Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მივიღე ცოდნა, რომელიც საქმეში გამოვიყენე“ – Memory Basket-ის დამფუძნებელი

by იზა გვარამაძე
September 3, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მივიღე ცოდნა, რომელიც საქმეში გამოვიყენე“ – Memory Basket-ის დამფუძნებელი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მარიამ ჩინჩალაძემ, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. უკან დიდი გეგმით დაბრუნდა: ქუთაისში სახლისთვის, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ახალი სიცოცხლე უნდა დაებრუნებინა და საოჯახო სასტუმრო გაეხსნა.

“ძალიან რთული გზა გამოვიარეთ: ყველაფრის რემონტი, თითოეული ნივთის შეძენა და განახლება ადვილი არ იყო, თუმცა უცვლელი დავტოვეთ ძველი სახლის სული და ისტორია, რათა სტუმრებს ყოველთვის გაუჩნდეთ ინტერესი – რა ისტორია ინახება ამ კედლებს მიღმა. ასე დაიბადა Memory Basket – ადგილი, სადაც მოგონებები ინახება”, – იხსენებს მარიამ ჩინჩალაძე.

მარიამის გამოცდილება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში

მარიამმა ახლახან საქართველოს ბანკის “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში” მონაწილეობა მიიღო და საკუთარი სასტუმროს უფრო ეფექტიანად სამართავად ახალი უნარები შეიძინა. პროგრამა აგვისტოში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით განხორციელდა.

“პროგრამის შესახებ როგორც კი შევიტყვე, გავაცნობიერე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა. ჩემი მთავარი მოტივაცია სწავლის გაგრძელება და ბიზნესის სწორად განვითარებისთვის გზების პოვნა იყო. ვიცოდი, რომ ცოდნა მჭირდებოდა, განსაკუთრებით – ციფრული სამყაროს ათვისებაში”, – ამბობს მარიამი.

Memory Basket-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროგრამიდან ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა.

“საოცარი ადამიანები გავიცანი, უამრავი გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და მივიღე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც პირდაპირ ჩემს საქმეში გამოვიყენე. პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში AI-ს სწორი გამოყენება. თუ აქამდე სოციალურ ქსელებში ბიზნესის აქტივობებზე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მქონდა, ახლა ზუსტად ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გამოვაჩინო ჩემი ბრენდი ონლაინ სივრცეში, ახლა მაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ მივაღწიო სამიზნე აუდიტორიამდე, ამაში კი ხელოვნური ინტელექტი დამეხმარება”, – აღნიშნავს იგი.”

როგორია ადგილი, სადაც “მოგონებები ინახება”

უკვე მეორე წელია, მარიამის ყოველი დილა სტუმრებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნით იწყება. “ჩემი ყველაზე საყვარელი რიტუალია სტუმრებისთვის სახლში მომზადებული მურაბების, ჩვენი ოჯახის თაფლისა და კომპოტის მირთმევაა“.

ეს ატმოსფერო სტუმრებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ბევრჯერ უთქვამთ მისთვის, რომ სახლის ფასადი სასტუმროს არ ჰგავს, შიგნით შემოსვლისას კი სითბო, ღიმილი და სიმყუდროვე პირველივე წამიდან იგრძნობა.

Memory Basket-ს უკვე ჰყავს ლოიალური სტუმრები, საუკეთესო შეფასებები ყველა ონლაინ პლატფორმაზე და ჯილდოებიც კი, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ. სწორედ ამიტომ, მარიამის მიზანი სასტუმროს გაფართოებაა.

“მოკლევადიან პერსპექტივაში ჩემი მიზანია, რომ Memory Basket როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე უფრო ცნობადი გახდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მინდა, სასტუმრო გაფართოვდეს და  ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცეს.

რაც შეეხება მეწარმე ქალთა პროგამას, აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ კონტენტის შექმნისა და მარკეტინგის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენს ბრენდს წარმატების ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მჯერა, რომ ჩემი ძალისხმევა გაამართლებს. პროგრამამ კი მაჩვენა, რომ მარტო არ ვარ, ერთად ბევრი რამ შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ”, – დასძენს მარიამ ჩინჩალაძე.

ინფორმაციისთვის, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე – ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

ამჟამად პროგრამის მე-12 ნაკადზე მიღება გამოცხადდა. პროგრამა ბათუმში 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

S

Previous Post

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის EU-ში გაწევრებას არ ეწინააღმდეგება

Next Post

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა – რა გაძვირდა?

იზა გვარამაძე

Next Post
რა გაძვირდა და გაიაფდა ივნისში? – წლიურმა ინფლაციამ 2.2% შეადგინა

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა – რა გაძვირდა?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result