Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მომავლის მონახაზი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მეცნიერება
0
მომავლის მონახაზი
0
SHARES
0
VIEWS

Carbon 3D უახლესი მყვირალა სიტყვაა 3-D ბეჭდვის სფეროში, მაგრამ მას არაჩვეულებრივი შანსებიც აქვს, წარმოების სფერო დრამატულად შეცვალოს.

კერკ ფელპსს საგნების საწარმოო პროცესის შეცვლა სურს. ხელში ყვითელი, რბილი პლასტმასის წრე უჭირავს – ავტომატური ძრავას შესაკრავის  შუასადები. იგი გვიხსნის, როგორ ზღუდავს ეს შუასადები შემოქმედებითობას პროდუქტის მიმართ. „თუ ახალი ტიპის ძრავას გაკეთება მოგინდება, არ მოგიწევს, ძრავას დიზაინი თავიდან ბოლომდე შექმნა. წახვალ შუასადების მიმწოდებელთან, ჰკითხავ, რა სტანდარტული შუასადებები აქვს და ძრავას დიზაინსაც მის მიხედვით დაამზადებ. ეს უკუღმა განვითარებული პროცესია“, – ამბობს 33 წლის პროდუქტების დიზაინერი, ფელპსი, რომელსაც iPhone-ის მულტიტაჩის შემუშავებაში მიუძღვის წვლილი.

ასეთმა „უკუღმართობებმა“ უბიძგა მას, კომპანია Carbon 3-D-ში პროდუქტის განვითარების უფროსის თანამდებობა დაეკავებინა. Carbon 3D ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სტარტაპია სწრაფად განვითარებად 3-D ბეჭდვის ინდუსტრიაში. 3-D ბეჭდვის პერსპექტივა იმაში მდგომარეობს, რომ მას შესწევს ძალა, ერთიანად „ამობეჭდოს“ ნებისმიერი საგნის სოლიდური ნაწილი, რაც პროდუქტის დიზაინერების ფანტაზიას ფრთებს შეასხამდა. მაგრამ აქამდე მისასვლელად ტექნოლოგიის განვითარებაა საჭირო. ზოგიერთ უმაღლესი ხარისხის 3-D პრინტერს უკვე შეუძლია, დიდი სიზუსტით დაბეჭდოს ლიმიტირებული წარმოების პროდუქტები, მაგალითად ყურის აპარატები და ხელოვნური სახსრები, მაგრამ ამ მანქანების უმეტესობა ძალიან ნელია და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ბეწო ნივთებისა და პატარა პროტოტიპების გასაკეთებლად თუ გამოდგება. 3-D ბეჭდვის ტექნოლოგიამ ბირჟებზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია რამდენიმე წლის წინ. ინვესტორები სიამოვნებით აბანდებდნენ ფულს ამ მიმართულებით მომუშავე პერსპექტიულ კომპანიებში, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა: პრინტერების ორი დიდი მწარმოებლის, Stratasys-ისა და 3D Systems-ის, აქციებმა თავიანთი პიკური ფასის 80% დაკარგა.

კომპანია Carbon 3D-ს დარგში ახალი სიცოცხლე შეაქვს. მისი აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჯოზეფ დესიმონე 51 წლის ანტრეპრენიორია და წარსულში University of North Carolina at Chapel Hill-ის ქიმიის პროფესორი. მან საგნების სწრაფი და ზუსტი 3-D ბეჭდვის ახალ გზას მიაგნო, რამაც ანკესზე წამოაგო Sequoia Capital-ის პარტნიორი, ჯიმ გოეცი (თავის დროზე WhatsApp-ის ერთადერთი ინვესტორი), რომელიც, თავის მხრივ, $11-მილიონიან Series A დაფინანსების რაუნდს გაუძღვა და Chapel Hill-ის უვადო კონტრაქტიანი თანამდებობიდან დესიმონე რედვუდ-სიტიში (კალიფორნია) ჩაიტყუა. მას მერე კომპანიამ $140 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა, მათ შორის აგვისტოში გამართული $100-მილიონიანი რაუნდი, რომელსაც Google Ventures-ი უძღვებოდა. Carbon 3D-ის ღირებულება დღეს $1 მილიარდს აჭარბებს, თან ისე, რომ ჯერ არაფერი გამოუშვია, თუ არ ჩავთვლით საცდელ პროდუქტს კლიენტებისთვის. „ინდუსტრიაში მექანიკური ინჟინრები დომინირებენ, რომლებიც ორგანზომილებიან ობიექტებს ფენა-ფენა ბეჭდავენ, – ამბობს დესიმონე. – აქამდე მხოლოდ ასე მიიღებოდა ნივთის 3-D პრინტი. ჩვენ ვთქვით, მოდი, შევეშვათ ამ ფენა-ფენას – მოდი, ერთინად გამოიჩარხოს ნაწილები“.

