Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მწვანე გაზი | ძმები რაისები

by Davit Tsiramua
იანვარი 27, 2022
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, პროფილი, ყველა სიახლე
0
მწვანე გაზი | ძმები რაისები
0
SHARES
0
VIEWS

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ფრეკინგი (ჰიდრავლიკური ბურღვა) აზიანებს პლანეტას. ძმები რაისები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი პირიქითაა.

EQT Corp.-ი ენერგეტიკულ ბიზნესში პატივცემული მოთამაშეა, რომლის ისტორიაც 133 წლის წინ, პენსილვანიაში გაზის ბურღვის ადრეულ დღეებში დაიწყო, და რომლის შტაბბინაც პიტსბურგში გრანიტისა და შუშის კოშკში მდებარეობს. თუმცა ამას ვერასდროს იფიქრებთ მისი 39 წლის აღმასრულებელი დირექტორის, ტობი ზ. რაისის ოფისში ვიზიტისას. რაისი გადაკეთებულ ტაეკვონდოს სტუდიაში მუშაობს, ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო მაღაზიის თავზე, პენსილვანიაში, კარნეგის გარეუბანში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. სავარჯიშო დარბაზში, დოჯოში, ნახავთ ნატურალური ზომის ტრიატლონისტ „რკინის ადამიანს“, თავზე გორილის ნიღბით, გრაფიტით შთაგონებულ ხელოვნების ნიმუშებს და გადსდენის დროშას წარწერით „ნუ გამჭყლეტთ“.

როგორ აღმოჩნდა ეს უცნაური მილენიალი ქვეყნის ბუნებრივი აირის უმსხვილესი წარმოების სათავეში? – ოჯახთან გაერთიანებით, საჭირო დროს მარსელუსის ფიქალის საბადოში წარმატებითა და ძალიან დიდი ფსონების კეთებით.

ტობი რაისის პარტნიორები – მისი ძმები, 41 წლის დენიელი და 36 წლის დერეკი – გაზის ძიებაში არიან. კაპიტალი, რომელმაც ისინი საქმეში ჩართო, შეადგენდა $70 მილიონის კრედიტს მამის მიერ დაფინანსებული ტრესტიდან. მათ ეს ფსონი კარგად გაითამაშეს; სამის ქონება ახლა $700 მილიონზე მეტია.

მარსელუსი ფიქლის საბადოა, რომელიც მიწისქვეშაა გადაჭიმული ნიუ-იორკიდან დასავლეთ ვირჯინიამდე. ფრეკინგის ტექნოლოგიამ კლდის ეს ფენა ერთ ღამეში ღირებული გახადა, სწორედ იმ დროს, როდესაც ძმები გაზის ბიზნესში შედიოდნენ.

ტობი, დენიელი და დერეკი იზრდებოდნენ ბოსტონში, სადაც მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. ბიჭები ბეისბოლს თამაშობდნენ და ბიზნესის ანაბანას სწავლობდნენ თავიანთი სამეწარმეო ოჯახისგან, რომელიც სომეხ ემიგრანტ ბიძაშვილებს, დეიდებს და ბიძებს მოიცავდა. დედა მათ უვლიდა, ხოლო მამა, დენიელ რაის III, მართავდა ბუნებრივი რესურსების პორტფელს BlackRock-ში. მან მოულოდნელად გამოიმუშავა ჰეჯ-ფონდის შესრულების საკომისიო და გადაწყვიტა, რომ მის ვაჟებს ამით რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გაეკეთებინათ. „მან თავებში თესლი ჩაგვინერგა”, – ამბობს უმცროსი ძმა, დენიელი.

სამი კაცი და ბურღი | ძმები დენიელი, ტობი და დერეკ რაისები გრინის ოლქში, პენსილვანია. ადგილი, სადაც ისინი გეგმავენ 10 ჭაბურღილს, თითოეულს ორ მილზე მეტი სიგრძისას, 3000 აკრზე ფიქლის მოსაპოვებლად 25 აკრის ზედაპირიდან.

მაგრამ ისინი ჯერ უნდა მომზადებულიყვნენ. დენიელმა ნავთობისა და გაზის შესახებ შეიტყო Tyco-ში, Transocean-სა და საინვესტიციო ბანკ Tudor, Pickering, Holt & Co-ში. დერეკი გახდა ნავთობის გეოლოგი, სპეციალიზებული ფიქლის ფორმირების ბურღვის ახალ სფეროში. ტობი, სრულიად ამერიკული კოლეჯის ბეისბოლის მოთამაშე, რომელიც არსად გაუწვევიათ, მუშად მოეწყო ტეხასის ნავთობის პლატფორმაზე. ის საათში $9-ს გამოიმუშავებდა (დამატებით $2-ს უსაფრთხოების ანაზღაურებით, თუ ყველა თითს შეინარჩუნებდა). მან მაგისტრატურაში ჰიდრავლიკური ბურღვის მიმართულებით სწავლა მიატოვა, როდესაც ტრიომ 2007 წელს Rice Energy ჩამოაყალიბა.

