Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მკვდრეთით აღმდგარი ბრენდები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
მკვდრეთით აღმდგარი ბრენდები
0
SHARES
0
VIEWS

„გაურკვევლობის დროს წარსულისაკენ გახედვა გვჩვევია, გვსურს გაცილებით მარტივ დროში დავბრუნდეთ, – ამბობს კრის ანდერსონი, Omnicom Group -ის მარკეტინგული ჯგუფის, The Marketing Arm -ის დირექტორი. – მუსიკითა და მოტოციკლებით დაწყებული და „მაფეტებით” დამთავრებული, ჩვენთვის უკვე ნაცნობ პროდუქტებსა და ბრენდებს ვეძებთ”.

როდესაც მომხმარებელს ნოსტალგია შემოაწვება, წარმოებიდან ამოღებული ბრენდები და მივიწყებული ლიდერები შესაძლოა ისევ პოპულარული გახდნენ. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ: Old Spice Guy -ის კამპანიით კვლავ გაცოცხლებული ტრადიციული დეოდორანტის ხაზი; Planter -ის Mr. Peanut -ის ახალი ხმა და შეცვლილი დიზაინი; General Motors -ის Chevy-ის აღორძინება – ერთგვარი შეძახილი დეტროიტის გადასარჩენად. ამ ყველაფრისათვის საჭიროა ახალი ინვესტიციები, გონივრული მარკეტინგი და ისტორიული საფუძველი.

თქვენი აზრით, რომელი სამომხმარებლო ბრენდის ტრიუმფალურ დაბრუნებას ვიხილავთ 2012 წელს? ბრენდინგისა და მარკეტინგის ექსპერტები ახალი წლისათვის საკუთარ პროგნოზებს აკეთებენ.

„მაფეტები”
ჯიმ ჰენსონის „მაფეტები” (The Muppets) 1950 წელს შეიქმნა და ტელეეკრანებზე მრავალი წარმატებული წელი გაატარა, სანამ მის მიმართ მაყურებლის ინტერესი არ განელდა. მიუხედავად ამისა, მადლიერების დღისათვის გამოსული ახალი ფილმის მეშვეობით, რომელშიც ჯეისონ სიგალი და ემი ადამსი მონაწილეობენ, „მაფეტები” კვლავ ხმაურიანად დაუბრუნდა ტელეეკრანებს. კრიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ „ოქროს გლობუსის” მიერ ამ აღიარებული მიუზიკლის უგულებელყოფის გამო, თუმცა ზოგიერთი ცნობილი კრიტიკოსი აცხადებს, რომ მოსალოდნელია ფილმმა ოსკარი მიიღოს ორიგინალური სიმღერებისათვის, რომლებმაც ბრენდი 2012 წლის დაჯილდოებების სეზონის ერთ-ერთ პოპულარულ თემად უნდა აქციოს. ქერმიტი და მის ფიგი პოპულარობას იხვეჭენ ფრჩხილების მბრწყინავი ლაქისა (12 unFROGettable colors!) და სილამაზის კომპანია OPI-სთან ერთად გამართული სარეკლამო კამპანიის საშუალებითაც.

მადონა
სარეკლამო სააგენტო Madison Avenue Consortium -ის დირექტორი მირიამ კვარტი განუმეორებელ ლეგენდას „გაგას ორიგინალს” უწოდებს და მისი პოპულარობის დაბრუნებას ახალი წლისთვის წინასწარმეტყველებს. შესაძლოა მადონა არც გიყვარდეთ, მაგრამ ის, რომ მისი სახელი ყველასთვის ნაცნობია, ფაქტია. The Marketing Arm’s Celebrity DBI -ის დამოუკიდებელი ინდექსის თანახმად, რომლის მეშვეობითაც პოპულარული ადამიანების სამომხმარებლო აღქმა იზომება, აშშ-ის მოსახლეობის 99%-მა იცის, ვინ არის მადონა. ბოლოდროინდელი სასცენო პაუზის მიუხედავად, „Material Girl” დიდი დაბრუნებისათვის მზადაა. იანვარში გამოდის მისი ახალი სინგლი Gimme All Your Luvin. შემდეგ, 5 თებერვალს, იგი სუპერთასის შესვენებაზე აშშ-ის ყველაზე დიდ სცენაზე ავა როგორც ჰედლაინერი და Cirque du Soleil -ის თეატრალურ კონცეფციას წარმოადგენს. Universal Music Group’s Interscope Records -ის დახმარებით, მარტში მადონა ანონსირებული სამი ალბომიდან ერთს გამოუშვებს და ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი პირველი მუსიკალური აქტივობა იქნება.

