Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მწვანე ორთქლი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
მწვანე ორთქლი
0
SHARES
0
VIEWS

ნავთობის საბადოებიდან და მილსადენებიდან გაზის გაჟონვის დამნახავი მოწყობილობის გაუმჯობესებით, ციცქნა Rebellion Photonics-მა გლობალური ბაზრისკენ გრძელი, მაგრამ შეუმჩნეველი ნახტომი გააკეთა.

იფიქრებდით, რომ გაუხარდებოდა. ელისონ სოიერს ნამდვილად ჰქონდა სიხარულის საფუძველი, რადგან გარემოს დაცვის სააგენტომ იანვარში განაცხადა, რომ აპირებდა მინიმუმამდე დაეყვანა ძლიერმოქმედი სათბურის აირის, მეთანის ემისია, რომელიც ნახშირორჟანგზე 25-ჯერ მეტ სითბოს ატყვევებს. მისი კომპანია, Rebellion Photonics-ი, ჰიპერსპექტრული ვიდეოკამერების პირველი (და ერთადერთი) მწარმოებელია მსოფლიოში. ეს მოწყობილობა საუკეთესოა ნავთობის საბადოებსა და ნავთობქიმიურ ქარხნებში მეთანისა და სხვა აორთქლებადი გაზების გაჟონვის გამოსაჭერად.

ეს უჩინარი, უსუნო აირი ნატურალური გაზის ძირითადი შემადგენელია, რომლის დაწვითაც ამერიკაში მოხმარებული ელექტროენერგიის 30% გენერირდება. სხვა მისწრაფებებთან ერთად, გარემოს დაცვის სააგენტოს მიზანია, მომდევნო ათწლეულში ნავთობისა და გაზის დამუშავებისას მეთანის ემისია 2012 წლის მოცულობის 60%-მდე შეამციროს. ჰიუსტონში რეგისტრირებული Rebellion-ი უკვე მუშაობს ისეთ გიგანტებზე, როგორიცაა Chevron-ი, BP-ი და გაზის მომპოვებელი Southwestern Energy, რათა გამოავლინოს და შეაჩეროს მსგავსი გაჟონვა. ნავთობისა და გაზის ფასების დაცემის მიუხედავად, საქმე მშვენივრად მიდის იმ შტატებში, რომლებიც ჭაბურღილებისა და შემნახველი ავზების რეგულარულ მონიტორინგს მოითხოვენ – პენსილვანიაში, ვაიომინგსა და კოლორადოში (სადაც Rebellion-ი შტატის რეგულატორების მიერ სანქციონირებული სერვისის პირველი პროვაიდერი იყო). ახალი ფედერალური კანონები Rebellion-ისთვის ნამდვილი მისწრებაა.

მაგრამ მას მაინც არ უხარია. „მირჩევნია, მხოლოდ ბრძანებულებების გამო არ მოგვმართავდნენ, – ამბობს სოიერი, 30 წლის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც კომპანია 5 წლის წინ დააარსა. – ჩვენ გამოვავლენთ დაკარგულ პროდუქტს, დაკარგულ შემოსავალს. ჩვენთვის მომართვა ფინანსური მიზნებით უნდა იყოს მოტივირებული და არა რეგულაციებით”.

ერთი მხრივ, პირდაპირ მოსაუბრე მეცნიერისა და, მეორე მხრივ, თავისუფალი ბაზრის იდეალისტის ეს სენტიმენტი სოიერის პიროვნებას სრულყოფილად ხატავს. 2009 წელს იგი რაისის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი გახდა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მოპოვებული მაგისტრის ხარისხი გამოყენებით ფიზიკაში და სტარტაპ- ინკუბატორში, Houston Technology Center-ში, პრაქტიკას გადიოდა. ანტრეპრენიორების ოჯახიდან გამოსულმა სოიერმა იცოდა, რომ საკუთარი თავის უფროსობა სურდა. ერთ მშვენიერ დღეს კომპანიაში რობერტ კესტერი მივიდა. ამ დროისთვის ბიოინჟინერულ მეცნიერებათა დოქტორანტი იყო და ახალი გამოქვეყნებული ჰქონდა გახმაურებული კვლევა ჰიპერსპექტრული არეკვლის შესახებ (ეს ის ტექნოლოგიაა, რომელსაც ასტრონომები იყენებენ, რათა სატურნის მთვარეებზე თხევადი მეთანი აღმოაჩინონ). ჰიპერსპექტრული არეკვლის მთავარი დათქმაა, რომ გაზის თითოეული ნაირსახეობის მიერ სინათლის შეთვისება და არეკვლა უნიკალური წესით ხდება. კესტერის შრომამდე გაჟონვის დასურათება მხოლოდ ფოტოაპარატის საშუალებით იყო შესაძლებელი; მან კი პირველი ჰიპერსპექტრული ვიდეოკამერა დააპატენტა.

მაგრამ კესტერი ახალ ტექნოლოგიას მხოლოდ მიკროსკოპისთვის იყენებდა. სოიერს აინტერესებდა, ის სხვა მხრივაც თუ იმუშავებდა. „ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა მისი ფართო ფორმატით გამოყენება, – იხსენებს სოიერი. – როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, ტვინი ამიფეთქდა”. სოიერის გონებაში უამრავმა აზრმა გაიელვა: ფერმერები შეძლებდნენ მოსავლიანობის წინასწარ დადგენას, პოლიცია შეძლებდა ქიმიური თუ ბიოლოგიური თავდასხმების მონიტორინგს და, რა თქმა უნდა, ნავთობის, გაზისა და ქიმიური ინდუსტრიები შეძლებდნენ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი გაჟონვის დანახვას. „წმინდაო მარიამ, საერთოდ ხვდები, რა გამოიგონე?” – ჰკითხა მან არხეინ კესტერს.