3-D პრინტერების უმეტესობა იყენებს ტექნიკას, რომელიც შედუღებული დეპოზიციური მოდელირების სახელითაა ცნობილი. ეს, ფაქტობრივად, გავარვარებული წებვის თოფია, რომელსაც რობოტის მკლავი აკონტროლებს – წინ და უკან ზიგზაგებს აკეთებს და სოლიდური საგნის შესაქმნელად პლასტმასას ფენებად ალაგებს. კომპანია Carbon 3D-ის პრინტერები სხვა ტექნოლოგიით მუშაობენ. მათ სოლიდური საგანი თხევადი პლასტიკის პატარა კონტეინერიდან გამოაქვს – დაახლოებით ისე, როგორც „ტერმინატორ 2“-ში, როცა მკვლელმა რობოტმა საკუთარი თავი თხევადი მეტალის გუბეებიდან ამოზიდა. ეს ათწლეულების წინ შექმნილი ტექნიკის, სტერეოლითოგრაფიის – ან, გნებავთ, თხევადი პლასტიკის გამყარების მიზნით სინათლის გამოყენების – ვარიაციაა. დესიმონეს, როგორც ქიმიკოსის, წვლილი ამ საქმეში ის იყო, რომ კონტეინერის ფსკერი მინის პანელით ჩაანაცვლა, რომელიც, კონტაქტური ლინზის მსგავსად, ჰაერგამტარია. ჰაერი ფისის ქვეშ ქმნის სანტიმეტრის მეათასედის სისქის ბალიშს ისე, რომ სითხე მინას არასდროს ეწებება. მინის ქვეშიდან ლაზერის თოფი პლასტმასის ქვედა ფენას ზუსტად იმ მყარ სტრუქტურას აძლევს, რომელსაც საგნის 3-D ფაილი კარნახობს. რობოტის მკლავს საგანი ნელ-ნელა აუზიდან ამოჰყავს, ქვეშ კი, გასაცხელებლად, კიდევ უფრო მეტი ფისი მიედინება.

Carbon 3D ამბობს, რომ მას შეუძლია უფრო მაღალი რეზოლუციის საგნები შექმნას, თანაც 25-ჯერ ან 100-ჯერ უფრო სწრაფად (გააჩნია ნივთის დეტალიზაციის დონეს), ვიდრე ტრადიციულ სტერეოლითოგრაფიულ პრინტერებსა და რამდენიმე სხვა ტექნიკას. მანქანის მოქნილი მოქმედება მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, უფრო ფართო სპექტრის მასალა გამოიყენონ, მაგალითად წელვადი, მაღალი დრეკადობის მქონე პოლიმერები და მაღალი ტემპერატურის გამძლე ფისი. Carbon 3D გეგმავს, თავადვე შეიმუშაოს ფისი და თავადვე აწარმოოს მისგან გაყიდვისთვის მზა პროდუქტი. „ჩვენ პრაქტიკაში გამოყენებად საგნებზე ვართ ფოკუსირებული – 3-D-ნაბეჭდი საგნის ნაწილი ფუნქციონალური უნდა იყოს, მაგალითად მანქანების ძრავებს უნდა წაადგეს. არსებული 3-D პრინტერები ამას არ აკეთებენ, – ამბობს ფელპსი. – და თუ საბოლოო ნაწილის სახით გამოდგება, რატომ არ უნდა მივყიდოთ ძრავას მწარმოებლებს 3-D-ნაბეჭდი ნაწილი? თუ ისეთივე კარგია, რაღატომ უნდა ვიდარდოთ წნევის ქვეშ პლასტმასის დაყალიბებაზე?”

