Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს

by Kakhi Chakvetadze
დეკემბერი 21, 2023
in მეცნიერება, სიახლეები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს
0
SHARES
0
VIEWS

ხელოვნური ინტელექტი (AI) თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს. ბევრს საუბრობენ AI-ის მნიშვნელოვან როლზე მედიცინაშიც, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი 60 წელიწადში პირველი ახალი ანტიბიოტიკის აღმოჩენაა ღრმა დასწავლის მოდელებით (deep learning models).

Euronews-ის ცნობით, ახლად აღმოჩენილ ნაერთს შეუძლია გაანადგუროს მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული ბაქტერია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. მეცნიერების მიაჩნიათ, რომ ამ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან ბრძოლაში ეს გარდამტეხი წერტილი იქნება.

როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამედიცინო ინჟინერიისა და მეცნიერების პროფესორი, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ჯეიმს კოლინზი ამბობს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ, რას დაისწავლიან მოდელები იმის პროგნოზირებისთვის, თუ რომელი მოლეკულები გამოდგება კარგი ანტიბიოტიკისთვის.

ოცდაერთი მკვლევრისგან შემდგარი გუნდის კვლევის შედეგები 20 დეკემბერს,  Nature-ში გამოქვეყნდა.

პროექტის ავტორებმა გამოიყენეს ღრმა დასწავლის მოდელი ახალი ნაერთის აქტივობისა და ტოქსიკურობის პროგნოზირებისთვის.

ღრმა დასწავლა გულისხმობს ხელოვნური ნერვული ქსელების გამოყენებას, რათა მოხდეს ავტომატურად დასწავლა და მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა პროგრამირების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი სულ უფრო ხშირად გამოიყენება წამლების აღმოჩენაში, რათა დაჩქარდეს მედიკამენტის თვისებების პროგნოზირება და განვითარების პროცესის ოპტიმიზაცია.

ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა ყურადღება მეთიცილინის მიმართ რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკზე გაამახვილეს (MRSA). ის შეიძლება გამოვლინდეს კანის მსუბუქი ინფექციებით ან უფრო მძიმე და სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობებით, მაგალითად, პნევმონიითა და სისხლის მიმოქცევის ინფექციებით.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიხედვით, ყოველწლიურად, ევროკავშირში ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის 150,000-ს უტოლდება, ხოლო ანტიმიკრობული რეზისტენტული ინფექციებისგან 35,000 ადამიანი იღუპება.

MIT-ის მკვლევართა ჯგუფმა, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, MRSA-ის მიმართ აქტიურობაზე დაახლოებით 39,000 ნაერთი შეამოწმა. ნაერთების ქიმიურ სტრუქტურებთან დაკავშირებით მიღებული მონაცემები და დეტალები კი მოდელში იქნა შეტანილი.

პოტენციური წამლების შერჩევის გასაუმჯობესებლად მკვლევრებმა ღრმა დასწავლის სამი დამატებითი მოდელი გამოიყენეს. ეს მოდელები ნაერთების ტოქსიკურობას ადამიანის უჯრედების სამ განსხვავებულ ტიპთან მიმართებით აფასებდა.

ამ პროგნოზებისა და ადრე განსაზღვრული ანტიმიკრობული აქტივობის ინტეგრაციით დაადგინეს მკვლევრებმა ნაერთები, რომლებსაც მიკრობებთან ეფექტიანი ბრძოლა შეუძლია და მინიმალური ზიანი მოაქვს ადამიანის სხეულისთვის.

მოდელების ამ ნაკრების გამოყენებით, საერთო ჯამში, კომერციულად ხელმისაწვდომი 12 მილიონამდე ნაერთი იქნა შემოწმებული.

Previous Post

ჩინეთი კასპიის ზღვის პორტებში ინფრასტრუქტურის განვითარებას განიხილავს

Next Post

აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

Kakhi Chakvetadze

Next Post
აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

აშშ-ში ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result