გაჟონვის გამოვლენის არსებული სტანდარტი არასანდო იყო: პრიმიტიული ერთფრეიმიანი ან ინფრაწითელი კამერით შეიარაღებული ადამიანი უნდა ამძვრალიყო აღჭურვილობაზე ან ავზზე და გარკვეული წერტილებისთვის სურათი გადაეღო. უდიდესი კონკურენტი გახლდათ $4.3-მილიარდიანი კაპიტალის განმკარგველი Flir Systems-ი, რომელიც შუქის გამაძლიერებელ და ინფრაწითელ კამერებს აწარმოებდა. ინფრაწითელი კამერა მხოლოდ ცივსა და ცხელს განასხვავებს. ამ გზით დანახული გაზი, შესაძლოა, მეთანის ნაცვლად, უბრალოდ, უწყინარი ორთქლი აღმოჩნდეს. „Rebellion-ამდე ემისიების მონიტორინგი ძვირად ღირებული, რთული და არაზუსტი იყო, – ამბობს სოიერი, – ტექნოლოგიისგან უამრავ ყალბ მონაცემს მიიღებდით”.

მას დიდი დრო არ დასჭირვებია ბიზნესგეგმის დასაწერად და კესტერის გადმოსაბირებლად. 2010 წელს ისინი უკვე ერთად, სრული დატვირთვით მუშაობდნენ Rebellion-ში. მათ ბიზნესგეგმების კონკურსზე $125,000 მოიგეს და აშშ- ის საავიაციო ძალებთან $1-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რათა მათი კამერა მფრინავ დრონებზე დამონტაჟებულიყო. (სოიერმა ასევე მოიგო ადგილი Forbes-ის 30 წლამდე 30-ეულის სიაში.)

ეს ყოველივე მათ კომპანიის უზრუნველყოფაში დაეხმარა, სანამ მთავარ შეთავაზებას განავითარებდნენ: 22-კილოგრამიან, 30-სანტიმეტრიან, ფართოფორმატიან, ჰიპერსპექტრულ ვიდეოკამერას, რომელიც სატვირთო ავტომობილზე მაგრდება. Rebellion-ი კამერას 10-მეტრზე გასაშლელ მოძრავ შტატივზე ამაგრებს, რათა ავტომობილმა თავისუფლად იაროს ნავთობისა და გაზის საბადოების გასწვრივ და ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დააკვირდეს მიდამოს. ერთი ასეთი მომსახურება $250 ღირს. ბაზრის პოტენციურ მოცულობას კარგად წარმოიდგენთ, თუ გაგანდობთ, რომ აშშ- ში ჯამში დაახლოებით 487,000 ჭაბურღილი და 2.5 მილიონ კილომეტრზე გადაჭიმული გაზსადენებია. პატარა გაჟონვაც კი ათასობით დოლარი შეიძლება დაჯდეს და გასაკვირი არაა, რომ Rebellion-ს კლიენტთა რიგი დაუდგა.

ერთი წლის წინ, ერთი სატვირთო მანქანიდან ავტომობილების მთელ ფლოტილიამდე ნახტომის გასაკეთებლად, Rebellion-მა $10.4-მილიონიანი დაფინანსება აიღო სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ Tinicum Capital Partners-ისგან. ამ გარიგებამ ჯერ კიდევ არამოგებიანი, მაგრამ წელიწადში $4-მილიონიანი შემოსავლის მქონე კომპანიის ფასი $30-მილიონამდე გაზარდა. კი მაგრამ, $1.3-მილიარდიანი კერძო საინვესტიციო ჯგუფი კომპანიის ახალგაზრდა დამფუძნებელთა ასაკმა საერთოდ არ დააფრთხო? „არა, – მპასუხობს Tinicum-ის პარტნიორი სკიპ ზედლიცი, – რადგან მათ მშვენივრად გაართვეს თავი იმის შექმნას, რაც აქამდე არ ყოფილა”.

რა სამომავლო გეგმები აქვს Rebellion-ს? დეკემბერში მან მოიპოვა $4.3-მილიონიანი გრანტი მოწინავე ენერგეტიკული კვლევითი პროექტების სააგენტოს დეპარტამენტისგან, რათა შექმნას პორტატიული მინიატურული სპექტრომეტრი. მას დაწყებული აქვს უცხოური ნავთობკომპანიებისთვის საკუთარი სერვისის მიყიდვის პროცესი. რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ნავთობსაბადოების სერვისის რომელიმე გიგანტი – მაგალითად, Schlumberger-ი, ან Halliburton-ი – მათ “გაუკეთებს შეთავაზებას, რომელზეც უარს ვერ იტყვიან”. როდესაც ახალმა პოტენციურმა კლიენტმა ჩრდილოეთ დაკოტის ბეკენის ჭაბურღილებიდან გადადო გარიგება ნავთობზე ფასის დაცემის გამო, სოიერს ეს გულთან ახლოს არ მიუტანია. მეთანის მონიტორინგთან დაკავშირებული საშტატო და ფედერალური რეგულაციების მიღების მტკიცე ტენდენცია Rebellion-ს წლების განმავლობაში წაადგება – მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს სოიერს, თუ არა.

Previous Post

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 7.2%-ით გაიზარდა

Next Post

გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის

მაგდა დოლიძე

Next Post
გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის

გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result