Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მილიონობით ლარი ფეხბურთის განვითარებისთვის და არასახარბიელო შედეგები

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოსაზრება
0
მილიონობით ლარი ფეხბურთის განვითარებისთვის და არასახარბიელო შედეგები
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სტიმულირების მიზნით, 2016 წელს მთავრობამ მრავალმილიონიანი პროექტი წარადგინა. დღეს, ოთხი წლის გადმოსახედიდან, ჩანს, რომ სხვა არაერთი სახელმწიფო პროგრამის მსგავსად, ფეხბურთის მხარდაჭერის პროექტის გაზომვადი შედეგები არასახარბიელოა.

ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა თავდაპირველად 2016 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა. პროექტის ღირებულება 265.7 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული და მის ფარგლებში თანხების ათვისება 2016-2020 წლებში უნდა მომხდარიყო. ეს თანხა ფეხბურთის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ერთადერთი პროგრამა არ იყო და მის პარალელურად ფეხბურთის ფედერაციისთვისაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფოდა.

ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი უკვე არსებული საფეხბურთო კლუბების საბიუჯეტო სუბსიდირებაზე მიიმართა. საბიუჯეტო სახსრების განაწილებისთვის შეიქმნა ახალი იურიდიული პირი ა(ა) იპ “ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი”, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

პროგრამა 2016 წელს დაიწყო. თავდაპირველი პროექტის თანახმად, ამ წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფაქტობრივად ფონდმა ბიუჯეტიდან შემოსავლის სახით 26 მილიონი ლარი მიიღო. ამასთანავე, ფონდმა 2016 წლის 30 დეკემბერს კომერციული ბანკიდან 2 მილიონი ლარის სესხი აიღო, რომელიც 2017 წელს დაფარა. შესაბამისად, ფონდის შემოსავალი 2016-ში 28 მილიონი ლარი იყო.

2017 წლის 1 ივნისს ფეხბურთის დაფინანსების პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებით, მისი ბიუჯეტი 45.6 მილიონი ლარით, 211.1 მლნ ლარამდე შემცირდა, თანხების ათვისების წლები კი 2016-2021 წლებზე განაწილდა. განახლებული პროგრამითაც დაფინანსების 81%-ზე მეტი ქვეყანაში უკვე მოქმედი საფეხბურთო კლუბების საბიუჯეტო სუბსიდირებაზე მიიმართა.

დანარჩენი თანხები (19%) საფეხბურთო განათლებისა და მასობრივი საფეხბურთო ღონისძიებების (მატჩების, ფესტივალების) დაფინანსებისთვის გადანაწილდება.

სასურველია, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამას გაზომვადი შედეგები ჰ ქონდეს. თუმცა ამ პროგრამის ფარგლებში მისაღწევი შედეგები არა ქართული საკლუბო ფეხბურთის საერთაშორისო წ არმატებით, არამედ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობითა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი კლუბების რაოდენობი თ განისაზღვრება.

211-მილიონიანი პროგრამის ხარჯების სტრუქტურული განაწილება ასეთია:

“პროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელი – საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ) სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ყოველწლიურად 80 საფეხბურთო კლუბისა და სამოყვარულო ლიგის სტაბილური დაფინანსება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების 130-მდე ბენეფიციარი; 30 მასობრივი ღონისძიება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საგულისხმოა ფაქტი, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური პირობების მიუხედავად, პროგრამის დაფინანსების საკითხის გადახედვა არ მომხდარა, რის შედეგადაც, როგორც 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში, ასევე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის (პირველი და მეორე წარდგენის) ვერსიებში ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 37-მილიონიანი დაფინანსება არის განსაზღვრული.

მივუბრუნდეთ იმას, თუ როგორ იხარჯება ეს სახსრები. თავად ფეხბურთის განვითარების ფონდი მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშებს არ ასაჯაროებს. პროგრამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანასკნელი ანგარიში 2018 წელს გამოაქვეყნა, სადაც კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. მათ შორის აუდიტის სამსახურის კრიტიკა დაიმსახურა კლუბებისთვის თანხების განაწილების პრინციპის გაუმჭვირვალობამ. ამასთან ერთად აუდიტის სამსახური პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც დააწესებდა ჭერს, თუ თანხის რა ნაწილი უნდა მიმართოს კლუბმა ადმინისტრაციის ხელფასებზე, ფეხბურთელების ხელფასებზე, მივლინებებსა და სხვა ხარჯებზე.

“საბაზისო დაფინანსებასა და ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი, რა ოდენობის თანხა უნდა იყოს მიმართული შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ხარჯის ზღვრული ნორმებიც. კერძოდ, რა ოდენობის თანხა უნდა მოხმარდეს მივლინებებს, შეკრებებს, სპორტულ ეკიპირებას და სხვა ხარჯებს”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. 

რამდენი კლუბი იღებს დაფინანსებას:

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის 2017 წლის 3 იანვრის გამგეობის N5 სხდომის შესაბამისად, ფონდი კლუბებს საბაზისო პროგრამით აფინანსებდა შემდეგი თანხებით:

  1. ეროვნული ლიგა 1 – 1,000,000 ლარი. (10 კლუბი);
  2. ეროვნული ლიგა 2 – 700,000 ლარი. (10 კლუბი);
  3. ეროვნული ლიგა 3 – 250,000 ლარი. (10+10 კლუბი);
  4. რეგიონალური ლიგა – 50,000 ლარი. (40 კლუბი).

საბაზისო დაფინანსება მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რომლებიც საჭიროა კლუბების ფუნქციონირებისათვის: ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები, ფეხბურთის ფედერაციის საწევრო გადასახადი, სამივლინებო, კვების, საოფისე, ეკიპირების, სამედიცინო და სხვა ხარჯები.

საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება: აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით უშუალოდ ფეხბურთის განვითარების ფონდის სახსრებზე. სახელმწიფო ამ ფონდთან ერთად ფეხბურთის ფედერაციასაც აფინანსებს. ეს დაფინანსება გამოიყოფა ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამიდან. ამ პროგრამის ფარგლებში ფედერაცია წლიურად საშუალოდ 6.4 მილიონ ლარს ხარჯავს.

2016-2019 წლებში როგორც ფეხბურთის განვითარების ფონდის, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე ათვისებულია 163,756,617 ლარის რესურსი, ხოლო 2020 და 2021 წლებში დამატებით 87,400,000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი. ჯამურად, 2016-2021 წლებში საქართველოს გადასახადის გადამხდელები ყველაზე პოპულარულ სპორტს 251,156,617 ლარით დააფინანსებენ.

Previous Post

Coca-Cola will cut 2,200 jobs worldwide as part of restructuring plan

Next Post

“ჩიპების“ გლობალური დეფიციტი ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა ელმოწყობილობების წარმოებას აფერხებს – Reuters

მაგდა დოლიძე

Next Post
“ჩიპების“ გლობალური დეფიციტი ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა ელმოწყობილობების წარმოებას აფერხებს – Reuters

"ჩიპების“ გლობალური დეფიციტი ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა ელმოწყობილობების წარმოებას აფერხებს - Reuters

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result