ეს იყო ფრეკინგის რევოლუციის ადრეული ხანა. იმ დროს ათვისებული იყო ერთი დიდი ფიქლის გაზის საბადო, ბარნეტი, ტეხასის ფორტ-უორტის მახლობლად. ძმებმა ბედი სცადეს მარსელუსის საბადოზე პენსილვანიაში, რადგან უფრო დიდი ოპერატორები, როგორიცაა Chesapeake Energy, ასევე იწყებდნენ იქ საბურღი მიწის იჯარით აღებას. ტობი თავის სატვირთო მანქანაში ცხოვრობდა და მიწის მესაკუთრეებს თვალყურს ადევნებდა, რომ დიდი ბიჭების მიერ გადაცემულ ქონებაზე საიჯარო გარიგება დაედო.

„მე ვიჯექი უფრო მეტ სამზარეულო მაგიდასთან, უფრო მეტ ფერმერთან და მიწის მესაკუთრესთან, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი ამ რეგიონში”, – ამბობს ტობი. დენიელი დასძენს: „შენ იწყებ ნარჩენების ფენების ერთმანეთზე დამატებას და უცებ გაქვს ადგილი ოთხი ჭაბურღილისთვის“. მათმა მამამ ციფრებზე ყურადღების მიქცევა 2009 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოიკითხა $2300-იანი ჩეკი, რომელიც ტობიმ პენსილვანიაში, ვაშინგტონის ოლქის 4-H კლუბს გამოუწერა. მან მოიგო საქველმოქმედო აუქციონი აჯობა რა თავის სალიზინგო კონკურენტს, Range Resources-ს. ასეთი რაღაცებით ყურადღებას იქცევ. „ჩვენ დავიწყეთ აუზის შტურმი”, – ამბობს დერეკი.

ფრეკერები იყენებენ სამართავ საბურღ მოწყობილობას, რომელიც ორი მილის სიღრმეში ბურღავს ნახშირწყალბადიანი ფიქლის თხელ ფენასთან გადასაკვეთად, შემდეგ კი გვერდით უხვევს ფიქლის ფენის გავლით. ხვრელში მილის ჩაცემენტების შემდეგ, მბურღავი დამიზნებული მუხტებით მილში ხვრელებს აფეთქებს, შემდეგ კი იქ ქვიშაში შერეული მილიონობით გალონი წყლის შეფრქვევით, ამსხვრევს კლდეს მაღალ წნევაზე.

ძმებ რაისებს სჯეროდათ გადამეტების – ისინი აფრქვევდნენ ტონა ქვიშას ჰორიზონტალის თითოეულ ფუტზე, სამმაგს, სხვებთან შედარებით. ბარნეტის ფიქლის ჭაბურღილები დიდად ითვლებოდა, თუ მათი წარმადობა დღეში 4000 MCF იყო. (MCF-ს, ანუ 1000 კუბურ ფუტს, აქვს 8.6 გალონი ბენზინის ენერგეტიკული შემცველობა.) Rice Energy მარსელუსის ჭაბურღილს დღეში 30000 MCF-ის წარმადობით ამუშავებდა.

„ჩვენ უბრალოდ რაღაც კარგის იმედი გვქონდა, ისეთის, როგორიც ბარნეტია. ამის ნაცვლად კი დასაწყისშივე შევედით ქვეყანაში ბუნებრივი გაზის უდიდეს საბადოში“, – ამბობს დერეკი, რომელიც ჭაბურღილებთან, ტრაილერში ცხოვრობდა და შხაპს სატვირთო მანქანების გაჩერებებზე იღებდა. ძმები პურს ტეხდნენ ყველა ახალ თანამშრომელთან და ბურღვის პროექტებს კომიქსების გმირების სახელებს არქმევდნენ.

ტრიომ $1 მილიარდი შეაგროვა 2014 წელს Rice Energy-ის საჯარო შეთავაზებისას, სადაც დენიელი აღმასრულებელი დირექტორი იყო, და კიდევ $400 მილიონი – დაძმობილებული სუბიექტისთვის, მილსადენების მფლობელი პარტნიორისთვის. დერეკის სიტყვებით, მან იცოდა, რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები არ იყვნენ: „ცხადია, ჩვენი კოლეგები აპირებდნენ ჩვენი დიზაინის გამოყენებას. შემდეგ კი მიწოდება საჭიროზე მეტად გაიზრდებოდა“. მართლაც, მარსელუსიდან გაზის მოპოვება გაიზარდა 35 მილიარდ კუბურ ფუტამდე (BCF) დღეში, რაც აშშ-ის მთლიანი წარმოების თითქმის მესამედია.

