Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები მგზავრთა რაოდენობის მიხედვით

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 23, 2023
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო
0
მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები მგზავრთა რაოდენობის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

აეროპორტი თავისი ნელი რიგებით და ხმაურიანი გასასვლელებით ალბათ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და სტრესის გამომწვევი ადგილია. კომერციულ საჰაერო მგზავრობასთან დაკავშირებული ნეგატიური შეგრძენებების მიუხედავად, ეს მაინც ძალზე შთამბეჭდავი სისტემაა. საჰაერო ტრანზიტის უმსხვილეს ჰაბებში მგზავრთა რაოდენობა დიდი ქვეყნების მოსახლეობას აჭარბებს.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაში გამოყენებულია აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მონაცემები მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტის გამოსავლენად, თვითმფრინავით გამგზავრებულ და ჩამოსულ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით. ტრანზიტში მყოფი მგზავრები დათვლილია ერთხელ.

ყველაზე დატვირთული აეროპორტები (2022 წ.)

2022 წელს მსოფლიოში მგზავრთა ნაკადი 7 მილიარდს მიუახლოვდა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის 54 პროცენტით მეტია, პანდემიის პერიოდთან შედარებით კი 74 პროცენტით მეტი.

ქვემოთ მოცემულია უფრო დეტალური მონაცემები, თითოეულ აეროპორტში წლიური ზრდის ჩათვლით:

# აეროპორტი ქალაქი მგზავრების რაოდენობა (2022) წლიური ცვლილება
1 ატლანტის ჰარსტფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ATL) ატლანტა 93,699,630 24%
2 დალას-ფორტ-უორტის საერთაშორისო აეროპორტი (DFW) დალასი 73,362,946 18%
3 დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (DEN) დენვერი 69,286,461 18%
4 ჩიკაგოს ო’ჰეირის საერთაშორისო აეროპორტი (ORD) ჩიკაგო 68,340,619 27%
5 დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) დუბაი 66,069,981 127%
6 ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (LAX) ლოს-ანჯელესი 65,924,298 37%
7 სტამბოლის აეროპორტი (IST) სტამბოლი 64,289,107 74%
8 ჰითროუს აეროპორტი (LHR) ლონდონი 61,614,508 218% 
9 ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი (DEL) ნიუ-დელი 59,490,074 60%
10 პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (CDG) პარიზი 57,474,033 119%

გასულ წელს აღნიშნულმა აეროპორტებმა მსოფლიოს მგზავრთა 10 პროცენტი გაატარეს. ACI-ის გენერალური დირექტორის თქმით, ამ აეროპორტების ნახევარი აშშ-ში მდებარეობს და მათში მგზავრთა რიცხვი დიდწილად შიდა მოგზაურთა ხარჯზე გაიზარდა.

მგზავრთა ყველაზე დიდი რაოდენობა (94 მილიონი ადამიანი) ატლანტის აეროპორტმა მიიღო, ხოლო მგზავრთა ნაკადის ყველაზე დიდი წლიური ზრდა (217%) ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაფიქსირდა.

2021-2022 წლებში ასეთი დიდი პროცენტული ზრდა ჩვეულებრივ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემცირებას ან სრულ მოხსნას უკავშირდება.

მოგზაურობის სფეროს სამომავლო პერსპექტივები

მგზავრთა გაზრდილი ნაკადების მიუხედავად, მოგზაურობისა და ტურიზმის სფერომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სრულად აღდგენა და პანდემიამდელი პიკური ნიშნულების მიღწევა, თუმცა ის ამასთან ახლოსაა.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა სფერომ 2019 წლის საბაზრო მოცულობის 95 პროცენტი აღადგინა. მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში სამუშაო ადგილების მხრივაც დაფიქსირდა გამოსწორება. 2022 წელს ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 21.6 მილიონით გაიზარდა და 295 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო მასშტაბით ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან ერთი მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროზე მოდის. გასულ წელს უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული თანხები ასევე რეკორდული მაჩვენებლით (82%) გაიზარდა და ჯამში $1.1 ტრილიონი შეადგინა. საერთო ჯამში, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები დადებითა.

ბევრ პოპულარულ ტურისტულ ადგილას ვიზიტორების მიერ დახარჯულმა თანხებმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. მშპ-ში ტურიზმის წილის მხრივ, 34 ქვეყანა პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი და მსგავსი კონფლიქტები გარკვეულწილად აფერხებენ აღდგენას, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ საზღვრების გახსნის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს ზრდას.

Previous Post

Ambassador of Georgia in the Tech World

Next Post

მეგაგარიგება ნავთობის ინდუსტრიაში – Chevron-მა $53 მილიარდად Hess-ი შეისყიდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მეგაგარიგება ნავთობის ინდუსტრიაში – Chevron-მა $53 მილიარდად Hess-ი შეისყიდა

მეგაგარიგება ნავთობის ინდუსტრიაში - Chevron-მა $53 მილიარდად Hess-ი შეისყიდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026

Jackpot Jill – Quick‑Fire Slots and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 28, 2026

FoxyGold Casino: Quick Play Slots, Mobiele Winsten en Directe Bonussen

ივლისი 28, 2026

Recent News

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026

Jackpot Jill – Quick‑Fire Slots and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 28, 2026

FoxyGold Casino: Quick Play Slots, Mobiele Winsten en Directe Bonussen

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result