Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000

by Salo Papalashvili
June 9, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.

Forbes-ის Global 2000-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდნენ წამყვანი მედიაკომპანიები, რომელთაგანაც პირველობა, $120-მილიარდიანი შემოსავლითა და $5.6 მილიარდის მოგებით, ამერიკულმა მედიაგიგანტმა Comcast-მა მოიპოვა. გლობალურ რეიტინგში Comcast-მა ორი ათას კომპანიას შორის 51-ე პოზიცია დაიკავა.

გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, უმსხვილეს მედიაკომპანიებში მეორე ადგილის შენარჩუნება მოახერხა Walt Disney-იმ. გასულ წელთან შედარებით, გლობალურ რეიტინგში Walt Disney შვიდი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს 87-ე უდიდესი კომპანია გახდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მედიაკომპანიამ CEO-ს თანამდებობიდან ბობ ჩაპეკი გაათავისუფლა და პოსტზე მისი წინამორბედი, რობერტ აიგერი დააბრუნა.

მიმდინარე წლის რეიტინგში Walt Disney-ისა და Comcast-ის კონკურენტებს შორის იყვნენ Netflix-ი (223), Warner Bros-ი Discovery (559), Fox-ი (718), Paramount-ი (856) და სხვები.

აღსანიშნავია, რომ უდიდეს მედიაკომპანიებს შორის Netflix-ი მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა პირველ ადგილზეა გამომწერთა (232.5 მილიონი) რაოდენობით. სტრიმინგგიგანტმა გასულ წელს უფრო იაფი, რეკლამით მხარდაჭერილი აბონემენტი გამოუშვა (ერთი თვის შემდგომ იგივე აბონემენტი გამოუშვა Disney+-მა), გასულ თვეში კი მომხმარებლებს შორის ანგარიშების გაზიარების კონტროლი დაიწყო. მაისში სიახლეები იყო Warner Bros-შიც, სიდიდით მეხუთე მედიაკომპანიამ ახალი სტრიმინგსერვისი Max-ი წარადგინა.

 

მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000: 

 

  1. Comcast Corporation – ამერიკის შეერთებული შტატები (Global 2000-ში 51-ე)

შემოსავალი:  $120.11 მილიარდი; მოგება:  $5.66 მილიარდი;

აქტივები: $259.43 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $170.46 მილიარდი;

 

  1. Walt Disney Company – ამერიკის შეერთებული შტატები (87)

შემოსავალი: $84.07 მილიარდი; მოგება:  $3.32 მილიარდი;

აქტივები: $202.12 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $183.63 მილიარდი;

 

  1. Charter Communications – ამერიკის შეერთებული შტატები (138)

შემოსავალი: $54.48 მილიარდი; მოგება: $4.87 მილიარდი;

აქტივები: $144.87 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $53.56 მილიარდი;

 

  1. Warner Bros. Discovery – ამერიკის შეერთებული შტატები (559)

შემოსავალი: $41.36 მილიარდი; მოგება: -$8.9 მილიარდი;

აქტივები: $130.58 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $31.32 მილიარდი;

 

  1. Publicis Groupe SA – საფრანგეთი (617)

შემოსავალი: $14.92 მილიარდი; მოგება: $1.28 მილიარდი;

აქტივები: $38.31 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $19.53 მილიარდი;

 

  1. Omnicom Group Inc – ამერიკის შეერთებული შტატები (708)

შემოსავალი: $14.32 მილიარდი; მოგება: $1.37 მილიარდი;

აქტივები: $25.24 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.91 მილიარდი;

 

  1. Fox – ამერიკის შეერთებული შტატები (718)

შემოსავალი: $14.29 მილიარდი; მოგება: $1.51 მილიარდი;

აქტივები: $23.13 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.09 მილიარდი;

 

  1. DISH Network – ამერიკის შეერთებული შტატები (722)

შემოსავალი: $16.68 მილიარდი; მოგება: $2.3 მილიარდი;

აქტივები: $53.74 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $3.78 მილიარდი;

 

  1. WPP Plc – გაერთიანებული სამეფო (762)

შემოსავალი:  $17.77 მილიარდი; მოგება:  $840.9 მილიონი;

აქტივები: $34.99 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $12.04 მილიარდი;

 

  1. Paramount – ამერიკის შეერთებული შტატები (856)

შემოსავალი: $30.09 მილიარდი; მოგება:  -$447 მილიონი;

აქტივები: $56.56 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $10.98 მილიარდი;

 

Previous Post

კვებისა და სასმელების ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000

Next Post

რომელი ელექტრომობილები გადიან ყველაზე დიდ მანძილს სრული დამუხტვით?

Salo Papalashvili

Next Post
რომელი ელექტრომობილები გადიან ყველაზე დიდ მანძილს სრული დამუხტვით?

რომელი ელექტრომობილები გადიან ყველაზე დიდ მანძილს სრული დამუხტვით?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result