„მენტალურად ჩვენ მზად ვიყავით ამ კომპანიის სამუდამოდ სამართავად“, – ამბობს დენიელი, მაგრამ 2017 წელს EQT-მა გააკეთა გულუხვი შეთავაზება: $6.7 მილიარდის აქციები და ნაღდი ფული, პლუს $1.5 მილიარდის ვალის გადაბარება. რაისის ოჯახმა დაახლოებით $200 მილიონი ნაღდი ფული და EQT აქციების თითქმის 3% მიიღო. EQT Midstream Partners-მა რაისის დაარსებული მილსადენის პარტნიორობა დამატებით $2.4 მილიარდად შეიძინა.

მაგრამ გარიგებების დახურვიდან მოკლე დროში, რაისები უკმაყოფილო აქციონერების ზარებზე პასუხს ვერ აუდიოდნენ. აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ მაკნალის ხელმძღვანელობით, EQT-მა თავისი კაპიტალის ბიუჯეტი $300 მილიონით გადახარჯა. ის ბურღავდა ცუდ ჭებს ისეთ ადგილებში, სადაც რაისებს აღმაფრთოვანებელი შედეგები ჰქონდათ. „ჩვენ მივეცით მათ სამი წლის ბურღვის განრიგი, – ამბობს დერეკი. – მათ კი არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ სამი თვის შემდეგ“. EQT-ის აქციების ფასი 45%-ით დაეცა.

დადგა მარიონეტული ბრძოლის დრო. ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირეს რაისის საბჭოს შვიდ წევრს, რომლებმაც ხმების 80% მოიპოვეს. 2019 წლის ივლისში მაკნალმა თანამდებობა ტობი რაისის სასარგებლოდ დატოვა. (დენიელი EQT საბჭოშია; დერეკი მრჩევლის როლს ასრულებს.) ახალმა უფროსმა პერსონალი მეოთხედით, 650-მდე შეამცირა და ინვესტიცია პროგრამულ უზრუნველყოფასა და სენსორებში განახორციელა. Salesforce-ით აღჭურვილი დაფა მას საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს 3000 ჭაბურღილის მდგომარეობას 600 ლოკაციაზე, 1.6 მილიონი ჰექტარი ფართობის მასშტაბით.

ბოლო თვეებში EQT-მა Chevron-ის მარსელუსის ოპერაციები $735 მილიონად და Alta Resources-ი $2.9 მილიარდად შეიძინა. ამ გაფართოებებმა კომპანიის გაზის ყოველდღიური მოპოვება დღეში 5,5 BCF-მდე გადაახტუნა – მათ მე-2 ადგილზე მყოფ ExxonMobil-ს გაასწრეს.

დიდი ფსონები ზოგჯერ დიდი შეცდომებია. სასაქონლო მწარმოებლებისთვის ჩვეულებრივია ფიუჩერსებისა და ოფციონების გამოყენება, წარმოების მოცულობის წინასწარ გაყიდვისა და ფასების ჩაკეტვის ვარიანტები. ტობიმ თავისი ჰეჯირებით გადააჭარბა და გაოგნებული დარჩა გაზის ფასების წლევანდელი ზრდის გამო. მისმა ოფციონურმა ვაჭრობამ 2021 წლის მოგებას $3 მილიარდი ჩამოაკლო. მაგრამ ჰეჯირების კორექტირების შემდეგ, EQT მიზნად ისახავს, 2022 წელს მიაღწიოს $2 მილიარდის ფულად ნაკადს (წმინდა შემოსავალი პლუს ცვეთა, შენარჩუნების დონის კაპიტალური ხარჯების გამოკლებით) $5 მილიარდის შემოსავლით, ამბობენ ანალიტიკოსები. მისი აქციები ტობის მოსვლის შემდეგ 40%-ით გაიზარდა და ინდუსტრიის ზოგიერთი კოლეგა ჩამოიტოვა.

ბევრ გარემოს დამცველს და არაერთ პოლიტიკოსს ფრეკინგის ბიზნესის შეჩერება სურს. „შეხედეთ ციფრებს, – პასუხობს რაისი – ფიქლის გაზის რევოლუცია არის ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ნახშირბადის წლიური ემისია 2005 წლიდან თითქმის 1 მილიარდი ტონით შემცირდა, რადგან ელექტროსადგურები ნახშირიდან ბუნებრივ აირზე გადადიან. ამავე პერიოდში ჩინეთმა, ნახშირის მოხმარების მატებასთან ერთად, წლიური ემისიები 4.7 მილიარდი ტონით გაზარდა. EQT აკვირდება მარსელუსის გაზის გათხევადებას და ფილადელფიის ზონიდან ექსპორტის პოტენციალს. თუ ეს საწვავი აზიაში მოხვდება და ნახშირს ჩაანაცვლებს, ეს ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას.

