Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები – Forbes Global 2000

by დავით ბერაძე
ივნისი 9, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები – Forbes Global 2000
0
SHARES
0
VIEWS

ეკონომიკური სირთულეების, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინდუსტრიაში არსებული შეფერხებებისა და ჩიპების დეფიციტის ფონზე გასული წელი ტექნოლოგიური კომპანიებისათვის ნაყოფიერი გამოდგა.

Forbes-ის Global 2000-ის სიაში წელს 169 ტექნოლოგიური კომპანია მოხვდა. ეს რიცხვი კი შარშან 164-ს შეადგენდა. თუმცა მათი რაოდენობა 2021 წლის რეკორდულ მონაცემს მაინც ჩამორჩება (177). აღნიშნულ სიაში მოხვედრილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გასული 12 თვის განმავლობაში მთლიანობაში $4.2 ტრილიონის შემოსავლები დააფიქსირა.

ტექნოლოგიური კომპანიების სიდიდე ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეიტინგში რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება და აერთიანებს კომპანიის შემოსავალს, მოგებას, აქტივებსა და საბაზრო კაპიტალიზაციას.

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის პირველობა 7-წლიანი ლიდერობის შემდეგ დათმო Apple-მა. ამჟამად მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია Google-ის მფლობელი Alphabet-ი გახლავთ, რომელიც გლობალურად მე-7 ყველაზე დიდი კომპანიაცაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საფონდო ბირჟაზე 2021 წელს შესრულებულ პიკს 15% აკლია, Alphabet-მა გასული 12 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის გაყიდვები შეასრულა ($282.8 მილიარდი).

რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft-ი იკავებს. მხოლოდ წელს კომპანიის აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე 40%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მას 2% აშორებს. გასული და ბოლო 7 წლის ლიდერი Apple-ი წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, Apple-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს ($2.6 ტრილიონი). სიაში მისი დაქვეითება ორმა ფაქტორმა გამოიწვია. Apple-ის შემოსავლები ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ზედიზედ შემცირდა. გარდა ამისა, კომპანიის აქტივები 13%-ით $332 მილიარდამდეა შემცირებული.

რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილებს სამხრეთკორეული Samsung-ი და ამერიკული Facebook-ის მფლობელი Meta ინაწილებენ. ხუთეულს მიღმა, მეექვსე ადგილზე იმყოფება ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ი. $75 მილიარდის შემოსავლით ნახევარგამტარების ტაივანური მწარმოებელი TSM-ი მე-7 პოზიციას იკავებს. მიუხედავად მცირე საბაზრო კაპიტალიზაციისა ($115.2 მლრდ), იაპონური Sony Corporation-ი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ათეულში მე-8 ადგილზეა წარმოდგენილი.

მე-9 და მე-10 პოზიციებით ათეულს კვლავ ამერიკული ტექკომპანიები, Oracle Corporation-ი და Cisco Systems-ი ასრულებენ.

პოზიცია

კომპანია ქვეყანა გაყიდვები

საბაზრო კაპიტალიზაცია

1 Alphabet Inc. აშშ $282.8 მილიარდი $1.3 ტრილიონი
2 Microsoft Corporation აშშ $207.6 მილიარდი $2.3 ტრილიონი
3 Apple Inc. აშშ $385.1 მილიარდი $2.7 ტრილიონი
4
Samsung Group
სამხრეთი კორეა $220.1 მილიარდი $334.3 მილიარდი
5 Meta Platforms აშშ $117.3 მილიარდი $599.8 მილიარდი
6 Tencent Holdings Ltd. ჩინეთი $82.4 მილიარდი $415.4 მილიარდი
7 Taiwan Semiconductor Manufacturing Co. ტაივანი $75 მილიარდი $423.2 მილიარდი
8 Sony Corporation იაპონია $85.2 მილიარდი $115.2 მილიარდი
9 Oracle Corporation აშშ $48 მილიარდი $261.8 მილიარდი
10 Cisco Systems Inc. აშშ $53.2 მილიარდი $189.4 მილიარდი

საერთო ჯამში, მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიებიდან 72 სწორედ აშშ-შია დაფუძნებული. ჩინეთი, ტაივანი და იაპონია, შესაბამისად, სიაში 25, 15 და 12 კომპანიითაა წარმოდგენილი.

Previous Post

მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000

Next Post

საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები ლგბტქ+ მოგზაურებისთვის

დავით ბერაძე

Next Post
საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები ლგბტქ+ მოგზაურებისთვის

საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნები ლგბტქ+ მოგზაურებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result