Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები 2025 წლისთვის

by Salo Papalashvili
იანვარი 10, 2025
in მსოფლიო, რეგიონი, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები 2025 წლისთვის
0
SHARES
0
VIEWS

Henley Passport Index-მა „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. პასპორტების სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი წელს სინგაპურია. სინგაპურის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 მიმართულებიდან უვიზოდ მგზავრობა 195-ში შეუძლიათ. მეორე პოზიციაზე იაპონიაა 193 მიმართულებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის პასპორტი წლევანდელ რეიტინგში მეცხრე პოზიციამდე ჩამოქვეითდა,  რომელსაც ის ესტონეთთან ინაწილებს. ამ ქვეყნების პასპორტების მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა 186 მიმართულებით შეუძლიათ.

გასული წლის რეიტინგში აშშ-ის პასპორტი სიძლიერით მეშვიდე პოზიციას იკავებდა. 2014 წელს კი, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რეიტინგის ლიდერიც კი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებას მხოლოდ 46 სხვა ეროვნების წარმომადგენელს აძლევს. შედეგად, Henley Openness Index-ში (ღიაობის ინდექსი) აშშ მხოლოდ 84-ე ადგილს იკავებს.

ექსპერტთა ნაწილი აშშ-ის პასპორტის სიძლიერის შესუსტებას ქვეყნის „America First“ პოლიტიკას უკავშირებს. მათივე დაშვებით, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის სატარიფო და დეპორტაციის პოლიტიკა მსგავსი მკაცრი შეზღუდვებით გაგრძელდება, ქვეყნის გლობალურმა მობილობამ შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს.

ამერიკელებისგან განსხვავებით, ბოლო ათწლეულში, მობილობის ზრდა ფიქსირდება ჩინეთის მოქალაქეებში. Henley’s index-ის პასპორტების სიძლიერის რეიტინგში ჩინეთმა 2015 წლის 94-ე პოზიციიდან 2025 წლისთვის მე-60 პოზიციაზე გადმოინაცვლა. ბოლო ათ წელიწადში, ჩინეთის პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმართულებების რაოდენობა 40-ით გაიზარდა. ჩინეთმა შედეგები Henley-ის ღიაობის ინდექსშიც გააუმჯობესა. გასული წლის განმავლობაში ჩინეთმა დამატებით 29 ქვეყანას მისცა მის საზღვრებში უვიზოდ შესვლის უფლება და ახლა რეიტინგში მე-80 ადგილზეა.

ყველაზე ძლიერი პასპორტების წლევანდელ რეიტინგში სინგაპურსა და იაპონიას 6 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვება. „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ მონაცემებით, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, სამხრეთ კორეისა და ესპანეთის პასპორტის მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა 192 მიმართულებით შეუძლიათ.

ყველაზე სუსტი პასპორტი კი, Henley Passport Index-ის ანგარიშით, 2025 წლისთვის ავღანეთს აქვს. გასული წლის განმავლობაში, ავღანეთის მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება დამატებით კიდევ 2 ქვეყანაში დაკარგეს. ავღანეთის პასპორტით, მოქალაქეებს, წელს მხოლოდ 26 მიმართულებით შეეძლებათ უვიზოდ მგზავრობა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა 122 უვიზო მიმართულებით, 44-ე ადგილს იყოფს მოლდოვასთან.

Henley Passport Index-ის ანგარიში: მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2025 წლის ათეული

რეიტინგი სახელმწიფოები (უვიზო მიმართულებებით)
1. სინგაპური (195)
2. იაპონია (193)
3. ფინეთი (192) საფრანგეთი (192) გერმანია (192) იტალია (192) სამხ. კორეა (192) ესპანეთი (192)
4. ნორვეგია (191) ავსტრია (191) დანია (191) ლუქსემბურგი (191) ნიდერლანდები (191) ირლანდია (191) შვედეთი (191)
5. ბელგია (190) ახალი ზელანდია (190) პორტუგალია (190) შვეიცარია (190) გაერთ. სამეფო (190)
6. ავსტრალია (189) საბერძნეთი (189)
7. მალტა (188) კანადა (188) პოლონეთი (188)
8. ჩეხეთი (187) უნგრეთი (187)
9. ესტონეთი (186) აშშ (186)
10. ლატვია (185) ლიტვა (185) სლოვენია (185) არაბთა გაერთ. საამიროები (185)

 

Previous Post

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრით აშშ $150 მილიარდამდე იზარალებს – AccuWeather

Next Post

რუბიოს ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებისთვის კონგრესიდან სია გაეგზავნა – „რადიო თავისუფლება“

Salo Papalashvili

Next Post
რუბიოს ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებისთვის კონგრესიდან სია გაეგზავნა – „რადიო თავისუფლება“

რუბიოს ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებისთვის კონგრესიდან სია გაეგზავნა - „რადიო თავისუფლება“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result