Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მომხმარებლისთვის ვქმნით სრულყოფილ გამოცდილებას და კომფორტს – თამარ კავთუაშვილი, უფროსი კონსიერჟი

by იზა გვარამაძე
June 8, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მომხმარებლისთვის ვქმნით სრულყოფილ გამოცდილებას და კომფორტს – თამარ კავთუაშვილი, უფროსი კონსიერჟი
0
SHARES
0
VIEWS

დღეს მოგზაურობის დაგეგმვის, ბილეთების მოძიების, სხვადასხვა ყოველდღიური საბანკო თუ პირადი ოპერაციის განხორციელების პროცესში სხვადასხვა აპლიკაციას, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსა თუ სპეციალურად მსგავსი ოპერაციებისთვის შექმნილ პლატფორმებს ვიყენებთ. მრავალი ძიებისა და დაუსრულებელი რაოდენობის „ტაბის“ დახურვის შემდეგ კი აღმოვაჩენთ, რომ კიდევ დაგვრჩა რაღაც გასაკეთებელი, მოსაძიებელი, დასაჯავშნი თუ შესაკვეთი… ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

პატარ-პატარა, დაუსრულებელ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით კი საქართველოს ბანკის SOLO და WM-ს ბრენდმა შექმნა “პირად კონსიერჟის” სერვისი, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტს უზრუნველყოფს და მათ ყოველდღიური, მარტივი თუ რთული ამოცანების გადაჭრაში ეხმარება.

“პირად კონსიერჟის” გუნდის წევრია უფროსი კონსიერჟი თამარ კავთუაშვილი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ SOLO და WM მომხმარებლებისთვის გამორჩეული სერვისი შექმნას და თითოეული მათგანი მათზე მორგებული, ინდივიდუალური გამოცდილებით უზრუნველყოს.

„სანამ “პირად კონსიერჟის” გუნდს შევუერთდებოდი, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ პოზიციის შესახებ. წარმომედგინა, რომ ჩემი ფუნქცია-მოვალეობა ძირითადად მედიუმის როლის შესრულება იქნებოდა – მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება და შემდეგ, შესაბამის სტრუქტურებთან მათი კომუნიცირება. თუმცა, ეს სულ სხვა გამოცდილება აღმოჩნდა“, – ამბობს თამარი.

განმარტავს, რომ რეალურად, ეს არის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური გადაწყვეტების შემუშავება, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს.

„ეს არის განგრძობითი პროცესი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მომხმარებელს სრულყოფილ გამოცდილებას ვთავაზობთ – ეს არ გულისხმობს ერთჯერადად პრობლემის გადაჭრას. ჩვენ თავიდან ბოლომდე, სრულად ჩართულები ვართ პროცესებში: ვიძიებთ მათთვის საჭირო ინფორმაციას, ვცდილობთ გავთვალოთ ყველა შესაძლო კითხვა, რომელიც შეიძლება გაუჩნდეთ და ყველაფერზე გვქონდეს პასუხი მზად“, – გვიყვება თამარი.

ამბობს, რომ ხშირად, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ბევრი კითხვა ყურადღების მიღმა ან პასუხგაუცემელი რჩება. მიზეზი შეიძლება სერვისის მომწოდებლის მხრიდან დაძაბული სამუშაო გრაფიკის შედეგად გამოვლენილი უყურადღებობა, რუტინა ან გაუთვალისწინებლობა იყოს. სწორედ ამიტომ, მათი გუნდი ამ პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს, შესაბამისად, მათ მთავარ ღირებულებას მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ამომწურავი ინფორმაციის სწრაფად მიწოდება წარმოადგენს.

„მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, რა დამაინტერესებდა, რა კითხვა შეიძლებოდა გამჩენოდა ან რის მიღებას ვისურვებდი – შესაბამისად, ვცდილობ მათთვის შევქმნა სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც ჩემთვისაც ისეთივე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნებოდა, როგორც მათთვის“, – ამბობს თამარი.

განმარტავს, რომ სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მათი გუნდი მუდმივად ცდილობს მის გაუმჯობესებას. ამისათვის, მომხმარებლის უკუკავშირისა და კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობენ გამოავლინონ სერვისის ის სუსტი მხარეები, რომელთა აღმოფხვრა მომხმარებლის კმაყოფილების დონის ზრდას შეუწყობს ხელს.

სწორედ ამისთვის შეიქმნა ისეთი სერვისები, როგორებიცაა: პორტფელური განაწილება, შეთავაზებები, ინვესტიციები, ბანკინგი, Lifestyle… ყოველი სერვისი კი მომხმარებლის კმაყოფილების მაქსიმალიზაციისკენ არის მიმართული. მაგალითად, პორტფელური განაწილების შედეგად, თითოეულ მომხმარებელს საკუთარი პირადი კონსიერჟი ჰყავს, რაც შესაძლებლობას აძლევს კონსიერჟს, მთელი ყურადღება საკუთარი მომხმარებლისკენ მიმართოს, ბოლომდე მიჰყვეს პროცესს და იყოს მუდმივად ხელმისაწვდომი. ამასთან, კვლევების საფუძველზე გამოვლინდა კომუნიკაციისთვის ყველაზე ეფექტური გზები, რათა პირად კონსიერჟთან კომუნიკაცია უფრო მეტად კომფორტული და დროში მოქნილი გამხდარიყო.

