Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მოგების გადასახადის რეფორმა – ესტონური გაკვეთილი საქართველოსათვის

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
მოგების გადასახადის რეფორმა – ესტონური გაკვეთილი საქართველოსათვის
0
SHARES
0
VIEWS

ესტონეთის, როგორც მცირე ეკონომიკური სასწაულის შემოქმედის შესახებ შესაძლოა, ბევრს სმენია, თუმცა, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ესტონეთის წარმატებაც დროულად განხორციელებული, არაერთი მცირე თუ მასშტაბური რეფორმით იყო განპირობებული.

გავრცელებული მოსაზრებით, ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალთ სწორედ რადიკალური საგადასახადო რეფორმების განხორციელება ეძნელებათ, რადგან, როგორც წესი, ეს ან არაპოპულარულია საზოგადოებაში, ან საბიუჯეტო შემოსავლების კლებას იწვევს. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთი ამ მხრივ გამონაკლისია: უმნიშვნელოვანესი – მოგების გადასახადის რეფორმა ამ ქვეყანაში თითქმის უმტკივნეულოდ განხორციელდა და მისი ნაყოფიც მთელი საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ მოგების გადასახადის რეფორმის სწორედ ესტონური მოდელის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დააანონსა – რაც თავისთავად გაბედული, პოზიტიური ნაბიჯია. რეფორმის წარმატებისათვის აუცილებელია მისი არსის სწორად გაგება, ქართულ რეალობაზე ადეკვატურად მორგება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – რეფორმის შესახებ საზოგადოების სათანადო და დროული ინფორმირებაც.

საგადასახადო რეფორმები ესტონეთმა ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც უარი თქვა დიფერენცირებულ გადასახადებზე და ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი ფიქსირებული ტარიფით განსაზღვრა. კომერციული იურიდიული პირების მოგების გადასახადის რეფორმა მოგვიანებით, უკვე 2000 წლიდან შევიდა ძალაში; ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური მოდელია. რეფორმის ძირითადი არსი საკმაოდ მარტივია – მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება კომპანიებს წარმოექმნებათ არა მოგების მიღების, არამედ მისი განაწილებისას (დამფუძნებლების მიერ კომპანიიდან მოგების გატანისას). ზემოაღნიშნულის გამო, ჩვენშიც ხშირად მოისმენთ, რომ ესტონურ მოდელში მოგების გადასახადი გაუქმებულია და ის “გადატანილია” დივიდენდის გადასახადში, თუმცა ეს ასე არაა; გადასახადის გადამხდელი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ კომპანიაა და არა დივიდენდის მიმღები.

კომპანიას უფლება აქვს მოგების ხარჯზე, შეუზღუდავად და დაუბეგრავად განახორციელოს რეინვესტიცია – გააფართოოს, გადააიარაღოს წარმოება ან, უბრალოდ, საბანკო დეპოზიტზე შეინახოს თანხა. მოგების გადასახადის მიზნებისათვის საანგარიშო პერიოდად კალენდარული თვე ითვლება, შესაბამისად, კომპანიებს მაქსიმალური თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ წლის განმავლობაში არაერთხელ შეცვალონ საინვესტიციო თუ მოგების განაწილების გეგმები.

ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ კომპანიის საჭიროებებთან – ჩვეულებრივად გამოიქვითება და თავისუფალია გადასახადებისაგან. საშემოსავლო და სოციალური გადასახადით იბეგრება დასაქმებულებისთვის გაცემული ხელფასი ან სხვა სარგებელი. მიღებული მოგების დაუბეგრავად რეინვესტირების შესაძლებლობა თანაბრად აქვთ როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს; შედეგად, გაიზარდა კომპანიების კაპიტალი, აქტივები, წარმოების საშუალებები და, აქედან გამომდინარე, ინვესტიციების განხორციელების მოტივაციაც.

ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა საგადასახადო მიზნებისათვის ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფუტკრისა და მეფუტკრის “ურთიერთობის” მაგალითზე – როდესაც სკაში არსებული რესურსი “ათვისებულია” და თაფლი საკმარისადაა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ფუტკარი მატებას, დამატებითი სათავსოების, საკუჭნაოების მშენებლობას და მასში თაფლის დაგროვებას. თუ მეფუტკრე იმაზე მეტ თაფლს იღებს სკიდან, ვიდრე “საჭიროა”, ფუტკარი დამატებითი სივრცის, სათავსოს მშენებლობაზე აღარ ზრუნავს, სკა აღარ ფართოვდება და ფუტკრის ოჯახიც არ იზრდება; ზამთრის (კრიზისის) პერიოდში კი სუსტდება და მცირდება. ანალოგიურად, როდესაც ბიზნესს ვუტოვებთ მეტ ფინანსურ რესურსს დაუბეგრავი მოგების სახით, ამით ვუბიძგებთ, განახორციელოს რეინვესტიცია, გააფართოოს წარმოება: ეს კი პირდაპირ აისახება უმუშევრობის დონის შემცირებაზე, ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე. სწორედ ესაა ესტონური მოდელის ერთ- ერთი, მაგრამ არა ერთადერთი უპირატესობა.