Fiat
კვარტს მიაჩნია, რომ ევროპული ეკონომიკის განვითარების დაბალი ტემპის პირობებში, იტალიური წარმოების საავტომობილო კომპანიის ახალი თანამშრომლობა აშშ-ის სუპერვარსკვლავთან, ჯენიფერ ლოპესთან, „მარკეტინგის სამოთხეში ჩატარებული უცნაური ქორწინებაა”, რომელიც Fiat -ს კლასიკურ „დაბრუნებულ ბრენდად” აქცევს. ლოპესმა კომპანიის ბოლოდროინდელ სატელევიზიო რეკლამებში მიიღო მონაწილეობა, რამაც Fiat პრესის ყურადღების ცენტრში მოაქცია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ლოპესისა და მარკ ენტონის განქორწინების ამბავი გახდა ცნობილი. ეს ტენდენციის განვითარებას, სავარაუდოდ, American Idol -ის ახალი სეზონის იანვრის პრემიერა შეუწყობს ხელს. Fiat -ს „წლებია, რაც ვარსკვლავური რეპუტაცია არ ჰქონია, – აღიარებს ანდერსონი, – თუმცა წლევანდელი ხელახალი წარდგენის შემდეგ ბრენდი გადასხვაფერდა”.

სამი მასხარა
მაყურებლის დიდი ხნის სიმპათიის, ექსცენტრიკულ მასხარათა ტრიოს ხელახალი გაელვება ტელეეკრანებზე მხოლოდ პირველი ნაბიჯია სრული დაბრუნებისაკენ, რომელიც მომდევნო წლისათვისაა დაგეგმილი. მოს, ლერისა და კარლს ფილმში Three Stooges აპრილში ვიხილავთ. ფილმის რეჟისორები ძმები ფარელები არიან, მთავარ როლებს კი შონ ჰეიესი, ჯეინ ლინჩი, ლერი დეივიდი და თვით ნიკოლ პოლიცი, იგივე „სნუკი” შეასრულებენ. ტრეილერს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოვიდა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ყველა ვარაუდობს, რომ ფილმი მაყურებელთა ყურადღებას მიიპყრობს. ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ის ისეთ ახალ სალიცენზიო შეთანხმებებს მოიტანს, როგორიცაა, მაგალითად, Arby -ის ბოლოდროინდელი Curly fry. ეს ბრენდი, რომელიც სათავეს 1920-იან წლებში იღებს, აღმავლობის გზაზეა.

დასტინ ჰოფმანი
HBO-ს დრამა „იღბალი” (Luck), რომლის პრემიერაც იანვარშია დაგეგმილი, შესაძლოა იდეალური წინაპირობა აღმოჩნდეს სიტუაციური კომედიებისა და რეალიტი შოუებისაგან გადაღლილი ოსკაროსანი მსახიობის, დასტინ ჰოფმანის დაბრუნებისათვის – გვამცნობს კვართი და იქვე დასძენს, რომ „ჰოფმანის ბოლოდროინდელი როლი, სადაც ის მფლანგველ, აზარტულ მოთამაშეს, მეტსახელად ეისს (ტუზი) ასახიერებს, წარმოგვიდგენს მსახიობის ახალ სახეს, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვენთვის ასე ნაცნობი „წვიმის კაცისა” და „კურსდამთავრებულის” პერსონაჟებისაგან. ჰოფმანს, რომელიც ფილმში ნიკ ნოლტთან ერთად თამაშობს და კორუმპირებულ, შურისმაძიებელ პერსონაჟს ასახიერებს, დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

