად სიგარის მოყვარულთა ჟურნალისათვის (Cigar Aficionado magazine) ტურისტული ბიზნესის სფეროში ვატარებ გამოკითხვას (როგორც თანამონაწილე რედაქტორი, ტურისტული ინდუსტრიის კუთხით), რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული აგენტების, ყველაზე ინფორმირებული ჟურნალისტებისა და საუკეთესო ბიზნეს-აღმასრულებლების მაჯისცემას ამოწმებს. ეს გამოკითხვები პარიზის საუკეთესო სასტუმროს წოდებას ყოველთვის George V -ს ანიჭებს. გასულ წელს მან მნიშვნელოვნად ასწია თავისი სტატუსი, უკან ჩამოიტოვა Peninsula Hong Kong (ჩემი კიდევ ერთი საყვარელი სასტუმრო) და პლანეტის საუკეთესო სასტუმროს წოდება მოიპოვა.

რით გამოირჩევა George V ასე მნიშვნელოვნად სხვა სასტუმროებისაგან? ნება მიბოძეთ მოგახსენოთ. მშვენიერი პარიზის გახსენება ჩვენში ასეთ ასოციაციებს იწვევს: მოდა, სამზარეულო, გლამური, რომანტიკა, სიცოცხლის სიყვარული და ხალისიანი განწყობა. George V -ს ყოველივე ეს საკმარისზე მეტი აქვს. ეს ერთადერთი სასტუმროა მსოფლიოში, რომელიც საყოველთაოდ განთქმულია თავისი ყვავილების კომპოზიციებით. George V -ში მუშაობს ჯეფ ლეთმანი, ყვავილების ამერიკელი დიზაინერი, რომლის გადაბირება არაერთმა ტოპსასტუმრომ სცადა, Four Season -ის სხვა დაწესებულებების ჩათვლით, მაგრამ უშედეგოდ. ლეთმანს ყვავილებისათვის ყოველწლიურად ექვსციფრიანიბიუჯეტი აქვს გამოყოფილი. მის მიერ ყვავილებით მორთული სასტუმროს ვესტიბიული და საერთო სარგებლობის სხვა ადგილები ნამდვილ შოუდ იქცევა ხოლმე. თუ ყვავილები თქვენს საქმიანობას არ წარმოადგენს, _ ისევე როგორც ჩემსას – რთული ასახსნელია, რამდენად შთამბეჭდავია ეს სანახაობა. თუმცა ალბათ იმის აღნიშვნაც კმარა, რომ პარიზელები და ტურისტები ხშირად მხოლოდ იმისთვის მიდიან სასტუმროში, რომ ყვავილები ნახონ. ეს გახდა George V -ის სავიზიტო ბარათი, რომელსაც ისურვებდა ნებისმიერი დიდი სასტუმროს მფლობელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სამზარეულო? აქ მდებარეობს Le Cinq -ის მიშელინის ორვარსკვლავიანი რესტორანი, რომელიც, უბრალოდ, ფანტასტიკურია. მართალია, პარიზის, სულ მცირე, სამ სხვა სასტუმროში არის სამვარსკვლავიანი რესტორნები, მაგრამ მე Le Cinq -ს გამოვარჩევდი, რადგან კერძები აქ დახვეწილი, გემრიელი და ინოვაციურია, ყოველგვარი კონსერვატიული პრეტენზიების გარეშე. არც იმის შეგრძნება გაწუხებს, თითქოს გითვალთვალებენ; გარდა ამისა, შეგიძლია ისე ივახშმო, რომ ღამე არ გაათენო. სასტუმროს დევიზი ,,ჩვენი მიზანია მოგანიჭოთ სიამოვნება” ვრცელდება მის ამ არაჩვეულებრივ რესტორანზეც. ცოტა ხნის წინ, პარიზში ყოფნისას, ვისადილე სახელგანთქმულ სამვარსკვლავიან რესტორანში Pre Catalan. შემიძლია ვთქვა, რომ Le Cinq უკეთესია. შესაძლოა უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რაც ყოველთვის მაწუხებდა: Four Seasons-ში იშვიათად მოაქვთ ყავა ნომერში, George V -მა კი მნიშვნელოვნად გამოასწორა ეს საკითხი, nespresso -ს მანქანების დადგმითა და ყავის ფართო ასორტიმენტის შემოთავაზებით.