საგადასახადო ადმინისტრირებისა და საგადასახადო კანონმდებლობის სიმარტივე ესტონური მოდელის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ღირსებაა. გადასახადების დეკლარირება მთლიანად ელექტრონულად ხდება და სრულად თავსებადია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. გაუქმებულია ყველა სახის სპეციალური საგადასახადო შეღავათი (მოგების გადასახადის მიზნებისათვის). არ არსებობს უძრავ/ მოძრავი ქონების ამორტიზაციის დაანგარიშების აუცილებლობა…

საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ესტონეთი ალბათ ევროკავშირის მასშტაბითაც კი ერთ- ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. გადასახადებისაგან თავის არიდების საწინააღმდეგო რეგულაციები, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქ მარტივია. საერთოდ არ არსებობს ე.წ. “სუსტი კაპიტალიზაციის” მარეგულირებელი ნორმები, ხოლო საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების რეგულირება შეესაბამება OECD-ის წესებს. საგადასახადო ადმინისტრირება ხორციელდება რისკების მართვის პროგრამით, მკაცრად კონტროლდება გადასახადების დამალვის შემთხვევები, სანქციები კი საკმაოდ მძიმეა.

საგადასახადო კანონმდებლობისა და გადასახადების დეკლარირების სიმარტივე ნიშნავს ნაკლებ შეცდომას დეკლარირებისას და ნაკლებ კითხვებს კომპანიის შემოწმებისას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საგადასახადო საურავებისა და ჯარიმების ოდენობაზე. სიმარტივე მნიშვნელოვნად ამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების ღირებულებას როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე ბიზნესისთვისაც. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ესტონური მოდელი ბიზნესისათვის საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ნამდვილი სამოთხეა.

რისკები და მათი დაზღვევის ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი საგადასახადო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ესტონურ მოდელს არ გააჩნია რაიმე ისეთი განსაკუთრებული რისკი, რაც სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგადასახადო სისტემაში არაა. ექსპერტები, საგადასახადო ადმინისტრაციის ოფიცრები და ბიზნესმენები რისკებს სხვადასხვა კუთხით აფასებენ: ესტონეთში საშემოსავლო, სოციალურ და მოგების გადასახადების განაკვეთებს შორის სხვაობის გამო, კომპანიების მენეჯმენტში ხშირია ხელფასის განაწილებული მოგების სახით მიღების შემთხვევები. თუ რეფორმის შედეგად საქართველოში მოგების გადასახადი გაუთანაბრდება საშემოსავლო გადასახადს, ეს რისკი აღარ იარსებებს.

მეტიც, ესტონელებმა წარმატებით გაართვეს თავი ჰოლდინგური, ტრანსნაციონალური კომპანიების ფინანსური ვალდებულების (სესხის ხელშეკრულებების) თანამდევი საგადასახადო რისკების სათანადოდ დაზღვევასაც. ესტონელ მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან საუბრისას ხშირად მოისმენთ, რომ მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა სრულად გაამართლა.

ესტონეთში, ისევე როგორც საქართველოში, სკეპტიკოსების ერთ- ერთი მთავარი არგუმენტი იყო კითხვა, როგორ აისახებოდა რეფორმა საბიუჯეტო შემოსავლებზე, მნიშვნელოვნად ხომ არ შეამცირებდა მათ? რეფორმამ ამ კითხვასაც წარმატებით გასცა პასუხი: საბიუჯეტო შემოსავლები, როგორც მოგების გადასახადიდან, ისე სხვა წყაროებიდან, მნიშვნელოვნად გაიზარდა. უშუალოდ მოგების გადასახადის ნაწილში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყო მეტ-ნაკლებად საგრძნობი კლება, 2001 წლიდან კი ზრდის დინამიკა შეუქცევადია.

რეფორმის ესტონური მოდელის მომხრეებს აქ ალბათ შეგვეძლო გვეთქვა, რომ მოყვანილი ციფრები საუკეთესო არგუმენტია და ამაყად დაგვესვა წერტილი, მაგრამ ამით მხოლოდ თავს მოვიტყუებდით, რადგან ეს საკმარისი არაა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ესტონეთის “ეკონომიკური სასწაულის” წინაპირობებს შორის ზემოთ განხილული რეფორმა მხოლოდ ერთ- ერთია. სტაბილური ბიზნესგარემო, მცირე ბიუროკრატია, კორუფციის დაბალი დონე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და კანონის უზენაესობა, ინვესტიციების დაცულობის მყარი გარანტიები და სახელმწიფოს თანამიმდევრული, კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა – ის გარდაუვალი წინაპირობებია, რომელთა გარეშეც ესტონეთის “ეკონომიკური სასწაული” ვერ შედგებოდა; შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ყველას, სამუშაო საკმაოდ ბევრი გვაქვს.

Previous Post

მთავრობას საშინაო ვალის აღება კვლავ გაუძვირდა

Next Post

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result