Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს რვა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
მსოფლიოს რვა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგს შეუერთდეს. ამ მხრივ ქვეყნებს შორის გარკვეული კონკურენციაც არსებობს, რადგან ყველას სჭირდება უცხოური (უმეტეს შემთხვევაში, დასავლური) ინვესტიციები. შედარებით უმართლებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უხვად აქვთ ბუნებრივი რესურსები. ასეთი ქვეყნები ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს კორუფციისა და არადემოკრატიული მმართველობის პირობებშიც კი აღწევენ. მაგრამ მხოლოდ უხვი ბუნებრივი რესურსები საკმარისი არ არის. ამის კარგი მაგალითია ვენესუელა, რომლის ეკონომიკა, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგის მიუხედავად, ბოლო წლებში მცირდება. ასეა თუ ისე, ბუნებრივი რესურსებით ღარიბ ქვეყნებს სწრაფი ზრდისთვის განსაკუთრებით სჭირდებათ რეფორმები, რომლებიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე (უფრო მარტივ სამართლებრივ გარემოსა და მეტ ეკონომიკურ თავისუფლებაზე) არის ორიენტირებული.

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკისთვის, თეორიულ მსჯელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ეკონომიკურ ჩამორჩენას ყველაზე ეფექტიანად უმკვლავდებიან. სტატიაში განვიხილავ ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის მქონე რვა ქვეყანას. საინტერესოა, რა გზით მიაღწიეს მათ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ რვიდან ოთხი ქვეყანა ძირითადად ბუნებრივი რესურსების ხარჯზე მდიდრდება (ყატარი, თურქმენეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი), ხოლო ოთხი – სხვა მიზეზებით (ეთიოპია, ჩინეთი, პანამა, მიანმარი).

საქართველო ბოლო ათი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით (5.8%) სავალუტო ფონდის წევრ 190 ქვეყანას შორის 36-ე ადგილს იკავებს.

ყატარი. მოსახლეობა: 2.1 მილიონი. მშპ: $214 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $103.000

ბოლო 10 წელიწადში საშუალო ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი მსოფლიოში ყატარს აქვს. მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 13%-ით იზრდება. თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად 2006-2008 წლების ეკონომიკური ბუმით არის გამოწვეული, როდესაც ზრდა საშუალოდ 21% იყო. 2012-2014 წლებ ში ყატარის ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა.

ყატარი ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც პატარა ქვეყანაა. უმუშევრობის დონე 0.1%-ია, რაც სა მუშაო ძალის ნაკლებობითაა გამოწვეული: ქვეყანა იძულებულია, ემიგრანტები დაასაქმოს. შედეგად, ყატარის მოსახლეობის 87% ექსპატრიანტებზე მოდის (ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 300,000-ზე ნაკლებია). ყატარის ეკონომიკური სიძლიერე ცალსახად ნავთობისა და გაზის საბადოებს ეფუძნება, რომლებიც 1940 წელს აღმოაჩინეს. ყატარის ეკონომიკური ზრდა განპირობებულია ნავთობისა და გაზის მოპოვების ზრდით. ამასთან ერთად, ყატარს ბევრი კაპიტალი დაუგროვდა და ქვეყანაში საინვესტიციო ფონდები შეიქმნა. ეს ფონდები ინვესტიციებს უმსხვილეს კომპანიებში ახორციელებენ. ყატარის სუვერენული ფონდი $115 მილიარდს ფლობს და სიდიდით მსოფლიოში მეთორმეტეა. ყატარში, ფაქტობრივად, არ არის გადასახადები: მხოლოდ ნავთობის წარმოება იბეგრება 10%-ით. ის ამ მაჩვენებლით, ბაჰრეინთან ერთად, გადასახადებისგან ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორისაა.

თურქმენეთი. მოსახლეობა: 5.2 მილიონი. მშპ: $48 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8.200

თურქმენეთის ეკონომიკა ბოლო 10 წელიწადში საშუალოდ 11.1%-ით იზრდება. სწრაფი ეკონომიკური ზრდა 1999 წლიდან დაიწყო. 1998 წელს თურ ქმენეთში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი $638 იყო, 2014 წელს კი $8,200-ს მიაღწია. იზრდება თურქმენეთის მოსახლეობის რაოდენობაც: 1998 წელს 4.5 მი ლიონი იყო, 2014 წელს კი 5.8 მილიონი შეადგინა.

თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხეა ბუნებრივი აირის რეზერვებით. ამასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს ბამბის მწარმოებელ ქვეყანათა ათეულშია. მისი მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია ბუნებრივი აირისა და ნავთობის ჩინეთში ექსპორტის ზრდით. თურქმენეთი დღეს 4-ჯერ მეტ ნავთობსა და გაზს ყი დის, ვიდრე 2001 წელს. თუმცა ქვეყანა, თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, კიდევ უფრო სწრაფად განვითარდებოდა, რომ არა ქვეყნის მმართველობით ორგანოებში კორუფციის მაღალი დონე და სუსტი საკანონმდებლო სისტემა. გადასახადები თურქმენეთშიც არ არის მა ღალი: საგადასახადო ტვირთი მშპ-ის 21%-ია.

