Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის

by Salo Papalashvili
ივნისი 21, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

სინგაპური, ერთ-ერთი პირველი ქალაქი აზიაში, რომელმაც პანდემიის შემდეგ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, მდიდრებისთვის პოპულარულ მიმართულებად და მილიარდერთათვის წამყვან გლობალურ ჰაბად იქცა. შედეგად ქალაქმა, Julius Baer-ის Lifestyle Index-ის რეიტინგში, 2022 წლის მეხუთე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და პირველად, მდიდრული ცხოვრებისთვის, მსოფლიოს ყველაზე  ძვირი ქალაქი გახდა.

მოხსენების თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის, სინგაპურში, წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი, დაახლოებით 1,500 საოჯახო ოფისი აღირიცხებოდა. გარდა ამისა, სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქიცაა ავტომობილების ღირებულებით. მოხსენების შეფასებით, „მაღალი ცხოვრების სტანდარტი და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნა ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იაფი არაა – ქალაქში ძალიან მაღალი მოთხოვნაა საცხოვრებელ საკუთრებაზე, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 109%-ით ძვირია“.

Julius Baer-ის Lifestyle Index-ი მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირი ქალაქის რეიტინგს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის ანალიზის საფუძველზე ადგენს, ესენია: საცხოვრებელი საკუთრება, მანქანები, ბიზნესკლასის ფრენები, ბიზნესსკოლები და სხვა ფუფუნების საგნები. ზედიზედ მეოთხე წელია, მდიდრული ცხოვრებისთვის, ყველაზე ძვირი რეგიონის ტიტულს აზია ინარჩუნებს. Julius Baer-ის ანგარიშმა ის პირები გამოიკვლია, რომელთა საბანკო საყოფაცხოვრებო აქტივები $1 მილიონს ან მეტს უდრის.

სინგაპურთან ერთად კი მიმდინარე წელს რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა ნიუ-იორკიც, რომელმაც მე-11 პოზიციიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. რეიტინგში ნიუ-იორკის დაწინაურება პანდემიიდან აღდგენამ და დოლარის გამყარებამ განაპირობა.

ხუთეულის კიდევ ერთი წევრი, ლონდონი, მეორე პოზიციიდან მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რაც, Julius Baer-ის შეფასებით, ბრექსიტისა და მისი შემდგომი არეულობის დამსახურებაა, პარალელურად კი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს მზარდი ფინანსური ცენტრებისგან, როგორიცაა დუბაი და სინგაპური, ძლიერი კონკურენცია ემუქრება.

საინტერესოა ისიც, რომ ანგარიშის ისტორიაში პირველად, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, საცხოვრებლად ყველაზე ხელმისაწვდომ რეგიონებად დასახელდა. პირველად მოხვდა ათეულში დუბაიც, მას შემდეგ რაც, ციურიხმა მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ მოგზაურობასა და გართობაზე მოთხოვნა, ხოლო ძვირად ღირებულ საქონელზე ფასები იზრდება – მაგალითად, 2018 წლის მოსავლის Château Lafite Rothschild-სა და ვისკიზე ფასები, შესაბამისად, 17.2%-ითა და 16.2%-ით გაიზარდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის:

  1. სინგაპური, სინგაპური
  2. შანხაი, ჩინეთი
  3. ჰონგ–კონგი, ჩინეთი
  4. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
  5. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
  6. მონაკო, მონაკო
  7. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  8. ტაიპეი, ტაივანი
  9. სან-პაულუ, ბრაზილია
  10. მაიამი, ამერიკის შეერთებული შტატები
Previous Post

ბაიდენის ვაჟი საგადასახადო ბრალდებებში თავს დამნაშავედ ცნობს

Next Post

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა

Salo Papalashvili

Next Post
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result