Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიო კერძო სიმდიდრის 32% ამერიკის შეერთებულ შტატებშია

by Davit Tsiramua
April 29, 2022
in ბიზნესი, ბიზნესი, ეკონომიკა, ინვესტიციები, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
მსოფლიო კერძო სიმდიდრის 32% ამერიკის შეერთებულ შტატებშია
0
SHARES
0
VIEWS

Henley & Partners-ის Henley Global Citizens-ის კვლევის თანახმად, ამჟამად, კერძო კაპიტალის სიდიდით პირველ სამეულში შემავალი ქვეყნებია: აშშ, ჩინეთი და იაპონია. საინვესტიციო მიგრაციის (როდესაც მდიდარი ინვესტორები ალტერნატიულ ან მეორე მოქალაქეობას იძენენ, მასპინძელ ქვეყანაში ინვესტიციების სანაცვლოდ) თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი ინდოეთი, აშშ და გაერთიანებული სამეფოა. ბოლო ორ წელიწადში კაპიტალისა და საინვესტიციო მიგრაციის ორი ძირითადი მამოძრავებელი კოვიდი და კლიმატური ცვლილება აღმოჩნდა. აღნიშნულ ორ „კ“-ს („კ“ოვიდი და „კ“ლიმატი) 2022 წელს მესამე „კ“-ც დაემატა – კონფლიქტი ევროპაში.

10 უმდიდრესის სიის ლიდერი კვლავაც აშშ-ია

მსოფლიო სიმდიდრის 32%-ით და მსოფლიო მილიონერთა (მსხვილი კერძო კაპიტალის მფლობელი პირები) 36% სწორედ შეერთებულ შტატებშია თავმოყრილი. ქვეყანაში არსებული კერძო სიმდიდრე ჯამში 68.8 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ამასთან, სწორედ შტატებში იყო შარშან მსხვილი კერძო კაპიტალის მფლობელთა ყველაზე მაღალი, 10%-იანი ზრდა, 10 უმდიდრეს ქვეყანას შორის. ჩინეთში, რომელიც უმდიდრესთა ათეულში მეორე ადგილზეა, შტატების კერძო სიმდიდრის მხოლოდ მესამედია – 23.3 ტრილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება ჩინეთის მსხვილი კერძო კაპიტალის მფლობელთა ზრდას, შარშან ეს რიცხვი შედარებით მოკრძალებულად, 4%-ით გაიზარდა. თუმცა, 10-წლიან პროგნოზში, შტატების მსხვილი კერძო კაპიტალის მფლობელთა მატება 20%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო ჩინეთის – 50%-ით. ათეულში მესამე იაპონიაა. ამომავალი მზის ქვეყნის კერძო სიმდიდრე 20.1 ტრილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. შარშან, იაპონიის მსხვილი კერძო კაპიტალის მფლობელთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. მეტად შთამბეჭდავია ამ მხრივ 10-წლიანი პროგნოზი, სადაც მოსალოდნელი ზრდა 30%-ია.

უმდიდრესი ქვეყნების ათეულს ავსებენ: ინდოეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, საფრანგეთი და იტალია.

საინვესტიციო მიგრაციის მამოძრავებლები ინდოელი ინვესტორები არიან

Henley Global Citizens-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ ინდოელი ინვესტორებისგან ალტერნატიულ მოქალაქეობაზე მიღებული განაცხადები, 2021 წელს 54%-ით გაიზარდა, 2020 წელთან შედარებით. თავად 2020-ში ზრდა 63%-იანი იყო. სიაში მეორე ადგილზე ამერიკელი ინვესტორები არიან. 2021 წელს კომპანიაში აშშ-ს მოქალაქე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა, 2020 წელთან შედარებით. რაც შეეხება პანდემიურ 2020-ს აქ ზრდა 208%-იანი იყო. ბრიტანელი და სამხრეთ აფრიკელი ინვესტორების მხრიდან 2021 წელს განაცხადები 110% და 38%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო მიგრაციის ზრდაში დიდი წვლილი ითამაშა პანდემიამ, აცხადებს იურგ შტეფანი, Henley & Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, „ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრმა ქვეყანამ შექმნა ახალი პროგრამები ან გააუმჯობესა არსებული, მაღალი შემოსავლის მქონე პირების, ინვესტორების ან ნიჭიერი ინდივიდების მოსაზიდად. მსგავსი ახალი რეზიდენტების ან მოქალაქეების მოზიდვას დიდი სარგებელი მოაქვს. კერძოდ, საინვესტიციო მიგრაციის პროგრამები ინვესტორებს საშუალებას აძლევს გაზარდონ თავიანთი სუვერენული კაპიტალი. თავად ქვეყნები, რეზიდენტობის ან მოქალაქეობის საინვესტიციო პროგრამით იუმჯობესებენ საჯარო საფინანსო მდგომარეობას და ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ამ ყველაფერს ყოველგვარი ზედმეტი სესხის გარეშე ახერხებენ. ამჟამინდელი კრიზისების პირობებში, რამაც შეანელა მსოფლიო ეკონომიკა და გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის ფისკალურ ბალანსზე, გასაკვირი არ არის, რომ საინვესტიციო მიგრაციის მიმართ ინტერესი იზრდება. საინვესტიციო მიგრაცია თანაბრად მომგებიანია როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის“, განაცხადა  შტეფანმა.

Previous Post

Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა

Next Post

ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მორიგ საინვესტიციო შეხვედრას უმასპინძლებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მორიგ საინვესტიციო შეხვედრას უმასპინძლებს

ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ მორიგ საინვესტიციო შეხვედრას უმასპინძლებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result