Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი – WeChat

by გიორგი თოლორდავა
April 29, 2022
in ბიზნესი, ინტერნეტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მედია ბრენდი Google-ია, ყველაზე ძლიერი კი – WeChat
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული გლობალური მედია ბრენდების რეიტინგში პირველ ადგილს ისევ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი – Google იკავებს.

ბრენდის სარეიტინგო ღირებულება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციისგან განსხვავებული მაჩვენებელია. ანალიტიკოსები კომპანიის რეპუტაციის, იმიჯის, გავლენისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით უშუალოდ ბრენდის თეორიულ ღირებულებას ანგარიშობენ, რომელიც რიგ ფუნდამენტურ ფაქტორებს არ ითვალისწინებს.

კომპანია Google-ის რეალური საბაზრო ღირებულება 1.54 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მხოლოდ მისი ბრენდი 263 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილს Facebook იკავებს ($101 მლრდ); მესამე ადგილზე ჩინური WeChat-ია ($62 მლრდ); მეოთხეზე – ასევე ჩინური TikTok ($59 მლრდ); ხოლო მეხუთე ადგილს $57-მილიარდიანი შეფასებით Disney იკავებს.

აღსანიშნავია, რომ მედია ბრენდების საუკეთესო ათეულში 8 ტექნოლოგიური პლატფორმაა და მხოლოდ ორია ტრადიციული მედია ბრენდი – Disney და Universal.

Google-ის ბრენდის ღირებულება მიმდინარე წელს 37.8%-ით გაიზარდა, რაც მისი სერვისების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან და მათ ლოიალობასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია კომპანია Twitter-ი, რომლის ბრენდის ღირებულებაც, ანალიტიკოსების შეფასებით, წელს დაახლოებით 85%-ით, 5.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – ზემოხსენებული სტატისტიკა კი არ ითვალისწინებს Twitter-ით ილიონ მასკის დაინტერესების პერიოდს.

Brand Finance-ის შეფასებით, ყველაზე ძლიერი გლობალური მედია ბრენდი WeChat-ია, რომელსაც სიძლიერის რეიტინგში 93.3/100 ქულა აქვს. WeChat-ის სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მის გავლენასა და დაფარვის ზონასთან – ის ჩინეთის მასშტაბით ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, საკომუნიკაციო საშუალებას, მობილურ ბანკს, სანავიგაციო სისტემას, გასართობ და საინფორმაციო სერვისებს.

ექსპერტების შეფასებით, WeChat-ს ჩინეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკვანძო როლი აკისრია, უახლოეს მომავალში მისი კონკურენტების მიერ ჩანაცვლება კი პრაქტიკულად გამორიცხულია.

ყველაზე ძლიერი ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილს Google იკავებს, მესამეს – YouTube, მეოთხეზე სამხრეთ კორეული Naver-ია, მეხუთეზე კი – Instagram.

Previous Post

ოფისი ღრუბლებში

Next Post

როგორ გამოიმუშავებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდებს

გიორგი თოლორდავა

Next Post
როგორ გამოიმუშავებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდებს

როგორ გამოიმუშავებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result