Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მოლდოვის სასამართლომ პრორუსული პარტია აკრძალა

by Salo Papalashvili
ივნისი 20, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
მოლდოვის სასამართლომ პრორუსული პარტია აკრძალა
0
SHARES
0
VIEWS

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია Shor-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დადგენილების თანახმად, პარტია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან დაშლილად ითვლება.

ცნობისთვის, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრორუსული ჯგუფის ხელმძღვანელობით წამოწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღას მოჰყვა, რომელიც ქვეყნის სასამართლომ „არაკონსტიტუციურად“ ცნო. მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო, პარტიის ლიკვიდაციისთვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურის შესასრულებლად, სპეციალურ კომისიასაც შექმნის.

თავად პარტიის დეპუტატები  მოლდოვის პარლამენტში ადგილებს დამოუკიდებელი სტატუსით შეინარჩუნებენ, თუმცა სხვა საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების უფლება არ ექნებათ. Shor-ის ვიცე-თავმჯდომარე მარინა ტაუბერმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და  თავისი გუნდით „ხელისუფლებაში მოსვლისა“ და „მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის უფლების“ დასაცავად ბრძოლის პირობა დადო.

პარტია Shor-ი 1998 წელს დაარსდა, მისი ხელმძღვანელი კი 2019 წელს ისრაელში გაქცეული ბიზნესმენი ილან შორია. ისრაელში გადასვლამდე ორი წლით ადრე, შორი $1 მილიარდის საბანკო სკანდალთან დაკავშირებული თაღლითობისთვის გაასამართლეს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში პარტიამ მოლდოვის მასშტაბით დემონსტრაციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პროდასავლელი ლიდერის, მაია სანდუს პოლიტიკას აპროტესტებდა. გასულ თვეში მოლდოვის დედაქალაქში საპროტესტო ტალღამ 4,500-მდე ადამიანი გააერთიანა, რომლებიც მთავრობას ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებდნენ.

სანდუს ადმინისტრაციამ საპროტესტო აქციები „მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მორიგ მცდელობად“ შეაფასა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის, აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა მოჰყვა.

გასულ თვეში, ამჯერად სანდუს მთავრობისა და პოლიტიკის მხარდასაჭერად, კიშინიოვში 75,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. სწორედ აღნიშნული საპროტესტო აქციები იქცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინაპირობად, რის შედეგადაც კონკრეტულად აღინიშნა ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოთა შორისაა.

Previous Post

რამდენ საათს მუშაობენ ყოველწლიურად OECD-ის წევრ სახელმწიფოებში?

Next Post

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

Salo Papalashvili

Next Post
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result