რა შეიძლება ითქვას მეთანის გაჟონვაზე, სათბურის გაზზე, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი? ტობი რაისი იღებს დაფას, სადაც ნაჩვენებია დეტალები $20-მილიონიანი პროგრამისა, რომელიც ჭაბურღილებზე 9000 პნევმატურ სარქველს ელექტროსარქველებით ჩაანაცვლებს, სადაც მეთანი თითქმის არ გაჟონავს. მან უახლესი, ლაზერული დეტექტორის დასაინსტალირებლად სამრეწველო გამონაბოლქვის მონიტორი, Project Canary დაიქირავა. Canary-ის თანადამფუძნებელი კრის რომერი ტრაბახობს, რომ ეს სენსორები იმდენად კარგია, რომ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, ჭამა თუ არა ლანჩზე ლობიო თანამშრომელმა. თითო MCF-ზე გაზის პასუხისმგებლობით წარმოების დამოწმება 2 ცენტი ღირს. მაგრამ ამ სერტიფიკატს MCF-ზე 3-დან 13 ცენტამდე პრემიის მიღება შეუძლია.

EQT-ის აქციები წარმოადგენს ძმები რაისების ქონების მეოთხედზე ნაკლებს. Rice Investment Group-ის მეშვეობით, სამივემ დააფინანსა ორი სპეციალური დანიშნულების შესყიდვის კომპანია (SPAC). „ჩვენ არ ვაპირებთ პოპულარულ საკითხებში შესვლას, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია. ჩვენ მივყვებით იმას, რასაც ცვლილება მოაქვს ”, – ამბობს დერეკი. ერთ-ერთი ასეთი SPAC-ი იყო Archaea Energy-სთვის, ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორისა და პროექტების შემქმნელისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ნაგავსაყრელებზე ნაგვის დაშლის შედეგად წარმოქმნილი მეთანის დაჭერას. ასეთი გაზის დაჭერა დიდ საგადასახადო შეღავათებს წარმოქმნის, რაც საკმარისია 15 დოლარის შემოსავლის მისაღებად თითო MCF-ზე, ჩვეულებრივი გაზის 5 დოლარის სანაცვლოდ. „ჩვენ ნახშირბადისგან გათავისუფლებულ ენერგეტიკულ პროდუქტს მივყიდით ადამიანებს, რომლებსაც წიაღისეული საწვავის გამოყენება უწევთ“, – ამბობს Archaea-ს დამფუძნებელი, 37 წლის ნიკ სტორკი. ძმები რაისები ფლობენ აქციების მეოთხედს, $600 მილიონის ღირებულებით.

ბუნებრივია, ტობი გრძნობს, რომ ჯერ კიდევ აქვს რაღაც დასამტკიცებელი. ეს აუცილებლად მოითხოვს გადაკეთებული ტაეკვონდოს სტუდიის პერიოდის დასრულებას. თავისი „დოჯის“ სატვირთო მანქანით, ის სტუმრებს ათვალიერებინებს მიტოვებული ფაბრიკის კომპლექსს ჩარტიერ-კრიკისა და ვისკ-რანის ნაპირებზე, პატარა ქალაქის – კარნეგის შუაგულში, რომელსაც სახელი პენსილვანიის ყველაზე ცნობილი ფოლადის კაცის პატივსაცემად ეწოდა. ამდენი ქარხნის დახურვის გამო, მისი მოსახლეობა პიკიდან მესამედით შემცირდა, მაგრამ ტობი აღორძინებას ვარაუდობს. მას სურს, ფუნქცია შეუცვალოს და აღადგინოს საწყობებისა და ქარხნების ჯგუფი, შექმნას სივრცეები, სადაც თანამშრომლებს სამუშაოდ მისვლა ენდომებათ მაშინაც კი, როცა ამის ვალდებულება არ ექნებათ. სადაც ისინი შეძლებენ, დაეხმარონ მას, როგორც ის უწოდებს, „ფიქლური“ კულტურის შექმნაში. „ჩვენ დავუბრუნდებით ლანჩს ყოველ ახალ დაქირავებულთან ერთად“, – ამბობს ის.

Previous Post

რა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი?

Next Post

ფილიპ მორის საქართველო – ოთხგზის „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულის მფლობელი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ფილიპ მორის საქართველო – ოთხგზის „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულის მფლობელი

ფილიპ მორის საქართველო - ოთხგზის „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტულის მფლობელი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result