Netflix
მარკეტინგისა და ბრენდინგის ექსპერტი, ადამ ჰანფტი, რომელსაც ისეთ სამომხმარებლო ბრენდებთან უმუშავია, როგორიცაა Barnes & Noble და Match.com, ამბობს, რომ Netflix -ის სერიოზულად შელახული რეპუტაცია, რაც კომპანიის ჯერ ორ ნაწილად გაყოფას, ხოლო შემდეგ კი ისევ გაერთიანებას მოჰყვა, მომავალ წელს აღარავის ემახსოვრება. ჰანფტი საკუთარ მოსაზრებას იმით ხსნის, რომ Netflix ემოციებთან დაკავშირებული ბრენდია, რომელსაც ინოვატორი, გულახდილი ხელმძღვანელი ჰყავს, და მას სჯერა, რომ მომხმარებელი კომპანიას წლევანდელ ჩავარდნებს აპატიებს. ის იმედს ამყარებს კომპანიის ორიგინალურ პროგრამაზეც. 2012 წელს გაიმართება დრამის, House of Cards (ბანქოს სახლი) პრემიერა, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელის და რომლის რეჟისორიც დევიდ ფინჩერი, მთავარი როლის შემსრულებელი კი კევინ სპეისია.

როზი ო’დონელი
წლების განმავლობაში იგი ჩამოშორებული იყო მოვლენების ეპიცენტრს, თუმცა OWN -ის (Oprah Winfrey Network) ახალი ტოქშოუს მეშვეობით ო’დონელი, რომელსაც მარტში 50 წელი შეუსრულდა , ახლახან კი მიშელ რაუნდსზე დაინიშნა, თანდათან უახლოვდება 2012-ში სრულფასოვან დაბრუნებას. ო’დონელმა განაცხადა, რომ მედიაში არსებული ჰომოფობიის შემხედვარე, გულხელდაკრეფილი ვეღარ იჯდება. მან ამ თვეში ბრძოლა გამოუცხადა დევიდ ლეტერმანსა და დონალდ ტრამპს და მძაფრი დისკუსია გამართა პრეზიდენტობის კანდიდატებთან, მიშელ ბახმანთან და რიკ პერისთან. მოსალოდნელია, რომ ახალი პლატფორმისა და თავდაჯერებულობის მეშვეობით, ო’დონელის ხმა უფრო მძლავრად გაიჟღერებს.

Polaroid
74 წლის ტექნოლოგიური კომპანია წლების მანძილზე ცდილობდა ძველი დიდების დაბრუნებას და საბოლოოდ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადადგა. წელს Polaroid -მა პოპვარსკვლავ ლედი გაგასთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. ლედი გაგა კომპანიას ეხმარება პროდუქციის ახალი ხაზის, Grey Label -ის დიზაინში, რომელშიც შედის GL20 სათვალე-კამერა – მუქი სათვალე ჩამონტაჟებული კამერით, რომელსაც შეუძლია გამოსახულება სათვალის თხევადკრისტალურ ეკრანებზეც ასახოს. პროდუქტის ბაზარზე წარდგენა, სავარაუდოდ, წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ Polaroid -მა დააგვიანა. კომპანიის აღმასრულებლები აცხადებენ, რომ სათვალე ბაზარზე გაზაფხულისათვის გამოჩნდება. Polaroid -ს აშკარად დაეტყო წინსვლა, თუმცა საკითხავია, შეძლებს კი კომპანია ძველი დიდების ბოლომდე დაბრუნებას?

 

 

Previous Post

საფრთხე: ამერიკა კარგავს პოზიციებს ინოვაციების სფეროში

Next Post

Spotify-ის შემქმნელი დანიელ ეკი: მუსიკის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

მაგდა დოლიძე

Next Post
Spotify-ის შემქმნელი დანიელ ეკი: მუსიკის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

Spotify-ის შემქმნელი დანიელ ეკი: მუსიკის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result