გლამური? ეს სასტუმრო უამრავი მაღალი კლასის ვარსკვლავის, პრივილეგირებული წრეებისა და ინდუსტრიული მაგნატების არჩევანია. როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ განსაკუთრებულ ადგილას მოხვდით. თუმცა ამას შემოსვლამდეც იგრძნობთ, როდესაც სასტუმროს წინ ჩამწკრივებულ „ბენტლის”, „ეშტონ მარტინისა” და „ფერარის” მარკის ავტომობილებს დაინახავთ. თვითონ სასტუმრო მდებარეობს ექსკლუზიური მაღაზიებით ცნობილ ქუჩაზე – ორ ნაბიჯში ელისეს მინდვრებიდან და ტრიუმფალური თაღიდან. სასტუმროში აგრეთვე არის პარიზში საუკეთესო სპა მინერალური წყლებით.

რომანტიკა? თუ ყვავილები, ღია შიდა ეზო, უზადო დეკორი, შეუდარებელი სამზარეულო და საუკეთესო ადგილმდებარეობა თქვენზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, იქნებ ეს სასტუმროს ნომრებმა მოახერხოს თავისი კომფორტული ტახტებითა და სავარძლებით, სრულყოფილი სტილით, საშხაპეებითა და Bulgari-ის ფირმის ტუალეტის საშუალებებით. უმაღლესი დონის მომსახურების გარდა, სხვა საინტერესო მოვლენებსაც უნდა ელოდეთ. ღამით ფანჯრიდან განათებული ეიფელის კოშკის ხედი იშლება. ეიფელის კოშკის უკეთ სანახავად დაუყევით George V–ის ქუჩას და მხოლოდსამი წუთი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ სასტუმროს ვესტიბიულიდან სენის სანაპირომდე მიაღწიოთ და დატკბეთ საოცრებით, რომელიც ნებისმიერი პარიზული საღამოს შესანიშნავი დასასრულია.

ერთი რამ, რაც პარიზის ხსენებაზე მაგონდება (ჩემი ჩამონათვალი მას არ შეიცავს, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სასტუმროსათვის), არის სერვისი. George V -ის ეს საჭიროზე მეტიც კი აქვს _ დაწყებული პორტიეთი, რომელსაც ყველა კლიენტი ახსოვს, დამთავრებული საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსიერჟის მაგიდით, რომელსაც ადვილად და სწრაფად შეუძლია ელექტრონული ფოსტით შეკვეთილი ადგილის დაჯავშნა ნებისმიერ რესტორნაში, იქნება ეს ყველაზე მივარდნილი ბისტრო თუ მიშელინის სამვარსკვლავიანი რესტორანი. ეს ისეთი სასტუმროა, სადაც რეგისტრატორი ტოვებს თავის ადგილს, რათა თქვენ ოთახამდე მიგაცილოთ; სადაც ნებისმიერი თანამშრომელი უზადოდაა გამოწყობილი და ყველა ღონეს ხმარობს, რომ მოგემსახუროთ და დაგეხმაროთ; მათ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა „არა”. ეს ჩემი მესამე ვიზიტი იყო George V -ში, რომელმაც კიდევ ერთხელ განიმტკიცა საკუთარი პოზიცია ჩემს საყვარელ სასტუმროთა ნუსხაში.

 

Previous Post

რა შეიძლება გვასწავლონ ქალებმა ფულის შესახებ

Next Post

ათი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მუზეუმი

მაგდა დოლიძე

Next Post
ცნობილი სახეების მოდის მიმართულება

ცნობილი სახეების მოდის მიმართულება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result