ეთიოპია. მოსახლეობა: 90 მილიონი. მშპ: $51 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $570

ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს თუ გამოვრიცხავთ, ეთიოპიის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდია. ბოლო 10 წლის სა შუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 10.8%-ია. ამის მიუხედავად, ეთიოპია მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება, სულ მოსახლეზე წლიური $570-ის შემოსავლით. ამას გარკვეულწილად დემოგრაფიული ბუმიც განაპირობებს. ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით იზრდება. მაგალითად, 2004 წელს მოსახლეობა 72.5 მილიონი იყო, 2014 წელს კი 91 მილიონს მიაღწია.

ეთიოპიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი – იაფი სამუშაო ძალაა. მოსახლეობის 70% 30 წლამ დე ასაკისაა. სწრაფად ვითარდება საგანმანათლებლო სისტემა: სტუდენტების რაოდენობა უკვე 20 მილიონს აღწევს. ეთიოპია თანდათან ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება. ყავის წარმოებით ქვეყანა მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ის თაფლის ერთ- ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა.

ეთიოპია მდიდარია წყლის ენერგორესურსებით, რაც ქმნის საფუძველს, რომ აფრიკასა და შუა აღ მოსავლეთში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს. ქვეყანა ეფექტიანად იყენებს საერთაშორისო დახმარებებს, რომლებიც ძირითადად ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მთავარ მიზ ნად ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს.

ჩინეთი. მოსახლეობა: 1.4 მილიარდი. მშპ: $11 ტრილიონი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8.150

35 წელია, ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდება. შედეგად, მისი ეკონომიკა, აშშ- ის ეკონომიკის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეორეა. დიდი პროგრესის მიუხედავად, ჩინეთი, სულ მოსახლეზე საშუალო წლიური $8,150-ით, მაღალშემოსავლიან ქვეყნად ჯერ არ ითვლება. 1981 წელს ეს მაჩვენებელი $292 იყო. ამასთან, ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 35 წელიწადში დაახლოებით 400 მილიონით გაიზარდა.

ჩინეთის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში იაფი სამუშაო ძალის დიდ რაოდენობას უკავშირებენ. ეს ახსნა სრულფასოვანი არაა: იაფი მუშახელი ჩინეთს მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდეც ჰყავდა, თუმცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ვერ ვითარდებოდა. განვითარება მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, როდესაც ეკონომიკა თანდათანობით საბაზრო პრინციპებზე გადავიდა: მოხდა საწარმოების დიდი ნაწილის პრივატიზება, შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლა დაუშვეს. შედეგად, სწრაფი ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესი დაიწყო. 1980 წელს ჩინეთის მოსახლეობის 80% სოფელში ცხოვრობდა, 2014 წლისთვის კი სოფელში მცხოვრებთა წილი 50%-მდე შემცირდა. ბოლო წლებში ჩინეთი მსოფლიო მრეწველობის ცენტრად იქცა: მისი პროდუქციის ექსპორტმა 2.2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთში ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შედის. ბოლო წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები ტექნოლოგიებში, იმ იმედით, რომ ჩინური პროდუქცია თანდათანობით მაღალტექნოლოგიურ სექტორებშიც კონკურენტუნარიანი გახდება.

მონღოლეთი. მოსახლეობა: 3 მილიონი მშპ: $12 მილიარდი მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4.100

2005-2014 წლებში მონღოლეთის ეკონომიკა საშუალოდ 9.9%-ით იზრდებოდა. 2004 წელს მონ ღოლეთში სულ მოსახლეზე შემოსავალი $920 იყო და ქვეყანა დაბალშემოსავლიან (ღარიბ) სახელმწიფოებს მიეკუთვნებოდა. 2014 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 4,100 დოლარს მიაღწია და მონღოლეთი საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს მიუახლოვდა.

თანამედროვე მონღოლეთი განვითარებას 1990 წლის მშვი დობიანი რევოლუციის შემდეგ იწყებს, როდესაც სოციალისტურ-დიქტატორული წყობილება დემოკრატიულმა, მულტიპარტიულმა სისტემამ და საბაზრო ეკონომიკამ ჩაანაცვლა. ბოლო ათწლეულში მონღოლეთის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას სამთომოპოვებით მრეწველობაში საინვესტიციო ბუმი განაპირობებს. ინვესტიციების ნახევარზე მეტი ჩინეთიდან ხორციელდება. მონღოლეთის ექსპორტის 80% ბუნებრივ რესურსებზე მოდის, ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი ჩინეთია. ქვეყანა მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, სპილენძით, თუნუქით, ქვანახშირითა და ურანით. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მონღოლეთს ფისკალური პრობლემები აქვს: მაღალია ინფლაცია, მაღალია ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თუ მონღოლეთი ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს, ეკონომიკური ბუმი კრიზისით დასრულდება.