მართალია, დღეს ჩატბოტებისა და ვირტუალური ასისტენტების ეპოქაში, ადამიანებს სასურველ კითხვაზე პასუხის მიღება ონლაინაც შეუძლიათ, თუმცა, თამარი პირად კონსიერჟთან რეალურ სივრცეში პირისპირ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„დღეს ხელოვნური ინტელექტი არ არის სათანადო დონეზე განვითარებული – გჭირდება სწორად შეარჩიო სიტყვები, ფრაზები, მოახდინო სწორი ფორმულირება… რათა სასურველ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი მიიღო. თუმცა, ჩაძიების შემთხვევაში, ხშირად საუბარი სხვა მიმართულებით გრძელდება, რაც გაღიზიანებას იწვევს. მომხმარებლის მხრიდან პირად კონსიერჟთან პირადი ურთიერთობის შემთხვევაში კი ხდება არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ ემოციების გაზიარებაც, რაც ხშირად დიდ ემპათიას და ერთგვარ ურთიერთგაგების და მიკუთვნებულობის შეგრძნებას იწვევს როგორც ჩემში, ასევე მომხმარებელში“, – განმარტავს თამარი.

ამბობს, რომ მისთვის მთავარ ღირებულებას და მოტივაციას კმაყოფილი მომხმარებელი წარმოადგენს.

„ერთი მომხმარებლის მხრიდან მიღებული მადლობაც კი ძალიან დიდი სიხარულის მომტანია. ეს მაძლევს ენერგიას, სტიმულს და ბიძგს, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე, შევთავაზო მათ უკეთესი, მათზე მორგებული სერვისი და ყოველდღიურად ვიმუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნავს თამარი.

ინფორმაციისთვის, პირადი კონსიერჟის სერვისი ექსკლუზიურად WM და SOLO CLUB-ის წევრებისთვის შეიქმნა და ის მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში ეხმარება, მათ შორის ისეთი ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრაში, როგორებიცაა: სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზება, ინდივიდუალურ სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული მოგზაურობის დაგეგმვა (მათ შორის: ბილეთების შეძენა და სასტუმროს დაჯავშნა); ამასთან, კონსიერჟი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და პირადი ავტომობილის გამართულობას, კლუბის წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას, ასევე, მოგიგვარებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს და სხვა.

როგორც თამარი გვიყვება, ერთ-ერთი გამორჩეული ქეისი მომხმარებლისთვის კატარში 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთებისა და მოგზაურობის უზრუნველყოფა იყო. მაშინ, როდესაც ღონისძიებისთვის მაყურებლები ერთი წლით ადრე იწყებდნენ მზადებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა საჭირო საბუთების შესაგროვებლად და ვიზის მისაღებად.

„ახლაც ნათლად მახსოვს, ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს ტარდებოდა, მომხმარებელმა კი ნოემბრის ბოლოსთვის მომმართა – მას, ახლობლებთან ერთად მატჩზე დასწრება სურდა. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, კატარს საკმაოდ გამკაცრებული ჰქონდა ქვეყანაში ტურისტების შეშვების საკითხი. ამისათვის, აუცილებელი იყო ფეხბურთზე დასასწრები ბილეთების წარდგენა, რომ საზღვარზე პრობლემები არ შეჰქმნოდათ. სულ 1 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რათა რამდენიმე ადამიანისთვის ტურის დაგეგმვა მოგვესწრო – შეგვეძინა ავიაბილეთები, დაგვეჯავშნა სასტუმრო, ტრანსფერი და რაც მთავარია, მოგვეპოვებინა მატჩის ბილეთები.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდებოდა. ბილეთების შეძენის შემდეგ საჭირო იყო ბილეთების სპეციალურ აპლიკაციაში დარეგისტრირება, სადაც ასევე უნდა ატვირთულიყო მგზავრის პირადი მონაცემები, ბილეთის კოდი, პასპორტი… მონაცემების დამუშავების შემდეგ კი სისტემა 24 საათში გამოგზავნიდა პასუხს და მხოლოდ დასტურის შემთხვევაში მივიღებდით საბოლოო გარანტიას, რომ მომხმარებელი უპრობლემოდ გაემგზავრებოდა სასურველ მატჩზე.

ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორ ტურისტულ კომპანიასთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა, ერთად ვმუშაობდით რომ დასახული მიზნისთვის მიგვეღწია.

ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ წარმატება არც თუ ისე ახლოს იყო. მატჩი 18-ში იმართებოდა და შეძენილი ავიაბილეთების, დაჯავშნილი სასტუმროს და ტრანსფერის მიუხედავად, ჩვენ ჩემპიონატამდე ოთხი დღით ადრე კიდევ არ გვქონდა მიღებული დასტური.

მრავალი ნერვიულობის, უძილო ღამის და შრომატევადი დღეების შემდეგ, 14 დეკემბერს მივიღეთ დასტური სისტემისგან. ეს იყო ყველაზე სასიხარულო რამ – მთელი თვის შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენ შევძელით, დავხმარებოდით მომხმარებელს, შეექმნა დაუვიწყარი მოგონებები მისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად… ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება ხომ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს“, – გვიყვება თამარი. 

S

Previous Post

თბილისში ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება

Next Post

კანადის ხანძრების კვამლის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა

იზა გვარამაძე

Next Post
კანადის ხანძრების კვამლის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა

კანადის ხანძრების კვამლის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result