ათობით კომპანია, მათ შორის Ford Motor-ი და ჰოლივუდის სპეციალური ეფექტების სტუდია, Legacy Effects-ი, Carbon 3D-ს პრინტერებს სინჯავენ, თითოეული მათგანი კი $10,000-ზე მეტი ეღირება. Legacy, რომელსაც „რკინის კაცზე“ და „შურისმაძიებლებზე“ უმუშავია, Carbon 3D-ს პრინტერს პროთეზებისა და ბუტაფორიების დასაბეჭდად იყენებს. ამის შედეგად, იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ადრე 16 საათი სჭირდებოდა, სტუდია ახლა ორ საათს ანდომებს. „თუ მაქვს სიჩქარე და დეტალებისა და მაღალხარისხიანი საინჟინრო მასალების არჩევანი, მეტი რა მინდა?! – ამბობს Legacy Effects-ის სისტემების მთავარი ინჟინერი. – Carbon 3D-ს პრინტერს გასაოცარი ტევადობის გამტარუნარიანობა აქვს“.

Ford-ს Carbon 3D-ის პრინტერი იმდენად მოეწონა, რომ მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ალან მულელი Carbon 3D-ის საბჭოში გაწევრიანდა. ელენ ლი – Ford-ის დამატებითი წარმოების კვლევის გუნდის ლიდერი დიარბორნში (მიჩიგანი) – ახლა Carbon 3D-ის პრინტერის გამოყენების იდეას განიხილავს თავისი სწრაფი მაკეტირების განყოფილებისათვის. მართალია, Ford-ს აშკარად წლები დასჭირდება, სანამ გადაწყვეტს მანქანის ძირითადი ნაწილები „ამობეჭდოს“, თუმცა ლიმ გაიხუმრა – იქნებ მალე სიჩქარის გადამრთველები ისე ამოვბეჭდოთ, რომ მფლობელის ხელს მოვარგოთო. „გაცილებით დიდი პოტენციალი აუთვისებელი რჩება 3-D ბეჭდვაში, – ამბობს ლი. – ეს მართლა შეცვლის ამერიკაში წარმოების პროცესს. ჩვენ გვინდა, გავიგოთ, როგორ შეგვიძლია მისი საუკეთესოდ გამოყენება“.

ინდუსტრიის ექსპერტი, ტედი ვოლერსი Wholers of Wholers Associates-იდან შედარებით კრიტიკულადაა განწყობილი. მისი თქმით Carbon 3D-ის სიჩქარე მნიშვნელოვანი ამბავია წარმოებისთვის, მაგრამ ის საბოლოო პროდუქტის ხარისხში არაა დარწმუნებული. დროთა განმავლობაში სინათლემ შეიძლება, სტერეოლითოგრაფიაში გამოყენებული ფოტოპოლიმერები გააფუჭოს, რის გამოც ისინი ნაკლებად სანდოა, ვიდრე თერმოპლასტიკები, რომელსაც 3-D ბეჭდვის უფრო გავრცელებული ტექნიკაა. Carbon 3D აცხადებს, რომ მისი პოლიმერები ულტრაიისფერი სხივების დამბლოკველსა და სინათლისგან დამცავ პიგმენტებს იყენებს.

Carbon 3D-ს პრინტერებს მასობრივ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ მაღალი ფასი ადევს, თუმცა ეს დიდი ბიზნესებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მანქანა ისე იმუშავებს, როგორი რეკლამაც აქვს. „Ford-ი ასიათასობით დოლარს ხარჯავს საწარმოო აღჭურვილობის ცალკეულ ნაწილებზე“, – ამბობს ვოლერსი.

Carbon 3D-ს საუბრები იმის თაობაზე, რომ ის წნევის ქვეშ პლასტმასის დაყალიბებას (ფართოდ გამოყენებულ საწარმოო პროცესს) ძირს გამოუთხრის, ცოტა არ იყოს, საეჭვოა, მაგრამ მის მანქანებს 3-D ბეჭდვის სფეროში კვლავ შეაქვს სიცოცხლე. „ათი წლის წინ უამრავმა ფირმამ დაიწყო 3-D ბეჭდვის ირგვლივ გეგმების დაწყობა, – ამბობს დესიმონე, – და ეს მართლაც ძალიან საინტერესო იყო. მერე გეგმები თაროზე შემოალაგეს, რადგან ტექნოლოგიას არ ჰქონდა იმდენი ცხენის ძალა, მათი განხორციელება რომ შეძლებოდა. ახლა კი მათ ამ გეგმებიდან მტვრის გადაწმენდა დაიწყეს“.

Previous Post

ასუანი: დიდი წყალგამყოფი

Next Post

Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

მაგდა დოლიძე

Next Post
Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result