პანამა. მოსახლეობა: 3.9 მილიონი. მშპ: $49 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $11.150

პანამის ეკონომიკა ბოლო 10 წელიწადში საშუალოდ 8.5%-ით იზრდებოდა. შედეგად, სულ მოსახლეზე შემოსავალი $11,150-მდე გაიზარდა. 2004 წელს ეს მაჩ ვენებელი $4,300 იყო. პა ნამაში მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდება: 2004 წლის შემ დეგ 18%-ით გაიზარდა და 3.9 მი ლიონი შეადგინა.

პანამის ეკონომიკური წარმატება ძირითადად პანამის არხის გაფართოების პროექტს, რომელიც 2016 წელს უნ და დასრულდეს, და სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს უკავშირდება. პანამის ეკონომიკა დოლარიზებულია, ანუ ეროვნულ ვალუტასთან (ბალბოასთან) ერთად მიმოქცევაში თავისუფლად გამოიყენება აშშ დოლარი. შედეგად, პანამას არა აქვს სავალუტო რისკები და ინფლაციის მაჩვენებელიც დაბალია. მნიშვნელოვანია პანამის პორტის, კოლონის თავისუფალი ეკონომიკური ზონის როლიც, რომელიც მსოფლიოს თავისუფალ პორტებს შორის, სინგაპურის პორტის შემდეგ, სიდიდით მეორეა. ამის გამო პანამას ამერიკის სინგაპურსაც უწოდებენ. ქვეყნის ეკონომიკის 80% მომსახურების სექტორზე მოდის, სადაც წამყვანი დარგებია ტრანსპორტი, ტურიზმი, ფინანსები, დაზღვევა და ჯანდაცვა.

მიანმარი. მოსახლეობა: 51.5 მილიონი. მშპ: $65 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1.300

მიანმარი (ყოფილი ბირმა) მსოფლიოს ღარიბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ბოლო 10 წელია, ეკონომიკა საშუალოდ 8.2%-ით იზრდება. 2004 წელს სულ მოსახლეზე შემოსავალი $255 იყო, 2014 წელს კი $1,300-ს მი აღწია.

მიანმარის სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი მოცულობის მოზიდვითაა განპირობებული. 2014-2015 წლებში $8 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვაა დაგეგმილი. მთავარი ინვესტორი ქვეყნები ჩინეთი და ტაილანდი არიან. ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს აზიის განვითარების ბანკი. მიანმარის ექსპორტის 40% ბუნებრივ აირზე მოდის. ბუნებრივი რესურსების გარდა, ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს ახალგაზრდა, იაფი სამუშაო ძალა. აღსანიშნავია, რომ მიანმარი ეკონომიკურ წინსვლას დასავლეთის ქვეყნებისგან დაწესებული სანქციების პირობებში ახერხებს. სანქციები ქვეყანას 1980-იანი წლების ბოლოს, არადემოკრატიული სამხედრო მმართველობის გამო დაუწესდა, თუმცა 2012 წლი დან სანქციები შედარებით შეამსუბუქეს.

უზბეკეთი. მოსახლეობა: 31 მილიონი. მშპ: $62 მილიარდი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $2.000

უკიდურესად ღარიბმა უზბეკეთმა განვითარება დაიწყო: 2005-2014 წლებში უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი უზბეკეთში ცხოვრების გაცილებით დაბალი დონე იყო, ვიდრე სხვა „საკავშირო რეს პუბლიკებში“. 2004 წელს სულ მო სახლეზე შემოსავალი $460 იყო, 2014 წელს კი $2,000-ს მი აღწია. შემოსავლების ზრდას თან ერთვის მოსახლეობის სწრაფი ზრდაც. ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა 5 მილიონი კაცით გაიზარდა.

უზბეკეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ოქროს რეზერვებით. ოქროს მოპოვების მაჩვენებლით (80 ტონა წელიწადში) ქვეყანა მსოფლიოში მერვეა. უზბეკეთი ათეულშია სპილენძისა და ურანის წარმოებითაც, მსოფლიოში მეხუთეა ბამბის ექსპორტით, ასევე მდიდარია გაზის საბადოებით – წელიწადში საშუალოდ 65 მილიარდ კუბმეტრს მოიპოვებს. უზბეკეთის ენერგოსექტორში ინვესტიციებს ძირითადად რუსული და ჩინური კომპანიები ახორციელებენ. უზბეკეთს ფაქტობრივად არ შე ხებია 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი: 2009-ში ქვეყნის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა. ქვეყანაში გადასახადებისა და რეგულაციების დონე დაბალია, მაგრამ ამავდროულად უზბეკეთი მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა.

Previous Post

ლისაბონის ახალი კლუბური ცხოვრება

Next Post

ახალი მილარდერები. პეტ ჰანრაჰანი

მაგდა დოლიძე

Next Post
ახალი მილარდერები. პეტ ჰანრაჰანი

ახალი მილარდერები. პეტ ჰანრაჰანი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result