Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

by იზა გვარამაძე
მაისი 16, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკი ყოველწლიურად  სტიპენდიატებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

ვის შეუძლია Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება

Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს.

რა უნდა გაითვალისწინოთ აპლიკაციის შევსების პროცესში?

აპლიკაციის შევსების პროცესში აპლიკანტს მოეთხოვება, სრულყოფილი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, ისაუბროს აშშ-ში სწავლის მოტივაციის, დეტალური სასწავლო გეგმისა და მოლოდინების შესახებ. ამასთან, მთავარი კომპონენტი ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენებს აპლიკანტი აშშ-ში მიღებულ ცოდნას საქართველოში. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი კი რეკომენდაციებია – მნიშვნელოვანია, აპლიკანტმა სწორად შეარჩიოს რეკომენდატორი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სხვა, აპლიკანტისგან  აკადემიური ნაშრომის ნიმუშის ინგლისურ ენაზე ატვირთვას ითვალისწინებს. ეს შეიძლება იყოს სადიპლომო ნაშრომი ან კონფერენციისთვის დაწერილი ნამუშევარი, რისი ატვირთვის მიზანიც აპლიკანტის აკადემიური წერის უნარების შეფასებაა. თუ ნაშრომი აპლიკანტს ქართულ ენაზე აქვს შესრულებული, მაშინ მან ინგლისურად თარგმნილი  ნაშრომის რამდენიმე გვერდი  უნდა ატვირთოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უნივერსიტეტის შერჩევისას?

როგორც Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე აღნიშნავს, აპლიკანტებმა უნივერსიტეტები უნდა მოიძიონ იმ სფეროს მიხედვით, რომლის შესწავლაც სურს და უნდა დააკვირდნენ, ამ მიმართულებით რომელი უნივერსიტეტია ძლიერი. ასევე, მონაწილეებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, რა არის იქ ისეთი სპეციფიკური, რაც მათ სამომავლოდ გამორჩეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ.

აპლიკანტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

Fulbright-ის აპლიკაციის შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მართლწერასა და გრამატიკას უკავშირდება, ამიტომ პროგრამის კოორდინატორი აპლიკანტებს ურჩევს, საბუთების გაგზავნამდე ყველაფერი ყურადღებით გადაიკითხონ და დარწმუნდნენ, რომ არსად არის მცირე ხარვეზიც კი, რომლის გამოც შესაძლოა აპლიკაცია დაიწუნონ.

რა ხდება აპლიკაციის ეტაპის გადალახვის შემდეგ

აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ სტუდენტებს უტარდებათ გასაუბრება, რის შემდეგაც შერჩეულმა აპლიკანტებმა ოქტომბერში უნდა ჩააბარონ TOEFL-ის, GRE-ისა ან/და GMAT-ის გამოცდები.

  • TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში;
  • აპლიკანტებს, რომლებიც სამართლის მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, მათ მხოლოდ TOEFL-ის ჩაბარება მოუწევთ;
  • აპლიკანტები, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, ისინი TOEFL-თან ერთად GMAT-აც აბარებენ;
  • ყველა დანარჩენი აპლიკანტი კი TOEFL-სა და GRE-ს აბარებს.

Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი გვირჩევს, რომ აღნიშნული ტესტებისთვის მომზადება აპლიკანტებმა მალე დაიწყონ. მისი თქმით, ტესტებში წინასწარ ვარჯიშია საჭირო, რათა გამოცდაზე მისულმა აპლიკანტმა უკვე იცოდეს, თუ რა დავალებების შესრულება მოეთხოვება, განსაკუთრებული ყურადღება კი მათემატიკურ ნაწილს უნდა მიაქციონ.

საქართველოს ბანკის და Fulbright-ის თანამშრომლობა

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამა 1946 წელს შეიქმნა. ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე ისწავლონ.

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად და მათთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. უკვე 11 წელია, პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საკუთარ სტიპენდიატებს ასახელებს და მათ 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.

2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციის შევსება საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალზე უკვე შესაძლებელია. Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს გაეცანით ვებგვერდზე.

S

Previous Post

აშშ აბუ-დაბიში AI-ის მასშტაბურ მონაცემთა ცენტრს ააშენებს

Next Post

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა

იზა გვარამაძე

Next Post
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Jackpot Jill – Quick‑Fire Slots and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 28, 2026

FoxyGold Casino: Quick Play Slots, Mobiele Winsten en Directe Bonussen

ივლისი 28, 2026

Casino Lab – Quick‑Hit Slots and Rapid Wins for Short‑Session Players

ივლისი 28, 2026

Coolzino Casino Review: Quick‑Hit Slots and Rapid Play

ივლისი 28, 2026

Recent News

Jackpot Jill – Quick‑Fire Slots and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 28, 2026

FoxyGold Casino: Quick Play Slots, Mobiele Winsten en Directe Bonussen

ივლისი 28, 2026

Casino Lab – Quick‑Hit Slots and Rapid Wins for Short‑Session Players

ივლისი 28, 2026

Coolzino Casino Review: Quick‑Hit Slots and Rapid Play

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result